არტურ ჰეისი: "მოთმინება მშვენიერი რამ არის"

ფოტო - არტურ ჰეისი: "მოთმინება მშვენიერი რამ არის"
BitMEX-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, არტურ ჰეისმა გამოაქვეყნა თავისი უახლესი ესე, სახელწოდებით "მოთმინება მშვენიერი რამ არის", რომელშიც ის გვიზიარებს თავის ხედვას ფინანსური ბაზრებისა და ბიტკოინის უახლოესი მომავლის შესახებ.
არტურმა სტატია ტოკიოს კაფეში ვიზიტის აღწერით დაიწყო, სადაც იგრძნო იაპონელების ერთგულება სრულყოფილი ყავის შექმნის მიმართ: პროცესი, რომელიც მოითხოვს მოთმინებას როგორც ბარისტასგან, ისე კლიენტისგან. ამ გამოცდილებამ მას უბიძგა, დაფიქრებულიყო ფინანსურ სამყაროში ამ ადამიანური თვისების ღირებულებაზე.

როდისაა ბულრანი?

ჰეისი აღნიშნავს, რომ ბიტკოინისა და ოქროს ფასები შეიძლება როგორც იზრდებოდეს (მაგალითად, ამერიკული საბანკო კრიზისის ფონზე), ისე ეცემოდეს. ეს უკავშირდება იმას, რომ  სწორი ხაზით ზემოთ ან ქვემოთ არაფერი მიდის, ამიტომ გრძელვადიანი ტენდენციის სანახავად საჭიროა მოთმინება.
 
ჰეისის შეფასებით, კრიპტოვალუტისთვის ნამდვილი ხარული ბაზარი 2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოს და მეოთხე კვარტლის დასაწყისში დაიწყება. ის მკითხველს ურჩევს, მოდუნდნენ და ზაფხულის სეზონით ისიამოვნონ, რადგან ბაზარი აღმასვლისთვის მზად მხოლოდ შემოდგომაზე იქნება.
 
ის ასევე თვლის, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის  ქმედებები ლიკვიდობასთან დაკავშირებულ სიტუაციას უახლოეს თვეებში შეცვლის, თავად კი ფოკუსირებას ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის ტექნოლოგიურ ასპექტებზე გეგმავს.
არტურ ჰეისი, BitMEX-ის ყოფილი გენერალური დირექტორი წყარო: CoinDesk

არტურ ჰეისი, BitMEX-ის ყოფილი გენერალური დირექტორი წყარო: CoinDesk

ფედერალური სარეზერვო სისტემის კრიტიკა

ამავდროულად, ჰეისი ცენტრალურ ბანკებსა და გლობალურ მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ბიუროკრატებს აკრიტიკებს და მათ დღევანდელი ბაზრის სირთულის გაუგებრობაში ადანაშაულებს. მნიშვნელოვან ნაკლად ავტორი მიიჩნევს იმას, რომ ისინი ეყრდნობიან ეკონომიკურ თეორიებს, რომლებიც ასზე მეტი წლის წინ შემუშავდა. მიუხედავად იმისა, თუ რომელ გზას აირჩევს ფედერალური სარეზერვო სისტემა (განაკვეთების გაზრდა თუ შემცირება), ისინი ინფლაციას აჩქარებენ და ფიატური ფინანსური სისტემიდან გასასვლელი ბიძგის კატალიზირებას ახდენენ. 

გარდა ამისა, ის ვარაუდობს, რომ აშშ-ის საბანკო სისტემა, ისევე როგორც ყველა სხვა მსხვილი საბანკო სისტემა, განიცდის პრობლემებს იმის გამო, რომ კორონავირუსული პანდემიის დროს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ეკონომიკის სტიმულირებას "კოვიდური ფულით" ახდენდნენ. 
 
დასასრულს ჰეისმა მკითხველებს ურჩია, გამოეჩინათ მოთმინება და მომზადებულიყვნენ ბიტკოინისთვის ხელსაყრელი მომავალი ხარული ბაზრისთვის. მას სჯერა, რომ მოთმინება მოგებით დასრულდება, ისევე როგორც ფინჯანი ყავის მოლოდინი ტოკიოში.