Trader University-ს დამფუძნებელი მეთიუ კრატერი ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზს ბიტკოინის მომავალთან დაკავშირებით ერთი წამითაც არ ეთანხმება. თავის ახალ ვიდეოში ის მთელი ევროზონისა და ევროსთვის საკმაოდ ბნელ პერსპექტივებს სახავს და ხსნის, რატომ ცდებიან ბლოგის ავტორები, სახელწოდებით "ბიტკოინის უკანასკნელი ბრძოლა" (Bitcoin's Last Stand). უფრო ვრცლად - ჩვენს ახალ სტატიაში.
მეთიუ კრატერი -Trader University-ს დამფუძნებელი და ავტორი ტრეიდინგისა და ინვესტირების შესახებ მრავალრიცხოვანი წიგნებისა, რომლებიც Amazon-ზე ბესტსელერად იქცა, ევროპის ცენტრალური ბანკის ბლოგში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, სახელწოდებით "ბიტკოინის უკანასკნელი ბრძოლა".
თავის ვიდეოში ლოზუნგით "ევროპის ცენტრალურ ბანკს ბიტკოინის ეშინია” , რომელიც სხვებთან ერთად ბიტკოინის აქტიურმა მხარდამჭერმა, მაიკლ სეილორმა გააზიარა, ის ხსნის, რატომ ცდებიან ბლოგის ავტორები.
ეს ამბავი მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის გენერალურმა დირექტორმა ულრიხ ბინდსეილმა და ანალიტიკოსმა იურგენ შაფმა არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთეს. კერძოდ, მათ განაცხადეს, რომ ბიტკოინი მალე აქტუალობას დაკარგავდა, რაც, მათი თქმით, ჯერ კიდევ ბირჟა FTX-ის გაკოტრებამდე საკმაოდ აშკარა იყო.
თავისი ნააზრევის განსამტკიცებლად ისინი მიანიშნებენ, რომ ბიტკოინი იურიდიული ტრანზაქციებისთვის იშვიათად გამოიყენება, ასევე ხაზს უსვამენ, რომ BTC-ის ტრანზაქციები რთული, ნელი და ძვირადღირებულია.
გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ბიტკოინი ინვესტიციებისთვის არ გამოდგება, რადგან ის ფულადი სახსრების ნაკადის ან დივიდენდების გენერირებას ვერ ახდენს, პროდუქტიულად ვერ გამოყენება და სოციალურ სარგებელს ვერ უზრუნველყოფს.
ამიტომაც, ბიტკოინის საბაზრო ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციებს ეფუძნება", - წერენ ისინი და დასძენენ, რომ მსხვილ ბიტკოინ-ინვესტორებს "ეიფორიის შესანარჩუნებლად ყველაზე ძლიერი მოტივები აქვთ
ამავე დროს, ისინი აცხადებენ, რომ რეგულირება, შესაძლოა, შეცდომით, მოწონებად იყოს აღქმული, მათ გარემოზე კრიპტოვალუტების უარყოფით გავლენას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ აქამდე ბლოკჩეინმა მხოლოდ შეზღუდული სოციალური უპირატესობები შექმნა. ევროპის ცენტრალურ ბანკის წარმომადგენლებმა ასევე საბანკო სისტემა გააფრთხილეს, ბიტკოინები არ გამოეყენებინათ, რადგან ის, თითქოს, რეპუტაციულ რისკებს შეიცავს.
რისთვისაა მთელი ეს ალიაქოთი?
კრატერს უცნაურად მიაჩნია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელსაც 9 ტრილიონი დოლარის ოდენობის აქტივები აქვს, ასე შეშფოთებულია ბიტკოინით, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 325 მილიარდი დოლარადაა შეფასებული.
რისთვისაა ასეთი წუხილი საჭირო, თუ ეს ასე უმნიშვნელოა?სვამს კითხვას კრატერი
'შემდეგ ის აცხადებს, რომ სინამდვილეში, ევროს BTC-ზე გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, რადგან რადგან ევროზონაში ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია და ბიტკოინი ე.წ. "ევროზონის ინფლაციური კოშმარიდან“ გამოსავალს სთავაზობს.
ის ასევე ვარაუდობს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის რეალური შეშფოთება იმასთან არის დაკავშირებული, რომ ბიტკოინმა, შესაძლოა, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გაშვების მცდელობა შეარყიოს, რომელსაც ულრიხ ბინდსეილი თავის ნაშრომებში აქტიურად სწევს წინ და კრატერის თქმით, ცდილობს, ხელახლა გამოიგონოს ბიტკოინი, როდესაც წერს მოხსენებას, სახელწოდებით "ტრანსსასაზღვრო გადახდების წმინდა გრაალისკენ მიმავალი გზა".
კრატერი ასევე ამტკიცებს, რომ ბლოგის ავტორები იტყუებიან, თითქოს რეალურ სამყაროში ბიტკოინი იურიდიული ტრანზაქციების განსახორციელებლად არ გამოიყენება და განცხადებები იმის შესახებ, რომ ბიტკოინის ტრანზაქციები მოუქნელი, ნელი და ძვირია "ახალბედას კრიტიკას" წააგავს, რადგან სინამდვილეში, ბიტკოინი ძალიან სხარტია ქსელისთვის, რომელიც საბოლოო ანგარიშსწორებას სთავაზობს.
ღირებულება ყოველთვის მნახველის თვალშია
ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას, რომლის თანახმად ბიტკოინს ტექნოლოგიური და კონცეპტუალური ხარვეზები აქვს, კრატერი ასეთ მიდგომას ირონიულს უწოდებს, ვინაიდან ევროზონის მთავარი ნაკლი ისაა, რომ ის სავალუტო კავშირია ფიატური კავშირის გარეშე.
ვთავაზობ მათ, რომ წესრიგი პირველ რიგში სახლში დაამყარონ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ გერმანიის გადაწყვეტილება, დახუროს ატომური ელექტროსადგურები მისი სამრეწველო ბაზა რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული გახადოს და ამავდროულად ზამთარში ტონობით ქვანახშირი და შეშა დაწვას, გარემოზე ისეთივე ნეგატიურ გავლენას ახდენს, როგორც ბიტკოინი.
სინამდვილეში ჩვენ ენერგეტიკული მორალის პოლიცია არ გვჭირდება", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ენერგიის მოხმარებისთვის ნებისმიერის გაკრიტიკება შეიძლება, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც YouTube-ზე ვიდეოს უყურებს. მთავარია ის ღირებულება, რომელსაც ეს მოხმარება საბოლო ჯამში ქმნის. ის ფაქტი, რომ ბიტკოინმა ათობით ტრილიონი დოლარის ოდენობის ღირებულება შექმნა, იმაზე მეტყველებს, რომ ვიღაც ენერგიის ამ მოხმარებას ნამდვილად აფასებს
ევროკავშირი სიცრუეზეა აგებული, ევროპის ცენტრალური ბანკი სიცრუეზეა აგებული, აშშ დოლარი სიცრუეზეა აგებული მაშინ, როდესაც ბიტკოინი აბსოლუტურ, კრიპტოგრაფიულად შემოწმებად ჭეშმარიტებას ეფუძნება", - ამბობს კრატერი ვიდეო-რგოლის დასასრულს და დასძენს, რომ „ცენტრალური ბანკირები და ფიატური ფინანსები ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, 10 წელიწადში კი ევრო არსებობას შეწყვეტს
თქვენ თუ ეთანხმებით ამ განცხადებას?
მანამდე GNcrypto წერდა, რატომ უხდიან ბანკროტი კომპანიების ტოპ-მენეჯერებს დღეში $10 000-ს?