“ბიტკოინი ყველასთვისაა" - ინტერვიუ Hodlonaut–თან

ფოტო - “ბიტკოინი ყველასთვისაა" - ინტერვიუ Hodlonaut–თან
Gagarin News–ისთვის მიცემულ ექსლუზიურ ინტერვიუში ბიტკოინ მაქსიმალისტმა Hodlonaut ახსნა, თუ რატომ ვერ ხედავს ის ალტკოინებში ფასეულობას, რატომ აქვს კრეიგ რაიტს ყველასთან სასამართლო დავა, და ასევე ისაუბრა თავის გეგმებზე საკულტო ჟურნალთან Citadel21 დაკავშირებით.
Gagarin News: ჩემი პირველი კითხვაა – და დარწმუნებული ვარ,ჩვენს  მკითხველსაც აინტერესებს, ამ დარგში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, – დაიწყო ახალი ბულრანი?

Hodlnaut: ამ კითხვაზე ჩემი პასუხი არ მგონია  ვინმეს მოეწონოს. არავინ იცის. ჩვენ არ ვიცით. არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ბიტკოინის ფასის შემდგომი  მოძრაობის პროგნოზირება.   ბულრანი შეიძლება დაიწყო კიდეც, და, შეიძლება, ეს უბრალოდ მცირე კორექტირებაა, და წინ დათვის ბაზრის კიდევ რამდენიმე წელი გველის. არ ვიცი. ამ დარგში უკვე 9 წელია რაც ვარ, და ამ წლების განმავლობაში მივხვდი, რომ ასეთი რამეების პროგნოზირება  შეუძლებელია.

Gagarin News: მაგრამ თქვენ ბიტკოინ მაქსიმალისტი ხართ. ასეა?

Hodlonaut: კი. მთელი  100%–ით.

Gagarin News: თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს ტერმინი?

Hodlnaut: არ ვარ ტერმინზე დიდად დამოკიდებული. ვფიქრობ, ის ნიშნავს, რომ არ ვხედავ ღირებულებას სხვა ბლოკჩეინ–პროექტებში, რადგან დეცენტრალიზაციის მჯერა. ნამდვილ დეცენტრალიზაციას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა გააჩნია.  და თუ თქვენი პროექტი არაა დეცენტრალიზებული, ის ,თავისი არსით, მონაცემთა ჩვეულებრივ ბაზას წარმოადგენს, რომელზეც გავლენის მოხდენა ნებისმიერს შეუძლია, ვინც ძალას გამოიყენებს ან ზეწოლას მოახდენს რაიმე ფორმით.

Gagarin News: ანუ საყვარელი ალტკოინი არ გაქვთ? მხოლოდ ბიტკოინი?
Hodlonaut: კი,ნამდვილად ასეა.

Gagarin News: ბიტკოინ მაქსიმალისტობის გარდა, რას საქმიანობთ?სად მუშაობთ?

Hodlonaut: ჩემ საცოლესთან ერთად ვმართავთ კომპანიას სახელწოდებით Citadel21.  ვუშვებთ ჟურნალს ბიტკოინის შესახებ, რომელიც უკვე  სამი წელია  ყოველი მეორე თვის 21 რიცხვში გამოდის.  ესაა ჩემი საქმე. სამწუხაროდ, დიდ დროს ასევე ვხარჯავ  კრეიგ რაიტთან იურიდიულ განხილვებზე.  ის თავის თავს სატოში ნაკამოტოს უწოდებს და ჩემი შემთხვევა სურს მაგალითი გახადოს მათთვის, ვინც ჩემსავით ამ ტყუილს ეჭვქვეშ აყენებს. ამით უკვე ოთხი წელია დაკავებული ვარ.

Gagarin News: საქმის განხილვა კიდევ გრძელდება ? მეგონა, ის უკვე დასრულებულია. არა? თქვენ ხომ მოიგეთ?

