რა მოხდა Ethereum-ში?

ფოტო - რა მოხდა Ethereum-ში?
საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში მეორე კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ქსელის მუშაობაში ხარვეზები შეინიშნებოდა. ბოლო 24 საათში მეორედ ბლოკჩეინში დაუსრულებელი ბლოკები ჩნდება. პრობლემები წინა საღამოს გაჩნდა და მომხმარებელთა საზოგადოება მღელვარებამ მოიცვა.
ხარვეზების აღმოსაფხვრელად  Ethereum-ის წამყვანმა კლიენტმა, Prysm-მა განახლება მოამზადა, რომელიც v4.0.3-hotfix-ის სახელით არის ცნობილი. ახალი ვერსია ქსელური არასტაბილურობის პირობებში Beacon Chain-ის კვანძებით რესურსების გადახარჯვის თავიდან აცილების მიზნით შეიქმნა. 

Beacon Chain ჯაჭვი, რომელსაც proof-of-work-ის მექანიზმიდან proof-of-stake-ის კონსენსუსზე Ethereum-ის გადაყვანა ეფუძნება, ქსელის ინფრასტრუქტურის საკვანძო რგოლია.  შესაბამისად, მის მუშაობაში ნებისმიერი ხარვეზი მთელ ქსელზე საგრძნობლად მოქმედებს და ნეგატიურ შედეგებს იწვევს.  

Prysm-ის აპდეითის გამოშვებამ ქსელის სტაბილურობა უნდა გაამყაროს და მსგავსი სიტუაციების გამეორება გამორიცხოს. დეველოპერებს იმედი აქვთ, რომ აღნიშნული სოფტი არსებული მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობას მისცემს, რაც მომავალში Ethereum-ის ქსელის შეუფერხებელ და პროდუქტიულ მუშაობას უზრუნველყოფს.

GC
GN Crypto
ავტორი