Optimism, Arbitrum, Polygon. Ethereum L2-პროექტების წარმატებები

ფოტო - Optimism, Arbitrum, Polygon. Ethereum L2-პროექტების წარმატებები
Token Terminal-ის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, Ethereum-ისთვის განკუთვნილ, მეორე დონის წამყვან ქსელებში აქტიური მომხმარებლების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. მათ განეკუთვნება ისეთი L2-გადაწყვეტილებები, როგორიცაა Optimism, Arbitrum და Polygon.
სწორედ Polygon ლიდერობს ამ მაჩვენებლით, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა. ყოველდღიურად ქსელში აქტივობას 300 000-ზე მეტი საფულე ინარჩუნებს, რომელიც საკომისიოზე დღეში, საერთო ჯამში, 55 000 დოლარს ხარჯავს. ეს შეიძლება იყოს 2022 წელს გაფორმებული დიდი რაოდენობით პარტნიორობის შედეგი. ამ პერიოდში Polygon-ის პროექტმა დაიწყო თანამშრომლობა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Nike, Disney, Starbucks, Instagram და Reddit.

Optimism-მა კი ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ მასში აქტივობამ 190%-ით მოიმატა, რის შედეგადაც gas-ის ყოველდღიური გადასახადი 120 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. დიდი ალბათობით, ეს გამოწვეულია კამპანიით Optimism Quests, რომლის მიზანი ბლოკჩეინის პოპულარიზაცია იყო. ამბობენ, რომ მომხმარებლები, რომლებიც ამ კამპანიის ფარგლებში NFT-ების გარკვეულ რაოდენობას შეაგროვებენ, რეტროდროპის უფლებას მიიღებენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჩვენს სტატიაში ვწერდით. 

რაც შეეხება Arbitrum One-ს, იმავე პერიოდში აქტივობა ქსელში 40%-ით გაიზარდა. ეს 41 000 საფულეა, რომლებიც ტრანზაქციებს რეგულარულად ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ Arbitrum-ის გუნდმა კამპანია გასულ წელსაც აწარმოა, თუმცა ქსელის დიდი დატვირთვის გამო ის შეაჩერეს. დეველოპერებმა პირობა დადეს, რომ ის  გახანგრძლივდებოდა ტექნიკური განახლების შემდეგ, სახელწოდებით Nitro. ამ დროისთვის განახლება უკვე დასრულებულია, თუმცა დამატებითი ინფორმაცია კამპანიის შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა.
Ethereum TVL წყარო: L2beat

Ethereum TVL წყარო: L2beat

სხვათა შორის, L2bit-ის ანალიტიკური მონაცემებით, Arbitrum One Ethereum-ის ყველა L2-ის გადაწყვეტილებას შორის TVL-ის მხრივ ლიდერობს. ეს არის დაბლოკილი სახსრების ჯამური ოდენობა, რომელიც Arbitrum-ის შემთხვევაში 2,6 მილიარდი დოლარია. ამჟამად მისი წილი მეორე დონის მსგავს ქსელებს შორის 52%-შეადგენს. Optimism აქ მეორე ადგილს იკავებს და მოცულობა $1,5 მილიარდზე მეტია. ეს არის Ethereum-ის L2 ბაზრის თითქმის მესამედი, რომელიც გასული კვირის განმავლობაში თითქმის 10%-ით გაიზარდა.

ადრე ინტერნეტში არსებობდა მოსაზრება, რომ მეორე დონის ქსელები Ethereum-ის Proof-of-Stake-ზე გადასვლის შემდეგ აქტუალურობას დაკარგავდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, Polygon, Arbitrum და Optimism ტემპს იკრეფს და დიდი ალბათობით, 2023 წლისთვის მათი პოპულარობა გაიზრდება.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ რა არის L-გადაწყვეტილებები, შეგიძლიათ ამ თემაზე ჩვენი სპეციალური სტატია წაიკითხოთ.