პროექტ Quant Network-ისა და QNT ტოკენის მიმოხილვა

icon QNT
ფოტო - პროექტ Quant Network-ისა და QNT ტოკენის მიმოხილვა
Quant Network ბრიტანული პროექტია, რომელიც ბლოკჩეინის ფუნქციონალური თავსებადობის (interoperability) საკითხებს წყვეტს. DEX რეესტრებს უზარმაზარ საერთო ქსელში თუ გავაერთიანებთ, ეს მომხმარებლებს ინფორმაციისა და ტოკენების გაცვლას გაუადვილებს.
იგივე ამოცანაზე მუშაობენ Polkadot და Cosmos. პირველი -  პარაჩეინის სისტემის მეშვეობით, მეორე - ბლოკჩეინის მოდულური სისტემის შექმნის გზით.

პროექტ Quant Network-ის თავისებურებები

Quant Network დამოუკიდებელ ბლოკჩეინებს ერთმანეთთან აკავშირებს ქსელ Overledger-ის მეშვეობით, რომელიც API-ით (გამოყენებითი პროგრამირების ინტერფეისი) სარგებლობის საშუალებას იძლევა. მისი აქტუალური მისია ნებისმიერ არსებულ ბლოკჩეინზე ნებისმიერი კლიენტის აპლიკაციის განთავსების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. 

შექმნილი პროგრამა თავად ირჩევს განაწილებულ რეესტრს, რომელიც კლიენტის საჭიროებებს საუკეთესოდ შეესაბამება და იქ კორპორაციულ აპლიკაციას ათავსებს.

პროექტს აქვს ოთხი თავისებურება:

  1. Quant Network-ს საკუთარი ბლოკჩეინი არ აქვს.
  2. პროექტმა თავისი საწყისი კოდი დახურა და მისი გამოყენება ლიცენზიას საჭიროებს.
  3. ტექნოლოგია Overledger OS ოფიციალურად დაპატენტებულია ავტორის მიერ და მისი გამოყენება third-party დეველოპერების მიერ შეუძლებელია.
  4. თავდაპირველად ტექნოლოგიას იყენებდნენ ოპერაციებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული არ იყო. შიდა  ტოკენი და ინტეროპერაბელურობის შესაძლებლობები Overledger OS-ის შექმნიდან 3 წლის შემდეგ, 2018 წელს იქნა წარდგენილი.

ძირითადად, პროექტი გათვლილია ინსტიტუციონალებზე, FinTech დეველოპერებსა და კორპორაციებზე, რომლებიც საერთაშორისო გადახდებს იყენებენ.

ის ამჟამად მხარს უჭერს შემდეგ პროტოკოლებს:

  • Bitcoin
  • Ripple
  • Ethereum
  • Stellar
  • EOS
  • IOTA
  • Binance Smart Chain
  • Constellation

ქსელში Quant Network მონაცემთა გაცვლის სიჩქარე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ბლოკჩეინს იყენებს ის აპლიკაციის მომსახურებისთვის.

ვინ დგას Quant Network-ის შექმნის უკან?

კომპანია 2015 წელს დაარსდა. Overledger-ის იდეოლოგიური ინსპირატორი და არქიტექტორი ინგლისელი გილბერტ ვერდიანი (Gilbert Verdian) გახდა. მას კიბერუსაფრთხოების სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვს და დიდი ხნის განმავლობაში მისი უდიდებულესობის ხაზინასა და გაერთიანებული სამეფოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. ის ასევე არის საგადახდო ინფრასტრუქტურის კომპანიების Vocalink, Mastercard და HSBC Bank-ის კონსულტანტი. თანამშრომლობს აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან.

მეორე თანადამფუძნებელი პაბლო ტასკაა (Pablo Tasca). მას აქვს დოქტორის ხარისხი ეკონომიკასა და მარკეტინგში. ის კომპანიის მთავარი თანამფლობელი და მისი მთავარი მრჩეველია და ბიზნეს გადაწყვეტილებებითაა დაკავებული.

დირექტორთა საბჭოს მესამე წევრი კოლინ პატერსონია (Colin Paterson). ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობას იკავებს და უსაფრთხოების საკითხებს კურირებს. კოლინს მსხვილ სახელმწიფო და კერძო კომპანიებში ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოზიციებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. გუნდის ძირითადი პარტნიორი და ინვესტორი ბრიტანული საკონსულტაციო ფირმა Alchemmy არის.