Hodlonaut: სასამართლოს უკვე ბევრი გადაწყვეტილება მოვიგე. მოვიგე საქმე ნორვეგიაში, მაგრამ კრეიგ რაიტი ამაზე არ გაჩერებულა. ის სულ ასე იქცევა  – შეაქვს საჩივრები, აპელაციები და პროტესტები. ასე რომ , სექტემბერში ნორვეგიაში კიდევ  ერთი მოსმენა შედგება.  გარდა ამისა, მან დიდი ბრიტანეთის სასამართლოში მიჩივლა, და ახლა კიდევ ინგლისის სასამართლოსთან მომიწევს საქმის გარჩევა.

Gagarin News: მეგონა, ამ იდეაზე უკვე თქვა უარი.  თავის ბოლო ტვიტში მან დაწერა: “ზედმეტად დიდხანს ვიყავი გაბრაზებული, რადგან სხვებში ვეძებდი მოწონებას”.  მეგონა, ეს ამ ისტორიის
დასასრულია,მაგრამ,როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია?  

Hodlonaut: ასეცაა. ერთადერთი არ ვარ, ვინც ამის წინაშე აღმოჩნდა.  Coinbase –ის და  Kraken–ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა   “ინფორმაციის დამახინჯებისთვის”,რადგან ისინი ბიტკოინს   BTC ტიკერით ყიდდნენ. სასამართლო დავა აქვს ასევე ბიტკოინის შემქმნელებთან. უამრავი უმოწყალო და ტოქსიკური  სასამართლო დავა  აქვს წამოწყებული, რაც ბიტკოინის მთელ ეკოსისტემას ვნებს. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები დგებიან ამის წინაშე  და სადღაც უნდა მონახონ დრო და ფული ამ პრობლემების გადასაჭრელად.  

კრეიგ რაიტი - “კიბერ–ხულიგანის” მსხვერპლი

Gagarin News: არ გეჩვენებათ, რომ ის უბრალოდ გიჟია?  ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება  და უამრავმა  ადამიანმა დააყენა ეჭვქვეშ მისი სიტყვები.  რის  მიღწევას ცდილობს? მეც საკმაოდ დიდი ხანია რაც ამ სფეროში ვარ, და მახსოვს, რომ ის ყველას ედავებოდა.

Hodlonaut: ჯერ ერთი, მას  უმდიდრესი კელვინ ეირი აფინანსებს. ის ანტიგუაზე ცხოვრობს და მილიარდერია, ყოველშემთხვევაში  თვითგამოცხადებული. მას ძალიან ბევრი ფული აქვს. კრეიგ რაიტს კი ფული საერთოდ არ აქვს.

ვფიქრობ,ასე მოქცევის უკან ორი მიზეზი შეიძლება იყოს. პირველი  –  მათ შექმნეს კომპანია სახელწოდებით  Nchain  და მოაგროვეს პატენტების ვეებერთელა პორტფელი.  ყველა არაკეთილსინდისიერია,მაგრამ მათი გამოყენება საპატენტო ტროლინგისთვის შეიძლება. მათ შეუძლიათ ამ პატენტების გამოყენება იმისთვის, რომ თავს დაესხან ამ დარგის სხვადასხვა მოთამაშეს.
მეორე – მათ სურთ ბლოკჩეინზე მონეტების განაწილების  შესახებ სასამართლოს დადგენილების მიღება. ამის გაკეთებას ისინი უკვე ცდილობენ  BSV–სთან მიმართებაში. ახლა კი აცხადებენ, რომ სასამართლომ უნდა გადაანაწილოს სატოშის ბიტკოინები კრეიგ რაიტის საფულეზე. ის ბიტკოინს იურიდიული მხრიდან უტევს, რაც თავისთავად ბოდვაა. მას უნდა, რომ სასამართლომ უკარნახოს რა უნდა ხდებოდეს ცენზურის მიმართ მდგრად და უცვლელ ბლოკჩეინზე. ბოდვას ჰგავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის მიღწევას ცდილობენ.  

