ბუნდოვანი რეგულაციების გამო Bittrex US იხურება

ფოტო - ბუნდოვანი რეგულაციების გამო Bittrex US იხურება
Bittrex US-ის გენერალურმა დირექტორმა რიჩი ლაიმ განაცხადა, რომ კომპანია აშშ-ში საქმიანობას 2023 წლის 30 აპრილიდან წყვეტს. მიზეზად მან ბუნდოვანი რეგულაციები და ამერიკელი მარეგულირებლების მხრიდან ინოვაციების განვითარებისა და ამერიკული ეკონომიკის განმტკიცებისადმი ინტერესის არარსებობა დაასახელა.
„მაშინ, როდესაც მსოფლიო პოლიტიკოსები და მარეგულირებლები ციფრული აქტივების ბირჟებთან მუშაობენ, რათა მომავლის ეკონომიკა შექმნან, მათი ამერიკელი კოლეგები, სავარაუდოდ, კრიპტოდარგის გაგუდვას ცდილობენ“, - აღნიშნა ლაიმ. 

ამასთანავე, კომპანია Bittrex Global-ს ეს ცვლილებები არ შეეხება. კომპანია გააგრძელებს კლიენტთა მომსახურებას და შექმნის უსაფრთხო და სანდო გარემოს. კომპანია მადლობელია თავისი კლიენტებისა და გუნდის მხარდაჭერისთვის აშშ-ში ბოლო 9 წლის განმავლობაში. 

Bittrex US-ის დახურვის მიუხედავად, კომპანიის თანადამფუძნებლები განაგრძობენ Bittrex Global-ის განვითარებას, რომლის საქმიანობა ბერმუდის კუნძულებზე და ლიხტეიშტეინში რეგულირდება. ორ იურისდიქციაში, რომელიც ციფრული აქტივების მიმართ თავისი ინოვაციური  და წამყვანი რეგულირებით არის ცნობილი.  Bittrex Global გააგრძელებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო რეგულირებადი კრიპტობირჟის ტიტულის ტარებას და ძალისხმევას თავის ძირითად ამოცანაზე - გლობალური მასშტაბით კრიპტოსივრცის განვითარებაზე, მიმართავს. 

Bittrex US-ის დახურვა არის იმის სიგნალი, რომ ამერიკელმა მარეგულირებლებმა დროულად უნდა შეიმუშაონ სწორი პოლიტიკა, ვიდრე დრო არ დაიკარგა და კრიპტოინდუსტრიამ მთლიანად ოფშორულ ქვეყნებში არ გადაინაცვლა.

GC
GN Crypto
ავტორი