QNT ტოკენი და პროექტის ტოკენომიკა

არსებობს Quant Network-ის მომხმარებლების ორი კატეგორია: ეკოსისტემის რიგითი მონაწილეები და კორპორაციული კლიენტები. სისტემით სარგებლობისთვის ისინი წლიურ სალიცენზიო მოსაკრებელს იხდიან. რიგითი მომხმარებლებისთვის შენატანი ფიქსირებულია, კორპორაციული მომხმარებლებისთვის  კი დამოკიდებულია იმაზე, თუ აპლიკაციების რა რაოდენობას და რამდენად აქტიურად იყენებენ მათ.

გადახდის სახით მიიღება პროექტის ERC-20-ის სტანდარტის ტოკენი, რომელსაც ტიკერი QNT აქვს. გარდა ამისა, ის გამოიყენება შიდა მარკეტპლეისზე აპლიკაციებთან დაკავშირებული შესყიდვებისთვის.

ტოკენის ფასი ფიქსირებული კი არ არის, არამედ პროექტის საკუთარი AI ორაკულის დახმარებით განისაზღვრება. აპლიკაციებისა და კორპორაციული კლიენტების სალიცენზიო მოსაკრებლის ღირებულება Quant Network Smart Contracts-ის მეშვეობით გამოითვლება. ლიცენზიის მოქმედების პერიოდში (12 თვე) ტოკენები იყინება Quant Treasury-ში - ეს არის პროექტის საკუთარი ლიკვიდობის პული, რომელიც ხაზინის ფუნქციებს ასრულებს. ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ, ხაზინას შეუძლია ტოკენების ბირჟაზე გატანა და მიმდინარე საბაზრო ფასებში მათი გაყიდვა.

Quant Treasury პლატფორმაზე შექმნილი სმარტ კონტრაქტების მესამე მხარედ გამოდის და ხელშეკრულების შესასრულებლად მცირე საკომისიოს (0.5%) იღებს. 

ტოკენების გამოყენების სქემა საკმაოდ რთულია და კრიპტოპროექტების შიდა ტოკენების ჩვეულ ფუნქციებს არ ჰგავს. 

ტოკენომიკაც არ არის გამჭვირვალე.

2017 წელს გილბერტ ვერდიანმა განაცხადა, რომ კომპანია ICO-ს ჩატარებას არ გეგმავს. თუმცა 2018 წლის მაისში წინასწარი გაყიდვა მაინც შედგა, მაგრამ დაგეგმილი $36 მილიონიდან მან მხოლოდ $11 მილიონის შეგროვება შეძლო. მაშინ ტოკენის ფასი  $1-ს ოდნავ აღემატებოდა. 

ემისიის საკითხზე მხოლოდ პაბლო ტასკას ინტერვიუზე დაყრდნობით  შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რადგან ეს საკითხი White paper-ში გაშლილი არ არის. ტასკა აცხადებს, რომ ემისია ერთჯერადი იყო და 45,5 მილიონ QNT-ს შეადგენდა.

მაგრამ როდესაც ტოკენების მთლიანი რაოდენობის დათვლას ვიწყებთ, ჯამი არ ემთხვევა:
 
  • მიმოქცევაში 14,5 მილიონი QNT არის 
  • დეველოპერები 4.65 მილიონ QNT-ს ფლობენ 
  • 9,5 მილიონი QNT წინასწარი გაყიდვის შემდეგ  დაიწვა 
  • დაახლოებით 12 მილიონი ტოკენი Quant Treasury-შია გაყინული.

სად არის დამალული დანარჩენი 5 მილიონი? ან უფრო მეტია დამწვარი, ან არიან ინვესტორები, რომლებიც პროექტში თავიანთ მონაწილეობას არ აფიშირებენ.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, პროექტი Quant Network საკმაოდ პერსპექტიულ საინვესტიციო სამიზნედ რჩება.

პირველ რიგში, მას იყენებენ მსხვილი კორპორაციები და ინსტიტუციონალური კლიენტები. და მეორეც, მის CEO-ს, გილბერტ ვერდიანს აქვს ყველაზე ბრწყინვალე რეზიუმე და მჭიდრო კავშირები დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ფინანსურ მარეგულირებელ ორგანოებთან. 

სხვათა შორის, სტატიის მომზადების მომენტში QNT ტოკენი $140-ად ივაჭრებოდა. არც თუ ცუდი შემოსავალია მათთვის, ვინც წინასწარ გაყიდვაში მონაწილეობა მოახერხა, არა?