Gagarin News: მგონი, კრეიგი  ერთადერთი  ტოკსიკური ადამიანია ამ დარგში.  სხვა ასეთს არ ვიცნობ. რა უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ასე გაჭიანურდა. რას ელოდებით ამ სასამართლოებისგან ?

Hodlonaut: ნორვეგიაში კვლავ მოგებას ვაპირებ. ისინი დიდ ფულს ხარჯავენ, ნორვეგიაში ყველაზე საუკეთესო იურიდიული ფირმა დაიქირავეს. ჩემს სასამართლო პროცესს  მათი მხრიდან 12  ადვოკატი ესწრებოდა. ჩემს ინტერესებს კი ორი ადვოკატი წარმოადგენდა.  
მათ გარკვეულწილად შემოაბრუნეს საქმე. ახლა ისინი აცხადებენ, რომ კრეიგ რაიტი  მსხვერპლია, მე კი  – “კიბერ–ხულიგანი”,  რომელიც უმოწყალო შეტევებს აორგანიზებდა და მას და მის ოჯახს ყველანაირ ტანჯვას აყენებდა. მან ცრემლიც კი დაღვარა და ცოტა იტირა  სასამართლო სხდომის დარბაზში, რომ ყველას დაენახა, თუ როგორ ვდევნიდი მას…

Gagarin News: მგონი, სადღაც  2018 წელს აშშ–ში სასამართლო პროცესი იმართებოდა, და კრეიგ რაიტმა იქაც სცადა ტირილი. ეტყობა, სასამართლო დარბაზში ტირილი მისი    ხრიკია.

Hodlonaut: ის ემოციებზე თამაშს ცდილობს, მაგრამ ეს ძალიან ცუდად გამოსდის.  ვფიქრობ,არ გამოუვა მოსამართლის მოტყუება.

პროექტი სულიერი სიამოვნებისთვის

Gagarin News: იმედი გვაქვს, რომ მოიგებთ. თქვენ ახსენეთ თქვენი პროექტი  Citadel21. როგორც  ჩემთვისაა ცნობილი, ჟურნალის ერთ–ერთი გარეკანი ხარკოვის მკვიდრმა უკრაინელმა შექმნა. ასეა?

Hodlonaut: კი, ასეცაა. გარეკანი ამერიკელმა შექმნა, მაგრამ უკრაინელი მხატვრის  ნახატი გამოიყენა. ორი ხელოვანის კოლაბორაცია გამოვიდა.

Gagarin News: შესანიშნავია, რადგან   Gagarin News–იც ხარკოვში დაიბადა. იმედი მაქვს, მხარს უჭერთ უკრაინას.  

Hodlonaut: ჩემი საცოლე უკრაინელია. დედამისი ჩვენთან ერთად ცხოვრობს ნორვეგიაში,მას შემდეგ რაც უკრაინა დატოვა. ასე რომ ვითარებას ვიცნობ. არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი. იმედი მაქვს, ხალხის ტანჯვა რაც შეიძლება მალე დასრულდება. საშინელებაა, რომ ახალგაზრდებს ომში დაღუპვა უწევთ. ეს ყოველივე ძალიან მთრგუნავს. კი, მე მხარს ვუჭერ ხალხს და იმედი მაქვს, უკრაინა ისეთ მშვიდობას მიიღებს, როგორსაც იმსახურებს.

Gagarin News: რაც შეეხება  Citadel21. მოაქვს პროექტს რაიმე მოგება?

