FTX-ის ბირჟის გაკოტრება. ვინ დგას ამის უკან?

ფოტო - FTX-ის ბირჟის გაკოტრება. ვინ დგას ამის უკან?
რამდენიმე დღეში ჩვენ ყველანი გავხდით მოწმეეები, თუ როგორ მიუახლოვდა უშუალოდ გაკოტრებას ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის CEX-ბირჟა. ვინ არის ამაში დამნაშავე და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
ბოლო რამდენიმე დღის მოვლენებმა მთელი ბაზარი თავდაყირა დააყენა. მზარდი ბაზრის აღდგენის პირველი მინიშნებები ყოვლისმომცველი დაუნტრენდით შეიცვალა. ამაზე გავლენა იქონია ერთმა მოვლენამ - ერთ-ერთი უდიდესი ცენტრალიზებული ბირჟა FTX მოულოდნელი გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა. ვერც ერთი ანალიტიკოსი ვერ იწინასწარმეტყველებდა ასეთ სცენარს ერთი კვირის წინ, თუნდაც კოშმარში. ახლა, რამდენიმე დღის მერე და საბაზრო კაპიტალიზაციის 20%-ის დაკარგგვის შემდეგ, ბევრს აინტერესებს მოსაზრება - როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და ვინ დგას ამის უკან?

რით დაიწყო ყველაფერი

ყველაფერი ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული Coindesk-ის ანგარიშით დაიწყო, რომელმაც ბაზარზე ნეგატივის პირველი ტალღა ააგორა. ანგარიშის მიხედვით,  Alameda Research-ის  ჰეჯ-ფონდის ფუნქციების მქონე სავაჭრო კომპანიის აქტივების (ფაქტობრივი წმინდა კaპიტალის)  მნიშვნელოვანი ნაწილი კონცენტრირებულია FTX ბირჟის (FTT) შიდა ტოკენებში. Alameda Research არის FTX-ის შვილობილი კომპანია, ორივე ეკუთვნის სემ ბენკმენ-ფრიდს, რომელიც პირადად მართავს ბირჟას და ფონდის საქმიანობას აკონტროლებს.

პირველი პოზიცია აქტივების პორტფელში 3,66 მილიარდი დოლარის ოდენობით განბლოკილ FTT-ს უჭირავს. მეორე არის „collateral FTT“ (უზრუნველყოფილი გირაო) 2,16 მილიარდი დოლარის ოდენობით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქტივების ჯამური მოცულობა 14,6 მილიარდი დოლარია, გამოდის, რომ სხვადასხვა FTT ტოკენები შეადგენს მთლიანი პორტფელის 40%-ს.

„საინტერესო იყო იმის გაგება, რომ Alameda-ს ბიზნესში წმინდა კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი  FTX ბირჟის ნატიური ტოკენისგან შედგება, რომელიც მთლიანად მის მიერ კონტროლდება და ემიტირებულია ჰაერიდან“, - განაცხადა ანგარიშის შესწავლის შემდეგ Swan Bitcoin-ის საინვესტიციო პლატფორმის აღმასრულებელმა დირექტორმა კორი კლიპსტენმა, რომელიც ყველა ალტკოინის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი.

ჟურნალისტების ყველა შეკითხვა ამ კუთხით უგულებელყოფილი დარჩა როგორც Alameda Research-ის, ასევე FTX-ის ბირჟის მიერ. FTT ტოკენმა ამ მოვლენაზე რეაგირება მცირედი ვარდნით მოახდინა - 15%.

6 ნოემბერი. CZ-ის გავლენა.

ამის შემდეგ კრიპტოვალუტების (პრაქტიკულად სამხედრო) მოქმედებების თეატრზე Binance-ის ბირჟის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩანპენ ჩჟაო გამოჩნდა. 6 ნოემბერს მან Twitter-ზე პოსტების სერია გამოაქვეყნა, რამაც გააძლიერა ბაზარზე FUD და მასში ნელი მოქმედების ნაღმი ჩადო.

პირველ ტვიტში მან პირობა დადო, რომ Binance უახლოეს მომავალში მოიშორებს ყველა FTT ტოკენს, ხოლო მეორეში მან მიანიშნა, რომ ”ეს ნაბიჯი არ არის ომის გამოცხადება ვინმეს წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ რისკების მართვაა LUNA-ს ცუდი გამოცდილების შემდეგ. ”

FTT-ს LUNA-სთან შედარება არ იყო ძალზე მეგობრული ნაბიჯი FTX-სა და Binance-ს შორის პირდაპირი კონკურენციის გათვალისწინებით.

