Binance-მა ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დაკარგა

ფოტო - Binance-მა ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დაკარგა
ცენტრალიზებული ბირჟა Binance, მრავალი პარამეტრით, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კრიპტოვალუტური სავაჭრო პლატფორმაა. თუმცა, ბოლო დროს Binance ბაზრის მნიშვნელოვან წილს კარგავს.
2017 წელს Binance ჩანპენ ჩჟაომ დააარსა. სულ მალე ის  კრიპტოვალუტების ბაზრის ლიდერი გახდა. ეს სავაჭრო პლატფორმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მომხმარებელთა დიდი ბაზა გააჩნია. თუმცა, ანალიტიკური პლატფორმა Cryptorank-ის ცნობით, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში კრიპტოვალუტურ ბაზარზე Binance-ის წილი სოლიდური 57,5%-დან 49,58%-მდე დაეცა. ასეთი შემცირება შეიძლება ცუდი სიგნალი იყოს ბირჟისთვის, რომელიც წლების განმავლობაში სხვა მოთამაშეებისთვის მისაბაძი მოდელი იყო.
 
ამაზე, შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორს ემოქმედა. ერთის მხრივ, ტრეიდერებისთვის მარტში დასრულდა აქცია, რომლის დროს ბიტკოინთან წყვილებში ვაჭრობა საკომისიოს გარეშე იყო შესაძლებელი. ამან აქტივებისა და მომხმარებლების უმნიშვნელო მიგრაცია გამოიწვია.

თუმცა, მთავარი მიზეზი მარეგულირებელი ზეწოლაა, რომელსაც Binance განიცდის რამდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ამ ზეწოლამ უკვე გამოიწვია ის, რომ Binance იძულებული გახდა, ზოგიერთი ქვეყანა დაეტოვებინა და ამ იურისდიქციებში მოქალაქეების მომსახურება შეეწყვიტა. 

რომელ ქვეყნებში შეწყვიტა მუშაობა Binance-მა?

2023 წლის ორი კვარტლის განმავლობაში Binance-მა დატოვა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა კანადა, გერმანია, იტალია და ნიდერლანდები. უფრო სწორედ, მან უბრალოდ შეწყვიტა ამ ქვეყნების მოქალაქეების მომსახურება თავის გლობალურ სავაჭრო პლატფორმაზე, რადგან ფიზიკურად იქ არც არასოდეს შესულა (იქ არ არის წარმომადგენლობითი ოფისები ან ფილიალები).

მთავარი ფაქტორი არის ყბადაღებული მარეგულირებელი ზეწოლა: სხვადასხვა ქვეყანა Binance-ს მარეგულირებელ შემოწმებას სულ უფრო მეტად უწესებს. მაგრამ, თუ მოთხოვნები, რომლებსაც მას უყენებენ, ძალიან მკაცრია ან საღ აზრსა და სამართლიან კონკურენციასაც კი ეწინააღმდეგება, ასეთი ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება ლოგიკურია.
 
ცხადია, ასეთი გადაწყვეტილება აუცილებლად აისახებოდა სავაჭრო მოცულობებზე - ისინი 10-20%-ით დაეცა. Binance-ის საბაზრო წილის შემცირება ამ ქვეყნების რეზიდენტი მომხმარებლების დაკარგვითაა განპირობებული.
 
გარდა ამისა, ამ ნაბიჯმა გააძლიერა კონკურენცია სხვა სავაჭრო პლატფორმებთან, რომლებმაც ამ სიტუაციით ისარგებლეს და "არავისი" მომხმარებლების საკუთარ პლატფორმებზე გადაბირება დაიწყეს. იმ დროს, როდესაც ბაზარზე Binance-ის გავლენა  შემცირდა, სხვა ბირჟებმა (განსაკუთრებით OKX-მა, Coinbase-მა, Bybit-მა, Kraken-მა და ა.შ.) ბაზრის წილის რამდენჯერმე გაზრდა მოახერხეს.