Hodlonaut: სამწუხაროდ, არა. მოგება არ მოაქვს. გადავწვიტეთ 21 გამოშვებით შემოვიფარგლოთ,  ანუ კიდევ ერთი ნომერი გამოვა, და სულ ეს იქნება. ეს პროექტი უფრო საკუთარი სიამოვნებისთვის იყო. გვსურდა ბიტკოინის მომხრეთა დიდი საზოგადოება შეგვექმნა,  „მაგარი“  არტის, იდეების და ფილოსოფიის   გამოცემა გვინდოდა, რაც კი ამ სფეროში ჩნდებოდა.  ცოტა სევდიანია მუშაობის შეწყვეტა.  მაგრამ ვფიქრობ, Citadel21–ს კიდევ სხვა რამისთვის გამოვიყენებთ. შეიძლება, საკუთარი მერჩი გამოვუშვათ.  ბაზარზე დავრჩებით, მაგრამ ჟურნალების გამოცემა აღარ იქნება.

Gagarin News: ბევრი  SpaceCat–ს გიწოდებთ (კოსმოსური კატა). რატომ?

Hodlonaut: ვფიქრობ,ჩემი ავატარის გამო.

Gagarin News: როგორ შექმენით ეს ავატარი?

Hodlonaut: საკმაოდ რანდომული ისტორიაა.

თავიდან ტვიტერის ჩემს პროფილში რეალური სახელი იყო ასახული. რაც უფრო ხშირად ვიყენებდი ტვიტერს, მით უფრო ვხვდებოდი, რომ ანონიმურად დარჩენა მინდოდა. მოვიფიქრე ნიკი, რომელიც იყო ასტრონავტის  (ბიტკოინი მთვარეზე მიფრინავს) და  Hodl–ის კომბინაცია იყო. გამოვიდა Hodlonaut. 

თავიდან ჩაფხუტიანი კატის  სურათი შევარჩიე  Google Images–ებიდან. რამდენიმე კვირაში მივხვდი, რომ არ მინდა ისეთი ავატარი მქონდეს, რომელზეც საავტორო უფლებები არ მაქვს. ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი სურათი შემექმნა. ჩემი ინტერნეტის ნაცნობი უფასოდ  დამეხმარა ნახატის შექმნაში.  

აი, ასე გაჩნდა ჩემი ავატარი და ასე გავხდი კოსმოსური კატა.

მიყვარს კატები.  მათი ხასიათის ზოგიერთი  თვისება  ძალიან მიზიდავს. მაგალითად, ისინი დამოუკიდებლები არიან. არ გააკეთებენ იმას, რაც უთხრეს, თუ თავად არ სურთ ამის გაკეთება.  ვფიქრობ,იგივეს თქმა ჩემზეც შეიძლება. არ  ავყვები სხვის სიტყვებს, ვიდრე თავად არ გადავამოწმებ ფაქტებს.

Gagarin News: ზუსტად ახლა უნდა მეკითხა, კატები უფრო გიყვართ თუ ძაღლები.  მაგრამ თქვენ უკვე ისაუბრეთ  ამის შესახებ.

Hodlonaut: კი, მაგრამ ძაღლებიც მიყვარს. როგორც პიროვნება, მგონი, უფრო კატის ტიპაჟის ვარ. მაგრამ შინაურ ცხოველად ძაღლს ავირჩევდი. მიყვარს ძაღლები და მომწონს  მათი ერთგულება.

Gagarin News: ძაღლები  საუკეთესოები არიან. თქვენ ახსენეთ ბიტკოინის ფილოსოფია, და ერთ კითხვას დაგისვამდით. ბიტკოინი ნაწილობრივ როგორც ანარქისტული მოტივებით  გამყარებული პოლიტიკური პროექტი გაჩნდა.  ახლა კი  ნელნელა, მაგრამ მაინც ხდება მისი ინსტიტუციონალიზაცია. მაგრამ ის სხვა რამისთვის იყო შექმნილი. ნუთუ არ მოდის ეს წინააღმდეგობაში ?

Hodlonaut: ბიტკოინის ინსტიტუციონალიზაციასა   და მის თავდაპირველ  მიზნებს შორის წინააღმდეგობა არსებობს.  მგონი, ამ ვითარების აღქმის  ერთადერთი გონივრული გზა  იმის გააზრებაა, რომ ბიტკოინი უბრალოდ პროტოკოლია.  მისთვის სულერთია. მისი გამოყენება ყველას შეუძლია, რადგან  სისტემა მთლიანად გახსნილია.  

