GameFi-ს სექტორის ტოპ-5 საინტერესო პროექტი

ფოტო - GameFi-ს სექტორის ტოპ-5 საინტერესო პროექტი
GameFi ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული თამაშების სექტორია, რომელსაც შიდა ეკონომიკა აქვს და მომხმარებლებს შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.
GameFi-ს სექტორს შეუძლია, კრიპტოვალუტის რამდენიმე სფერო, მათ შორის DeFi, NFT და Play-to-Earn, ერთდროულად გააერთიანოს. თამაშის პროცესის დროს მომხმარებლები ბლოკჩეინთან ურთიერთქმედებენ, მიწებით, პერსონაჟებითა და ეკოსისტემაში არსებული სხვადასხვა აქტივით ვაჭრობენ და სწორად აგებული სტრატეგიის შემთხვევაში, კარგ ფულს შოულობენ. 

GameFi თამაშით Axie Infinity აყვავდა, რომელსაც ეკონომიკის მკაფიო სტრუქტურა უკვე ჰქონდა, რის გამოც პოპულარული სწრაფად გახდა და პროექტის კაპიტალიზაციამ $10 მილიარდს მიაღწია.

ჩვენ GameFi-ს სფეროს პროექტების ხუთეული შევადგინეთ, რომლებიც ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება.

Gala

ბლოკჩეინ Ethereum-ზე რიგი თამაშების აგრეგატორი. თამაში ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზეა შესაძლებელი. ზოგიერთი თამაში ტელეფონშიც კი ხელმისაწვდომია. აქ შუტერები,  RPG და სტრატეგიები, ტანკები, მშენებლობების სიმულატორები, ბანქოს თამაშები და ღია სამყაროს მქონე სიმულატორებია. ეკოსისტემა 15 ძირითად თამაშს ითვლის. 

Gala თამაშის პროცესსა და სიახლეებს Discord-ის მომხმარებლებთან ერთად რეგულარულად ტესტავს. ეს ხარისხიანი პროდუქტის მიღწევაში ეხმარება, რომელშიც ჯერ თამაში გსურთ, შემდეგ კი ფულის გამომუშავება.

ცოტა ხნის წინ Gala-ს ტოკენს BSC-ს ქსელში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მისი ფასი 99%-ით დაეცა. გატეხა ბლოკჩეინ Ethereum-ს არ შეეხო და ტოკენების უმეტესობა არ დაზარალებულა. GALA-ს მიმდინარე ღირებულება $0.024, საბაზრო კაპიტალიზაცია - $184 მილიონი.
Gala-ს ეკოსისტემაში ხელმისაწვდომი თამაშები

Gala-ს ეკოსისტემაში ხელმისაწვდომი თამაშები

Illuvium

დეველოპერების თქმით, ეს მსოფლიოში პირველი IBG (Interoperable Blockchain Game) არის. თამაშის პროცესი ღია სამყაროში მიმდინარეობს, სადაც NFT-არსებების (ილუვიალების) შეგროვება და განვითარებაა შესაძლებელი, რომლებიც 100-მეტია. ასევე, შიდა მისიების შესრულებითა და სხვა მოთამაშეებთან ბრძოლებით, კრიპტოვალუტის შოვნის საშუალებაც არის. Illuvium-ის შიგნით დამოუკიდებელი ეკოსისტემის ყველა ატრიბუტია ინტეგრირებული - საკუთარი NFT-მარკეტფლეისი, მიწის სეილები  და DEX-ბირჟა.

თამაშის სამუშაო ვერსია ჯერ არ გამოსულა, რაც Illuvium-ს საკმაოდ პერსპექტიულ პროექტად აქცევს. ამჟამად ბეტა-ტესტში მონაწილეობაა შესაძლებელი, სადაც მოთამაშეები პროცესის ყველა შესაძლებლობას პირველები აღმოაჩენენ და ფულის გამომუშავებას ჯერ კიდევ სრულფასოვან რელიზამდე ისწავლიან. 

ტოკენი  ILV ბლოკჩეინ Ethereum-ის ბაზაზეა აგებული. თამაშში აქტივობის ნულოვანი კომისიისთვის Illuvium Layer 2 ImmutableX-ს იყენებს. ILV-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $89 მილიონია, თავად ტოკენი კი $47-ად ივაჭრება.
ვებ-გვერდ  Illuvium-ის მთავარი გვერდი

ვებ-გვერდ Illuvium-ის მთავარი გვერდი

Merit Circle

პროექტი თავის თავს დიდი დეცენტრალიზებულ ორგანიზაციად წარმოაჩენს, რომელიც თამაშებში რევოლუციას ახდენს და დიდ მეტავერსს აშენებს. Merit Circle ერთ ჟანრზე ჩაციკლული არ არის და სხვადასხვა თამაშის მთელ ქსელს ავითარებს, რომელთა რიცხვი უკვე 50-ზე მეტია. პირველი პირის შუტერები, MMORPG-ები (მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაშები), მობილური შეჯიბრებები და ბანქოს ბრძოლები - ეს ყველაფერი ერთი ეკოსისტემის ნაწილია.

