კრიპტოვალუტა და ამერიკელები: ეჭვები ჭარბობს

ფოტო - კრიპტოვალუტა და ამერიკელები: ეჭვები ჭარბობს
Pew Research Center-მა ჩაატარა 10700 ამერიკელის გამოკითხვა, რათა გაეგო საზოგადოების აზრი კრიპტოვალუტების შესახებ. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას (88%) ციფრული აქტივების შესახებ სმენია, მაგრამ მათ საიმედოობაში მხოლოდ 4% არის დარწმუნებული.

ზოგადი დამოკიდებულება

ცხადი ხდება, რომ ფასების არასტაბილურობა, მარეგულირებლების მუდმივი ზეწოლა და ახალი ამბების დღის წესრიგი, რომელიც კრიპტოვალუტის კრიმინალიზაციისა და წარუმატებლობისკენ არის მიმართული, ამერიკელების აზრზე ძალიან დიდი გავლენას ახდენს და გამოკითხულთა 75%-ში უნდობლობას იწვევს. სანამ პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, პროაქტიული მხარდამჭერების რაოდენობა, დიდი ალბათობით, არ გაიზრდება.

თუ უფრო დეტალურად დავაკვირდებით, დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკსა და სქესს: უფროსი თაობის 85% კრიპტოვალუტის მიმართ ეჭვებს გამოთქვამს, ხოლო ახალგაზრდებში ასეთი 66%-ია. ასევე, სკეპტიციზმი უფრო მეტია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში (80% 71%-ის წინააღმდეგ).

თქვენ თუ ჩაგიდიათ ინვესტიცია?

კრიპტოვალუტების ფლობის რეალური გამოცდილება ადამიანის დამოკიდებულებას ძალიან ცვლის. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ციფრული აქტივებისადმი ნდობა 10-ჯერ იზრდება მათ შორის, ვისაც კრიპტო ოდესმე უყიდია. ამავდროულად, პოტენციური ინვესტორების 43%-ს კრიპტოვალუტების სანდოობაში ეჭვი კვლავ შეაქვს.

ამავე დროს, უფრო მეტად კრიპტოვალუტას იყენებენ  ახალგაზრდა მამაკაცები (29 წლამდე), ვიდრე იმავე ასაკის ქალები: 41% 16%-ის წინააღმდეგ. ხოლო თუ გადავხედავთ შემოსავლის გავლენას ინვესტიციებზე, შევნიშნავთ, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები უფრო ნაკლებად არიან ამისკენ მიდრეკილები (13%), ვიდრე მაღალი შემოსავლის მქონეები (22%).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელთა საერთო რაოდენობა საკმაოდ მცირეა (17%), რაც უზარმაზარ გამოუყენებელ პოტენციალზე მიანიშნებს. მაგრამ, სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში ეს ციფრი თითქმის არ შეცვლილა, რადგან ბევრმა ამერიკელმა (80%) ინვესტიცია პირველად ერთ წელზე მეტი ხნის წინ განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ აქტივების ფლობამ შეიძლება მოახდინოს გავლენა ფინანსურ მდგომარეობაზე, 69% კრიპტოვალუტის შენახვას აგრძელებს, 31%-მა კი ის მთლიანად მოიცილა.

მოგება არ იქნება?

ამერიკელთა თითქმის მეხუთედმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტამ მათი ფინანსურ მდგომარეობა დააზარალა, ამდენივემ კი სახსრების მატება აღნიშნა. დანარჩენმა 60%-მა კი განაცხადა, რომ კრიპტოვალუტას მათ ფინანსებზე გავლენა არ მოუხდენია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ზარალი არ მიადგათ. ამიტომ ბევრი (45%) ინვესტირებით უკმაყოფილო დარჩა. მათ აღნიშნეს, რომ მოგება მათ პროგნოზებზე დაბალი აღმოჩნდა, 32%-მა კი დაადასტურა, რომ მათი მოლოდინი სრულად გამართლდა. ასევე საინტერესოა, რომ ციფრული აქტივების უარყოფით გავლენას მათ ფინანსებზე  სხვებზე უფრო ხშირად უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები (25%) აფიქსირებენ.