ბიტკოინის გამოყენება შეუძლია მათ,ვინ ცდილობს ის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კიდევ ერთ ფინანსურ ინსტრუმენტად აქციოს.  ან მათ, ვინც ცდილობს ყველგან  KYC–ის დანერგვას. ეს ყოველივე ეწინააღმდეგება ბიტკოინის იდეალებს, მაგრამ თავად ბიტკოინის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს ყოველთვის შეეძლება.  და გამოყენება ისე, როგორც თავად სურს. ეს წესები არასდროს შეიცვლება.

Binance რეალობის წინაშე აღმოჩნდა

Gagarin News:  ამ მომენტისთვის საზოგადოებაში   FUD –ს ავრცელებენ   FTX–ის კოლაფსთან დაკავშირებით, და ზოგი თვლის, რომ შემდეგი  Binance იქნება. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

Hodlonaut: ვფიქრობ, უკან მოვიტოვეთ ბევრი პრობლემა, მაგალითად, კორუფცია. ბაზრისთვის ერთი წლის წინ რომ შეგვეხედა, ის კარტის სახლს მოაგონებდა. ბევრი პროექტი  არაკეთილსინდისიერ ქცევაზე, უკიდურეს დაკრედიტებაზე და კულისებს მიღმა გარიგებებზე  იყო აგებული. არც კლიენტები, და არც კომპანიები, რომლებთანაც  FTX და  Celcius თანამშრომლობდა, არ იღებდა ნამდვილ ინფორმაციას.  

არ ვიცი,რამდენად გაიწმინდა ბაზარი,მაგრამ მეჩვენება, რომ საკმაოდ მნიშვნელოვნად.  სავარაუდოდ,  Binance–ს მსგავსმა მოთამაშეებმა გაიაზრეს, რომ უნდა შეწყვიტონ გარკვეული რაღაცეების კეთება, რადგან ადრე თუ გვიან მათ ჩახდილი შარვლით გამოიჭერენ.   შეიძლება, გაკოტრებები უკვე დასრულებულია. ჯერ არ ვარ დარწმუნებული. მაგრამ ვფიქრობ, რომ ბაზარზე  მოთამაშეებმა უფრო კარგად გააცნობიერეს, თუ რისი გაკეთება შეიძლება, და რისი არა.  

Gagarin News: უცნაური არ გეჩვენებათ, რომ ისეთი მასშტაბის კომპანია, როგორიცაა   FTX,  QuickBooks–ს იყენებდა საბუღალტრო აღრიცხვისთვის?

Hodlonaut: ეს წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, სემი კეროლაინთან ერთად მძიმე ნარკოტიკებს იღებდა, და ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში წყვეტდნენ  თუ სად  გადაერიცხათ მილიარდები და როგორ აერიდებინათ  პასუხისმგებლობა.

გარდა ამისა, სემი დემოკრატიული პარტიის ყველაზე მსხვილი დონორი იყო. ეს სიგიჟეა.ამის შესახებ ზედმეტად ცოტას წერენ  და ზედმეტად ცოტას საუბრობენ.  ახლა კი ის თავისუფლად  გადადგილდება სადაც სურს. ის სარგებლობს ტვიტერით, ხვდება თავის ბიზნეს პარტნიორებს, რადგან გირაოთი გამოვიდა. ვინ გადაიხადა გირაო– უცნობია. ამ ყველაფერს ძალიან ცუდი სუნი ასდის. არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ   FTX–ის კრახი მთავრობის მიერ დაგეგმილი შეტევა იყო, რომელსაც ბაზარზე მაქსიმალური ქაოსის დათესვა სურს. მაშინ რეგულატორები დარგზე კონტროლის დამყარებას შეძლებენ. გარდა ამისა, ეს ბიტკოინის დისკრედიტაციას მოახდენს.  