ასეთ საყვედურს გამოეხმაურა Alameda Research-ის აღმასრულებელი დირექტორი ქეროლაინ ელისონი, რომელმაც Twitter-ის მეშვეობით ასევე შესთავაზა Binance-სგან ყველა FTT გამოსყიდვა  22 დოლარად, რაც იმ დროს ახლოს იყო საბაზრო ფასთან. მას  OTC შეთანხმების იმედი ჰქონდა, რაც მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენდა ტოკენის ბირჟაზე არსებულ საბაზრო კურსზე. მაგრამ CZ-მ ქეროლაინის ტვიტი უპასუხოდ დატოვა.

პარალელურად FTT ფასი კლებას განაგრძობდა, მაგრამ ჯერ არა კრიტიკული ტემპით.

7 ნოემბერი. "ბაღდადში ყველაფერი მშვიდადაა".

FTX ბირჟის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი, სემ ბენკმან-ფრიდი გრძნობდა, რომ ამ ყველაფრს ცუდი სუნი უდიოდა და ამიტომ, 7 ნოემბერს თავის ტვიტერით ინვესტორების დამშვიდება სცადა, რათა შეენელებინა FTT ტოკენის პანიკური გაყიდვა, რომელიც სსულ უფრო და უფრო ჩქარი ტემპით მიდიოდა.

პირველ ტვიტში მან დაწერა, რომ ყველა ცრუ ჭორს ავრცელებენ მზაკვრული კონკურენტები და რომ FTX ტოკენის და აქტივების თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა.  

თავის მეორე ტვიტში მან დაწერა, რომ FTX ბირჟა სრულად ასრულებს თავის ვალდებულებებს და არ უშლის მომხმარებლებს სახსრების გატანაში. და თუ არის შეფერხებები, მაშინ ეს ბანკების და ნელი ნოდების ბრალია  და არა კომპანიის პრობლემები.

შემდგომში მან ასეევ განაცხადა, რომ ბირჟა მარეგულირებლების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება, გაიარა აუდიტი, აქვს მნიშვნელოვანი რეზერვები (1 მილიარდ დოლარზე მეტი) და ბაზარზე ყოფნის ხანგრძლივი ისტორია, უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი და მათთან ცდილობს იყოს გულწრფელი.

და რაც უფრო მეტს ცდილობდა სემი ეთქვა საზოგადოებისთვის, რომ „ბაღდადში ყველაფერი მშვიდადაა“, ინვესტორები უფრო მეტად ნერვიულობდნენ. FTT ტოკენის კურსი ვარდნას განაგრძობდა, ხოლო მომხმარებლები სულ უფრო ხშირად  ბირჟიდან აქტივების გატანის გაჭიანურებას ან შეუძლებლობას უჩიოდნენ.

8 ნოემბერი. ბაზრის დაცემა. ფსონი Binance-ზე.

იმ დღის დილით, ტვიტების ბრძოლა გაგრძელდა: სხვადასხვა პარტნიორებმა დაადანაშაულეს Alameda Research ხელშეკრულებების დარღვევაში და გარკვეული აქტივების გაყიდვაში ($30 მილიონის ღირებულების 100 მილიონი ბიტი), მაგრამ ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. მატარებელმა სახელად "FUD" სიჩქარე აკრიფა და FTT კურსი ერთ დღეში თითქმის 90%-ით  - $22-დან $3-მდე დაეცა. გაიაფდა ის აქტივებიც, რომლებიც FTX-ისა და Alameda Research-ის ბირჟების ბალანსზე იყო, მაგალითად, სოლანამ (SOL) ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა. "დომინოს" ეფექტმა იმუშავა - ბაზარი დათვერ ფაზაში გადავიდა, ყველა აქტივის გრაფიკში მწვანე ფერი სისხლისფერი წითლით შეცვალა.

მოგვიანებით, CZ-მ განაცხადა, რომ FTX პლატფორმამ დახმარება სთხოვა Binance-ს კატასტროფულად დაბალი ლიკვიდობისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის გამო. მისი თქმით, ორივე ბირჟამ უკვე მოაწერა ხელი განზრახვის წერილს და  პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რომელიც FTX ბირჟის შთანთქმას ითვალისწინებდა.

