AXS: Play-to-Earn თამაშის Axie Infinity-ის მართვის ტოკენი

ფოტო - AXS: Play-to-Earn თამაშის Axie Infinity-ის მართვის ტოკენი
AXS (Axie Infinity Shard) — მართვის ტოკენი GameFi პროექტში Axie Infinity. შესაძლებელია მისი ბირჟაზე ყიდვა, ან თამაშში გამომუშავება. AXS-ის მფლობელები მონაწილეობენ კენჭისყრებში, რომელიც Axie Infinity-ის მომავალზე ახდენს გავლენას.
თამაშის და მისი ნატიური ტოკენის შემქმნელი ვიეტნამური სტუდია Sky Mavis-ია, რომელიც 2018 წელს ტრუნგ ნგუენმა და ალექსანდერ ლარსენმა დააარსეს. თამაშის კონცეფცია 2017 წლის დეკემბერში გაჩნდა. Axie Infinity-ის ალფა ვერსია 2019 წლის დეკემბერში გამოვიდა, 2020 წლის დასაწყისში კი AXS ტოკენის ლისტინგი განხორციელდა.

2021 წელს, საინვესტიციო კომპანიებმა, 3 მილიარდ დოლარად შეფასებული თამაში, 52 მილიონი დოლარით დააფინანსეს. სახსრები შემოვიდა Andreessen Horowitz-ისგან, Accel-ისა და Paradigm-ისგან. Sky Mavis-ის პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Ubisoft, Samsung, HTC, Klaytn, Binance და სხვა.

როგორ გამოიყენება AXS Axie Infinity-ის ეკოსისტემაში?

თამაშშიდა ტოკენი
გარდა იმისა, რომ AXS მართვის ტოკენია, ის ასევე თამაშშიდა აქტივია, რომელიც გაძლევთ საშუალებას მოაშენოთ თქვენი პერსონაჟები. ასევე, AXS არის ერთ-ერთი ციფრული ვალუტა, რომელიც მხარდაჭერილია მარკეტპლეის  Axie Infinity-ის მიერ.

სტეიკინგი
ტოკენები შეიძლება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაიბლოკოს თამაშის სტეიკინგ პულში, AXS-ების მოსამრავლებლად. სტეიკინგში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მომხმარებლებს, რომლებიც პროექტის მართვაში აქტიურად მონაწილეობენ და თამაშში არსებულ ეტაპებს გადიან. 

Community Treasury 
და ბოლოს, AXS-ის მფლობელები იღებენ წვდომას ფულად ფონდზე The Community Treasury. ეს საზოგადოების "საგანძურია", რომელიც მას განვითარებაში ეხმარება. ის 2021 წლის დასაწყისში ამოქმედდა. Sky Mavis-გან ფონდი ტოკენის მფლობელების მართვაში მაშინ გადავა, როდესაც აქტივები საკმარისად დეცენტრალიზებულად გადანაწილდება.
Axie Infinity-ის ეკოსისტემის ინფოგრაფიკა

Axie Infinity-ის ეკოსისტემის ინფოგრაფიკა

AXS-ის ტოკენომიკა

ტოკენის განაწილება ასე გამოიყურება:

? მთლიანი მიწოდების 11% პირველადი საბირჟო გაყიდვისთვის გამოიყო;
? 4% გაიყიდა კერძო მიწოდების დროს;
? 29% წარმოადგენს ჯილდოებს სტეიკინგისთვის;
? 20% გამოყოფილია თამაშში შემოსავლის მისაღებად;
? 21% ეკუთვნის კომპანიას Sky Mavis;
? 7% გამოყენებულია მარკეტინგული სტრატეგიის ფარგლებში;
? 8% გადარიცხულია თამაშის ფონდში.
ტოკენის განაწილების ინფოგრაფიკა Axie Infinity-ის ვებგვერდზე