Gagarin News: მაგრამ ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიას (SEC) ხომ არ უყვარს კრიპტოვალუტები. SEC–ის ხელმძვანელ პირთა უმეტესობა, მაგალითად, ჰარი გენსლერი,  ბიტკოინს არასახარბიელოდ იხსენიებს. რაში სჭირდებათ ასეთი რთული სქემა? უფრო მარტივი არაა ახალი კანონების წარდგენა?

Hodlonaut: ყოველ შემთხვევაში, ისინი არ აწვებიან დარგს ისე ძლიერ, როგორც მოველოდი. პირადად მე კარგი არაფერი მაქვს სათქმელი აშშ–ს ან სხვა რომელიმე ქვეყნის  მთავრობაზე.  ვფიქრობ,პანდემიის დროს,როდესაც ადამიანთა თავისუფლებები იზღუდებოდა, ჩვენ დავინახეთ, რომ თანამედროვე სახელმწიფოები და ელიტების სისტემები ძალზედ დისკრედიტირებულები არიან.ილონმა კვლავ გახსნა  ტვიტერი.ვფიქრობ, ინფორმაციის გავრცელება და პრობლემებზე მსჯელობა ძალზედ მნიშვნელოვანია. მაგრამ იმაზე მსჯელობა, თუ რატომ მოხდა ასე, და არა სხვაგვარად –ეს უკვე სპეკულაციაა.   მგონი, უახლოეს რამდენიმე წელში  ბიტკოინი რეგულატორების მხრიდან  სერიოზულ შეტევას უნდა ელოდოს.  

Gagarin News:შეგიძლიათ ამის შესახებ უფრო ვრცლად ისაუბროთ?

Hodlonaut: ბიტკოინს  ისინი სულ უფრო მეტად აღიქვამენ საფრთხედ. ის, რომ სალვადორი ბიტკოინს გადახდის საშუალებად ნერგავს, დიდ საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე საბანკო სისტემისთვის და ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, მომავალში მათ  ბიტკოინის და მისი მომხრეების  დემონიზირება  მოუწევთ. და ეს პროცესი  უკვე დაწყებულია. მოგწონთ ბიტკოინი? თქვენ კლავთ პლანეტას. თქვენ აცხელებთ ოკეანეებს. როგორც ჩანს, შემდგომში სულ უფრო მეტი ასეთი გამოთქმა გაჩნდება.

“Ripple შიტკოინია”

Gagarin News: ესეიგი, თქვენ არ მოგწონთ ალტკოინები. არსებობს ისეთი ალტკოინი,  რომელიც ყველაზე მეტად გეზიზღებათ?

Hodlonaut: რა თქმა უნდა, ეს  არის  BSV. ჩემთვის ეს უკვე პირადულია, რადგან მრავალი წელია ცხოვრებას მიფუჭებენ.

XRP  ასევე მაღალ პოზიციას იკავებს შიტკოინების ჩემს რეიტინგში.

Gagarin News:რატომ? Ripple – კომპანიაა, რომელიც საკუთარი თავის რეკლამირებას საკმაოდ კარგად ახერხებს და ტექნოლოგიის გამოყენების უამრავ  ვარიანტზე  საუბრობს. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს კარგი პროექტია?

Hodlnaut: არა.

Gagarin News:უბრალოდ  “არა”, და სულ ესაა?

Hodlonaut: Ripple — კომპანიაა, და,როგორც თქვენ ახსენეთ, მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ მარკეტინგთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ბიტკოინს არ ჰყავს CEO. ბიტკოინს არ აქვს მარკეტინგის განყოფილება. ის უბრალოდ დეცენტრალიზებული პროტოკოლია. Ripple  კი კომპანიაა, რომელსაც თავისი მფლობელებისთვის მოგება მოაქვს. ის მაქსიმალურად ცენტრალიზებულია.