9 ნოემბრის დილით, FTX ბირჟამ ოფიციალურ Telegram არხზე გამოაცხადა, რომ  პლატფორმიდან თანხების გატანის ოპერაციებს აჩერებს. ბოლო დღეებში, Reuters-ის  ინფორმაციის მიხედვით, ბირჟიდან 6 მილიარდ დოლარზე მეტი იყო გატანილი, FTT-ის ერთი მონეტის ღირებულება უკვე 2,85 დოლარამდე დაეცა.

9 ნოემბერი. შთანთქმა არ იქნება

მომდევნო დღეს გაირკვა, რომ Binance ვერ შეძლებდა პრობლემური FTX-ის გადარჩენას. სხვადასხვა წყაროდან ცნობილი გახდა რამდენიმე მარეგულირებლის მიერ Binance-ის გაფრთხილების შესახებ, არ წასულიყო შეთანხმებაზე, რომელიც არღვევს მოქმედ კანონმდებლობას.

საქმეე ისაა, რომ აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონები, როგორიცაა შერმანის კანონი და სხვა, პირდაპირ კონკურენტებს უკრძალავს ერთმანეთის დაცვას. აქედან გამომდინარე, შთანთქმის შესახებ ხელშეკრულება ძალადაკარგულად გამოცხადდება, ხოლო Binance-ს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს. როგორც ჩანს, CZ-ს ეს პერსპექტივა არც თუ ისე მოეწონა.

Binance-ს აევე მიანიშნეს, რომ FTX-ის მიმართ კითხვები სხვა სამთავრობო სამსახურებსაც აქვთ, რამაც გარიგება საბოლოოდ დაასამარა.

ვინ არის დამნაშავე

დამნაშავეების როლზე ბევრი კანდიდატია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის Alameda Research და FTX, რომლებიც გირაოს სახით და კაპიტალის შესავსებად საკუთარ ტოკენს იყენებდნენ. გარკვეული ბრალი ასევე ეკისრება Binance-ს, რომელმაც CZ-ის სახით პირადად გააღვივა FUD და ცდილობდა კონკურენტის ჩაძირვას, მაგრამ თავადაც „მიიღო ბევრი წყალი“ ბაზრის ყველა მონაწილესთან ერთად. ასევე შეიძლება დავადანაშაულოთ აშშ-ის მარეგულირებლები პრობლემური კომპანიისთვის  დახმარების გაწევის აკრძალვის გამო. თუმცა ისინი მხოლოდ თავიანთ საქმეს აკეთებენ და მოუწოდებდნენ არ დარღვეულიყო  მოქმედი, თუმცა არა ყოველთვის სრულყოფილი კანონმდებლობა.

რა გვაქვს და რას ველოდოთ

ერთ კვირაზე ნაკლებ დროში საბაზრო კაპიტალიზაცია 20%-ით შემცირდა - 1 ტრილიონი დოლარიდან 800 მილიარდ დოლარამდე. სემ ბენკმან-ფრიდმა ერთ დღე-ღამეში რეალურად 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა და მილიარდერთა კლუბი დატოვა. კრიპტო აქტივების უმეტესობამ  ღირებულების მინიმუმ 20% დაკარგა. FTT ტოკენის ფასი უკვე 2 დოლარს შეადგენს(-93%). Fear & Greed ინდექსი მიუთითებს ინვესტორების მაქსიმალურ შიშზე, რომელიც 22-ზეა გაყინული. ბაზარი შედის მორიგ რეცესიაში დათვების დომინირებით. ერთადერთი კითხვაა, ეს უკვე ფსკეrია, თუ ქვევიდან კიდე დააკაკუნებენ.

სტრატეგია, რომ გარკვეული დრო სტეიბლკოინებში გაატარo, სანამ ვარდნა  არ შეჩერდება და FTX-თან სიტუაცია არ მოგვარდება, ჯერჯერობით ყველაზე ცუდი არ არის. გარდა ამისა, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება აქტივების შეძენა მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. მაგრამ, სამწუხაროდ, მომავალ კრიპტო-ზამთარს ყველა ვერ გადაიტანს

და ბოლოს -  Alameda Research-ის საიტი უკვე აღარ მუშაობს …