არკანზასის კანონპროექტი მაინერებს ახალ პერსპექტივებს უხსნის

icon BTC
icon DATA
icon FOR
ფოტო - არკანზასის კანონპროექტი მაინერებს ახალ პერსპექტივებს უხსნის
არკანზასის მონაცემთა დამუშავების შესახებ 2023 წლის ინოვაციური კანონით, არკანზასი მაინერების შესაძლებლობებს აფართოებს. კანონი წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უკვე დაამტკიცა და ის ახლა გუბერნატორის, სარა ჰაკაბი სანდერსის ხელმოწერას ელოდება.
ამ კანონმდებლობის მიზანი მიკერძოებული რეგულაციებისა და გადასახადებისგან მაინერების საიმედო დაცვაა. ამასთან ის მონაცემთა დამუშავების ცენტრებთან პარიტეტის გარანტიას იძლევა.  
 
წარმომადგენელთა პალატის წევრის, რიკ მაკლურის მიერ წარდგენილმა და არკანზასელი სენატორის, ჯოშუა ბრაიანტის (R) მიერ მხარდაჭერილმა კანონპროექტმა შტატის კანონმდებლების მხარდაჭერა მალე მოიპოვა. ის მონაცემთა დამუშავების ცენტრების ეკონომიკურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და სამუშაო ადგილების შექმნაში, საგადასახადო შემოსავლებსა და ადგილობრივ თემების საერთო ეკონომიკურ ღირებულებაში მათ მიერ შეტანილ წვლილს აღიარებს. 
 
კანონპროექტი ხაზს უსვამს, რომ მონაცემთა დამუშავების ცენტრები, ციფრული ვალუტა და ბლოკჩეინის ტექნოლოგია 50-ვე შტატშია ლეგალური,  არკანზასში კი ინდუსტრიის მომავალი ზრდისთვის საჭიროა სახელმძღვანელო, რათა არკანზასელები ბიზნესის კეთების თაღლითური მეთოდებისგან დაცულები იყვნენ. 
 
კანონპროექტი კრიპტომაინერებისგან ითხოვს, რომ შესაბამისი გადასახადებისა და სახელმწიფო მოსაკრებლების გადახდა ვალუტის აღიარებული ფორმების გამოყენებით მოხდეს, მუშაობამ კი საზოგადოებრივი ქსელი არ გადატვირთოს. ამასთან, ის ასევე ითვალისწინებს, რომ არკანზასის მთავრობას არ შეუძლია ცალკეული მოთხოვნების შემოღება, რომლებიც მონაცემთა დამუშავების ცენტრებთან მიმართებაში გამოყენებულებისგან განსხვავდება. 
 
კრიპტოვალუტის მაინინგის მზარდი სექტორის შემდგომი გაძლიერების მიზნით, კანონმდებლობა მიმართულია იმ პირთა დაცვაზე, რომლებიც ციფრული აქტივების საშინაო მაინინგში არიან ჩართულნი. ეს დებულება მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს,  გამოიყენონ მაინინგისთვის განკუთვნილი კვანძი თავიანთ საცხოვრებელში, მოქმედი წესებისა და კომუნალური ტარიფების შესაბამისად. 
 
უფრო მეტიც, კანონპროექტი განმარტავს, რომ "პირი, რომელიც ციფრული აქტივების საშინაო მაინინგს ეწევა, ან ციფრული აქტივების მაინინგის ბიზნესს ფლობს, ფინანსური სერვისების შესახებ ერთიანი კანონის მიხედვით, ფულის გადამცემად არ უნდა ჩაითვალოს".  
 
არკანზასის ნოვატორული ნაბიჯი ქმნის კონტრასტს სხვა შტატებთან შედარებით, როგორიცაა ტეხასი, სადაც კანონმდებლები ბიტკოინის მაინერებს 1751 კანონპროექტით ავიწროებენ. 2022 წლის ნოემბერში ნიუ-იორკის შტატმა proof-of-work მაინინგზე მორატორიუმი დაამტკიცა, რითაც, ფაქტობრივად, კრიპტოვალუტის მაინინგი ორი წლით აკრძალა.   
ფედერალურ დონეზე, კრიპტოვალუტის მაინერები მალე შეიძლება წააწყდნენ 30%-იან გადასახადს ელექტროენერგიის ხარჯებზე, თუ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ 9 მარტს წარდგენილი საბიუჯეტო  წინადადება ძალაში შევა.

GC
GN Crypto
ავტორი