არგენტინის ხელისუფლება კრიპტოვალუტით გადახდებს მიადგა

ფოტო - არგენტინის ხელისუფლება კრიპტოვალუტით გადახდებს მიადგა
არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოგადახდის სერვისების პროვაიდერების მუშაობა შეაჩერა. ამ ნაბიჯმა უნდა შეზღუდოს ციფრული აქტივების გავლენა ქვეყნის ფინანსურ სერვისებზე.
ასეთი გადაწყვეტილება ფინანსურ–ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ფინანსურ დაწესებულებებზე თანაბრად იმოქმედებს, რადგან ახლა  
მათ თავიანთი აპლიკაციების მეშვეობით კრიპტოსერვისების მიწოდება ეკრძალებათ.  

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: "გადახდის სერვისების პროვაიდერებს არ შეუძლიათ, განახორციელონ, ან ჰქონდეთ  
კავშირი ციფრული აქტივებით, მათ შორის კრიპტოვალუტებით  შესრულებულ ოპერაციებთან, რომლებიც არ რეგულირდება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ და არ გააჩნიათ არგენტინის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის ნებართვა“.  

ეს მიდგომა არგენტინის კრიპტოინდუსტრიის მომავალს გაურკვეველს ხდის, გადახდის პროვაიდერები კი სდუმან. ფინანსურ–ტექნიკურმა პალატამ მოუწოდა მთავრობას, გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის და ამტკიცებს, რომ ის ზღუდავს წვდომას ტექნოლოგიაზე, რომელიც უამრავ სარგებელსა და შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ საზოგადოებას.  

შეაფერხებს თუ არა ასეთი ნაბიჯი არგენტინის კრიპტობაზრის ზრდას, თუ ეს მხოლოდ დროებითი დაბრკოლებაა?

GC
GN Crypto
ავტორი