ტოკენის განაწილების ინფოგრაფიკა Axie Infinity-ის ვებგვერდზე

ტოკენი CoinMarketCap-ის რეიტინგში 47-ე ადგილს იკავებს. მისი საბაზრო ღირებულება 1,1 მილიარდი დოლარია. ბაზარზე მიმოქცევაში 111 მილიონი AXS ტოკენია. მაქსიმალური მიწოდება 270 მილიონი ტოკენია. სტატიის მომზადების მომენტში AXS-ის ფასი 10,40 დოლარს შეადგენდა. აქტივის გაშვებისას მისი ფასი 0,1 დოლარიდან იწყებოდა. პროექტის ტოკენომიკის მიხედვით, ყველა AXS ტოკენი ცირკულირებად მიმოქცევაში 2026 წლამდე ჩაეშვება.

რა არის Axie Infinity?

Axie Infinity არის შეგროვებადი Play-to-Earn თამაში ბრძოლებისა და ქვესტების ელემენტებით, რომელიც თავდაპირველად Ethereum-ის ბლოკჩეინზე ამოქმედდა. პოპულარობის პიკის დროს ონლაინ მომხმარებელთა რაოდენობამ რამდენიმე მილიონ მოთამაშეს მიაღწია. შედეგად, Ethereum-ის ქსელი ძალიან გადაიტვირთა, ამიტომ 2021 წელს სტუდიამ Sky Mavis თამაში საკუთარ, Ronin-ის საიდჩეინზე განათავსა.  

თამაშის დასაწყებად, თქვენ უნდა დააინსტალიროთ კრიპტოსაფულე Ronin Wallet, ხოლო ტოკენების გადასაადგილებლად გამოიყენოთ კროსჩეინ ხიდი Ronin Bridge. 

Axie Infinity-ის პერსონაჟები, Axie, საყვარელი, პოკემონების მსგავსი NFT არსებები არიან, რომლებიც გენების, კლასებისა და შესაძლებლობების უნიკალური ნაკრებით გამოირჩევიან. თამაშში ფულის გამომუშავებისთვის, თქვენ უნდა შექმნათ მინიმუმ სამი Axie-სგან შემდგარი გუნდი, რათა ონლაინ სხვა მოთამაშეებს შეებრძოლოთ, ან სათავგადასავლო რეჟიმში მონსტრ ბოტებს შეერკინოთ.
Axie-ბი Axie Infinity-ის მარკეტპლეისში

Axie-ბი Axie Infinity-ის მარკეტპლეისში

წარმატების მისაღწევად, თქვენ სვლების კომბინაციები რამდენიმე ნაბიჯით წინ უნდა გათვალოთ და მოწინააღმდეგის ბარათებიც არ უნდა დაივიწყოთ.

არსებების ბარათები აღწერს მათ საბრძოლო სულისკვეთებას, ენერგიას, ჯანმრთელობას, დარტყმის ძალასა და ა.შ., ამიტომ სწორედ ისინი თამაშობენ საკვანძო როლს ბრძოლებში.

AXS-ის გარდა, თამაშში, SLP ტოკენიც არის - ჩანაცვლებადი ტოკენი, რომელიც საჭიროა ახალი არსებების მოსაშენებლად. მოშენების ღირებულება 100 SLP-დან იწყება, მაგრამ ის ყოველი ახალი შეჯვარებისას იზრდება. Axie-ის გამრავლება მაქსიმუმ 7-ჯერ არის შესაძლებელი. SLP შეგიძლიათ მიიღოთ ორთაბრძოლებში გამარჯვებით, ბირჟებზე ყიდვა-გაყიდვით.

ასევე, თამაშში წარმოდგენილია მეტავერსის ელემენტი - NFT მიწა. შესაძლებელია მისი ყიდვა, გაქირავება, გაუმჯობესება და გაყიდვა.

ლოტის მფლობელები იყენებენ შეძენილ ტერიტორიას თავიანთი ბაზების შესაქმნელად, რესურსების წარმოებისთვის, ქიმერების წინააღმდეგ ბრძოლასა და ასევე მიწისქვეშეთზე წვდომისთვის, სადაც SLP-ისა და AXS-ის სახით საგანძურია დაცული.