Სასამართლო სარჩელი SЕС-ისგან

მორიგი "დარტყმა ზურგში“ Binance-ს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) მიაყენა.  5 ივნისს ამ სახელმწიფო ინსტიტუტმა Binance-ისა და მისი გენერალური დირექტორის, ჩანპენ ჩჟაოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მასში აღნიშნული იყო აქტივებით ტრეიდინგის  სერვისების უკანონო მიწოდება ამერიკელი ინვესტორებისთვის Binance-ის გლობალურ და Binance US-ის რეგიონულ პლატფორმაზე.
 
SEC თვლის, რომ Binance-ის მენეჯმენტი ახორციელებდა ოპერაციებს არარეგისტრირებული "ფასიანი ქაღალდებით“ (კომისიის აზრით, მათ ყველა ალტკოინი წარმოადგენს),  ასევე შეცდომაში შეჰყავდა ინვესტორები, როდესაც სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. მარეგულირებელი ასევე ადანაშაულებს Binance-ს საკუთარი კრიპტოვალუტური აქტივების ვითომ უკანონო ლისტინგის განხორციელებასა და მათთან წყვილებში სხვადასხვა კრიპტოაქტივით ვაჭრობის შეთავაზებაში, ასევე Binance Earnings-ის სხვადასხვა პროგრამების ჩატარებაში. ფაქტობრივად, სარჩელში საუბარია მონეტა BNB-ზე და სტეიბლკოინ BUSD-ზე, რომელთა ემიტენტი არის Binance, ასევე შემნახველ შეთავაზებებზე BNB Vault და Simple Earn, სადაც ეს ნატიური აქტივები გამოიყენება.
 
SEC ამაზე არ გაჩერდა და დამატებით შეიტანა შუამდგომლობა Binance-ის, Binance US-ისა და პირადად ბირჟის CEO ჩანპენ ჩჟაოს ბალანზე არსებული ციფრული აქტივების გაყინვის შესახებ. 
 
ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ ბირჟა Binance-ის ბალანსი, ანალიტიკური სერვის Glassnode-ის ცნობით, სულ რაღაც ერთ სავაჭრო დღეში 10 500 ბიტკოინით შემცირდა.
 
თუმცა, ციფრული აქტივების ასეთი გადინება არ გახდა კრიტიკული Binance-სთვის, სადაც ჯერ კიდევ რჩება თითქმის 700 000 BTC.
 
ბირჟის აქტივების გაყინვის მცდელობის საპასუხოდ, CZ-მ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:
აქტივების გაყინვა შესაძლებელია მხოლოდ Binance US-ზე და იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო დაუშვებს. Binance-ის გლობალურ სავაჭრო პლატფორმაზე ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს
აღნიშნა CZ-მ
Binance US-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ამერიკელი მომხმარებლების აქტივებს არაფერი ემუქრება და პლატფორმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.
 
ამ დროისთვის პანიკა ოდნავ ჩაცხრა, რამაც დადებითად იმოქმედა ბიტკოინისა და ალტკოინების კურსზე, რომლებმაც დაკარგული პოზიციები დაიბრუნა. ასევე ახლდება Binance-ის სავაჭრო მოცულობა და ბაზრის წილი.
კრიპტობირჟების ბაზრის წილი სპოტზე. წყარო: cryptorank.io

კრიპტობირჟების ბაზრის წილი სპოტზე. წყარო: cryptorank.io

დასკვნა

ბაზრის წილის აღსადგენად, Binance, სავარაუდოდ, სხვადასხვა სტრატეგიას გამოიყენებს. ის, Ripple-ის მსგავსად, SEC-ს სასამართლოში გაუწევს წინააღმდეგობას (ეს CZ-მა დაადასტურა). პარალელურად, კრიპტობირჟა ფოკუსირებული იქნება კრიპტოსადმი ლოიალურ იურისდიქციებთან თანამშრომლობაზე, ასევე დანერგავს ახალ პროდუქტებსა და სერვისებს მომხმარებელთა ბაზის გასაფართოებლად. დროებითი უსიამოვნებებისა და SEC-ის სარჩელის მიუხედავად, ექსპერტების უმეტესობა აფასებს Binance-ის მიერ დაკარგული პოზიციის დაბრუნების შანსებს, როგორც ძალიან მაღალს. ვიმარაგებთ პოპკორნს და ვაკვირდებით მოვლენებს...