თუ   “ფიატის ნარატივს” და Ripple–ის გამოყენებას  მიმდინარე ეკონომიკურ გარემოში განვიხილავთ, ეს შესაძლებელია. ანუ, თუ ჩვენ არ გვსურს ტრადიციული სისტემისგან  განდგომა,  რომელსაც სახელმწიფო ხელს უწყობს, მაშინ  Ripple–ს გამოყენების რეალური ვარიანტები  აქვს.  მაგალითად, Ripple  შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც მონაცემთა ბაზა ფასიანი აქტივების გადასარიცხად.  შესაძლებელია. მაგრამ მე SQL–ის ან  Oracle–ის მონაცემთა ბაზას მივანიჭებდი უპირატესობას.   ჩვენ გვაქვს ეს ტექნოლოგია  80-იანებიდან მოყოლებული, ასე რომ  მგონი,  Ripple  უბრალოდ ბიტკოინზე პარაზიტირებს. სამწუხაროდ,ამის თქმა ნემისმიერ ალტკოინზე შეიძლება.

Gagarin News: Ripple–ისა და  SEC–ის  სასამართლო განხილვა  უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება.თქვენ ამბობთ, რომ  მიმდინარე ეკონომიკურ გარემოში Ripple–ს შეუძლია რაღაც როლი ითამაშოს, მაგრამ,როგორც ჩანს, ეს ასე არაა,  რამეთუ ,მოდით ასე ვთქვათ,  SEC  არის  ერთ–ერთი ორგანიზაცია ,რომელიც პასუხს აგებს ეკონომიკურ  გარემოზე.

Hodlonaut: ვფიქრობ, რთულია Ripple –ზე უფრო აშკარა ფასიანი ქაღალდის ნახვა. დააკვირდით, რომ,სხვათაშორის, ამას არავითარი შედეგები არ მოჰყოლია.ხელმძღვანელობა განაგრძობს პროექტის მართვას,ბირჟაზე  მონეტის ყიდვა კი ჯერ ისევ  შესაძლებელია.  

ასევე არ ვთვლი, რომ რეგულატორები მათზე წნეხს ზედმეტად ახდენენ. როგორც უკვე აღნიშნეთ, სისტემას მარტივად შეუძლია  Ripple–ის გატეხვა. და ამიტომაც ვირჩევ ყოველთვის ბიტკოინს, და არა სხვა კრიპტოვალუტებს. ჩემთვის ბიტკოინი– დამოუკიდებლობის, ფულის სახელმწიფოსგან განცალკევების სინონიმია. ეს ფუნდამენტური ფაქტორია.

არაფერს ვამბობ  ფიატური სისტემის შიგნით გამოყენებაზე,რაღაც სმარტ–კონტრაქტებზე. ეს ყოველივე კარგია.  ვფიქრობ, ეს ყველაფერი შრეებად აშენდება ბიტკოინზე. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბიტკოინი  – მყარი ფულია, რომელსაც ვერანაირი სახელმწიფო ვერ წაგართმევს. ეს ფული ნამდვილად დეცენტრალიზებულია.  ვერავინ დარეკავს სათაო ოფისში და ვერ დაიმუქრება მძიმე შედეგებით იმ  შემთხვევაში, თუ სისტემას არ გათიშავენ.

Gagarin News: უეჭველად,   Ripple–ის საზოგადოებას სძულხართ. მათ ერთ–ერთი ყველაზე შეკრული საზოგადოება აქვთ.

Hodlnaut:  ამის შესახებ არც ისე ბევრს ვსაუბრობ. არ მიმაჩნია ღირებულად პროექტებისთვის ლაფის სროლა. ამიტომ ჩემს მოსაზრებას იშვიათად გამოვთქვამ. თუ ადამიანს  Ripple–ის ყიდვა სურს, არ ვარ წინააღმდეგი. არ ვარ კომუნისტი, რომ ადამიანებს მივუთითო, რა უნდა აკეთონ, და რა არა. მაგრამ თუ ჩემს აზრს იკითხავთ, ვიტყვი, რომ ეს შიტკოინია და მას რეალური ფასეულობა არ გააჩნია.
 