Merit Circle გეიმერებს თამაშის პროცესიდან მიღებული შემოსავლის გაყოფას 70/30 თანაფარდობით სთავაზობს, სადაც უმეტეს ნაწილს სწორედ მოთამაშეები იღებენ. 

ტოკენი MC ბლოკჩეინებზე Ethereum და BSC არის განლაგებული. მონეტის საბაზრო ღირებულება $0.38 არის, პროექტის კაპიტალიზაცია - $124 მილიონი.
ნაწილობრივი სტატისტიკა და ინფორმაცია Merit Circle-ის შესახებ

ნაწილობრივი სტატისტიკა და ინფორმაცია Merit Circle-ის შესახებ

Wax

საკუთარი ბლოკჩეინის მქონე დიდი ეკოსისტემა, მხოლოდ ერთ თამაშს კი არა, არამედ სხვადასხვა შეჯიბრებრის, ქვესტისა და სიმულატორის მთელი სიას წარმოადგენს. Wax-ის შიგნით მომხმარებლებს შეუძლიათ, რბოლები ითამაშონ, კოსმოსის  კოლონიზატორები გახდნენ, ერთმანეთთან PvP-ბრძოლებში მიიღონ მონაწილეობა, სხვადასხვა NFT შეაგროვონ და "ფერმერები" იყვნენ (მომგებიანი ფარმინგი). სტატისტიკის მიხედვით, Wax მომხმარებლების რაოდენობისა და ვაჭრობის მოცულობების მიხედვით ლიდერი არაერთხელ გამხდარა. 

პლატფორმასთან მუშაობის დასაწყებად, საჭიროა შიდა საფულის დაყენება და ტოკენ  WAXP-ებით მისი შევსება. შემდგომი მოქმედებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თამაშის დაუფლება სურს ტრეიდერს და რა მიზნით თამაშობს მას.

კრიპტოვალუტა WAXP ადრე ტოკენი ERC-20 იყო, მაგრამ პროექტმა საკუთარი ბლოკჩეინის ამოქმედება გადაწყვიტა. ყველას, ვისაც „ძველი“ მონეტები დარჩა, მათი გადაცვლა ქროსჩეინ-ხიდის მეშვეობით 1:1 მიმართებაში შეუძლია. WAXP-ის საბაზრო ღირებულება $0.05-ია, პროექტის კაპიტალიზაცია - $130 მილიონი.
NFT-ები, რომელთა შეგროვება და ვაჭრობა Wax-შია შესაძლებელი

NFT-ები, რომელთა შეგროვება და ვაჭრობა Wax-შია შესაძლებელი

Mobox

პროექტების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც მესამე მხარის თამაშებთან პარტნიორობის საშუალებით ურთიერთქმედებს, Mobox-ში ბევრი თამაშია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შიდა სამყაროს ბაზაზეა აგებული. თამაშის მთავარი "აქტივი" კუბური NFT-ცხოველი (MOMO) არის. ეს არსება მომხმარებელს პლატფორმის ყველა ფუნქციაზე წვდომასა და პრიზებიანი ბოქსების მოპოვების, შიდა აქტივობებში მონაწილეობის უფლებას აძლევს. MOMO-ს შეძენა NFT-მარკეტფლეისზე შეგიძლიათ, თამაშის მსვლელობისას კი, მოგების გაზრდის ან გადაყიდვის მიზნით, მისი განვითარებაა შესაძლებელი. 

ცოტა ხნის წინ Mobox-მა საკუთარი მეტავერსის - Momoverse-ის განვითარება დააანონსა. მომხმარებლებს შეუძლიათ, ღია სამყარო შეისწავლონ, რესურსები მოიპოვონ და სხვა მოთამაშეებს ეურთიერთონ.

ტოკენი MBOX ბლოკჩეინზე BSC არის აგებული. აქტივის საბაზრო ღირებულება $0.44-ია, კაპიტალიზაცია - $75 მილიონი.
Mobox-ის მეტავერსის საწყისი გვერდი

Mobox-ის მეტავერსის საწყისი გვერდი