ამერიკელი კრიპტოგიგანტები თავიანთი ქვეყნით დაიღალნენ

icon FOR
ფოტო - ამერიკელი კრიპტოგიგანტები თავიანთი ქვეყნით დაიღალნენ
ამერიკული კრიპტოინდუსტრია მძიმე პერიოდებს განიცდის. ამაში კი აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიაა დამნაშავე.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისია აშშ-ის კრიპტოვალუტურ სექტორზე კონტროლის გამკაცრებას აგრძელებს, რის გამოც კომპანიები ამერიკულ ბაზარზე მუშაობის შესახებ სულ უფრო მეტად შფოთავენ.

GNcrypto უკვე წერდა Coinbase-ის რეგულირების პრობლემების შესახებ, ბირჟის CEO ბრაიან არმსტრონგმა კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, კომპანიას ამერიკის ბაზრის დატოვებას არ აპირებს. თუმცა ადრე ეს ვარიანტი განიხილებოდა.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კრიპტომოთამაშეებს შექმნილი ვითარება აწყობთ. 

Ripple მათ რიცხვშია. ეს არის კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც SEC-თან უთანხმოება უკვე სამი წელია აქვს. Ripple-ის CEO-მ, ბრედ გარლინგჰაუსმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიისგან  სამართლებრივი დაცვა ვერდიქტის გამოტანის მომენტისთვის კომპანიას 200 მილიონი დოლარი დაუჯდებოდა.

მან ასევე მიუთითა SEC-ის თავმჯდომარის, გარი გენსლერის თვალთმაქცობაზე, რომელიც ახლა ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტა არის ფასიანი ქაღალდი. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორის როლში ის ამბობდა, რომ ამ ციფრული აქტივების 75% არის საქონელი.

მიმდინარე ქაოსის გამო, კომპანიამ კრიპტოვალუტურ კომპანიებს ურჩია, აშშ-ის ბაზრისგან თავი შორს დაიჭირონ, Ripple-ის მთავარმა იურისკონსულტმა, სტიუარტ ალდეროთმა კი ტვიტერში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელ კომისიას დასცინა კიდეც. 

მან თავის ტვიტში დაამატა თევზის ფოტო, რომელიც ლაყუჩებით უჭირავთ და კომენტარი გააკეთა: "SEC ცხოველთა კონტროლით რომ ყოფილიყო დაკავებული".
სტიუარტ ალდეროთის ტვიტი "SEC ცხოველთა კონტროლით რომ ყოფილიყო დაკავებული...". წყარო: Twitter

სტიუარტ ალდეროთის ტვიტი "SEC ცხოველთა კონტროლით რომ ყოფილიყო დაკავებული...". წყარო: Twitter

სანამ Coinbase ემზადება SEC-თან მომავალი სასამართლო პროცესისთვოს, Ripple-ის საქმე ჯერ კიდევ ღიაა.

როდის გამოცხადდება განაჩენი, ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე GNcrypto-მა გამოაქვეყნა სტატია “მოძველდა თუ არა SEC-ის კრიპტოწესები?”