Gagarin News: როგორია თქვენი გეგმები  2023 წლისთვის? რის გაკეთებას აპირებთ,რით დაკავდებით? კრეიგ რაიტთან ლეგალური ბატალიების გარდა.

Hodlonaut:  ვაპირებ ჟურნალის Citadel21 გამოშვება დავასრულო. მეოჯახე ადამიანი ვარ, ასე რომ მსურს რაც შეიძლება  მეტი დრო გავატარო ოჯახთან და ბავშვებთან ერთად და ცხოვრებით დავტკბე. შევეცდები კარგი ცხოვრებით ვიცხოვრო.

მე დავრჩები ტვიტერში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის და სხვების ინფორმირების შესაძლებლობა.  არაპროგნოზირებად დროში გვიწევს ცხოვრება. ავტორიტარიზმი ყვავის, და მადლიერი ვარ, რომ ბიტკოინი გვაქვს. ბიტკოინი– ამისგან  დაცვის კარგი საშუალებაა.   ასე რომ, მე გავაგრძელებ ჩემი სიგნალების გავრცელებას ტვიტერში და ჩემს ოჯახთან  დროის გატარებას.

ასევე ვეცდები სასამართლოში კრეიგ რაიტი ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხო. 

Gagarin News: იმედია, ეს გამოგივათ.

Hodlonaut: გმადლობთ.

Gagarin News: ბოლო კითხვა,რაკიღა ავტორიტარიზმის თემას შეეხეთ. როგორ გგონიათ, რატომ უყვართ ასე ავტორიტარულ რეჟიმებს ბიტკოინი? 

Hodlonaut: სალვადორის პრეზიდენტს ბუკელეს გულისხმობთ?

Gagarin News: მაგალითად, რუსეთში ბიტკოინს ფულის გათეთრებისთვის იყენებენ. ირანი მისი დახმარებით გვერდს უვლის სანქციებს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

Hodlonaut: ვფიქრობ,ბიტკოინი ყველასთვის არის. მისი გამოყენება მეგობრებსაც შეუძლია,და მტრებსაც.  ფული თავისთავადაა – ეს არც ცუდია,და არც კარგი.   ის უბრალოდ ინსტრუმენტია, რომლის გამოყენება როგორც კეთილი,ისე ბოროტი ზრახვებით შეიძლება. დარწმუნებული ვარ, უამრავი ხერხი მოიძებნება ბიტკოინის კანონის დარღვევისთვის გამოსაყენებლად. მაგრამ თუ საუბარია ფულის გათეთრებაზე, მაშინ ნორვეგიელ სამართალდამცველებს არაფერი აქვთ ბიტკოინის საწინააღმდეგო. პირიქით, მათთვის უფრო მარტივია იმ ბოროტმოქმედის  მოძებნა,ვინც ბიტკოინს იყენებს, ვიდრე მათი,ვინც ნაღდი ფულით სარგებლობს. და ეს მათ საჯაროდ გაახმოვანეს. კანონის თვალსაზრისით, მათ ბიტკოინთან კითხვები არ აქვთ.

მიხარია, რომ ჩვენ ბიტკოინი გვაქვს. და თუ დამნაშავეებს სურთ მისი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, ეს გარდაუვალია. თავისუფალ საზოგადოებაში ამის აღკვეთა  ძალიან რთულია.

Gagarin News
:სამწუხაროდ.მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შევზღუდოთ გამოყენების უკანონო ვარიანტები. გმადლობთ ინტერვიუსთვის.  
 
ინტერვიუს რედაქტირება გაკეთებულია  უფრო გასაგები სურათის შესაქმნელად