ჭადრაკი ბლოკჩეინზე: FIDE-სა და Ava Labs-ის თანამშრომლობის ანონსი

icon AVAX
ფოტო - ჭადრაკი ბლოკჩეინზე: FIDE-სა და Ava Labs-ის თანამშრომლობის ანონსი
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ FIDE და Web3-კომპანიამ Ava Labs თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. პლატფორმა Avalanche-ზე ისინი პროდუქტებს შექმნიან, რომლებიც ჭადრაკის თამაშებს უჭერს მხარს.
FIDE Ava Labs-ის ბლოკჩეინის გამოყენებას მოჭადრაკეების ქსელური რეიტინგის შესაქმნელად, ტურნირების შესახებ ინფორმაციის სამართავად, ისტორიული პარტიების სტატისტიკისთვის, ასევე პრიზებისა და ციფრული ჯილდოების გადასაცემად გეგმავს. 

ერთრანგიანი ქსელი ოპერაციული პროდუქტიულობისა და მონაცემთა ანალიტიკის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს და ორგანიზაციულ ამოცანებს გაამარტივებს. გარდა ამისა, ქსელ Avalanche-ის დახმარებით, ჭადრაკში პერსონალიზებულ სათამაშო შესაძლებლობებს დაამატებენ. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს, რომ Ava Labs-ის კრიპტოსაფულე FIDE-ს ღონისძიებების სპონსორი იქნება.

მოსალოდნელია, რომ პარტნიორობა ტურნირების მთლიანობას გაზრდის, სპორტის ამ სახეობაში მოთამაშეთა ახალ თაობას მოიზიდავს და სხვა სფეროებში ინოვაციების შექმნისთვის მოტივაცია გახდება.
ჭადრაკი სპორტის უნიკალური სახეობაა. Ava Labs-თან პარტნიორობა ჩვენს ქომიუნითის გააერთიანებს და მოთამაშეებს, საჭადრაკო კლუბებს, ორგანიზაციებსა და FIDE-ს შორის ურთიერთქმედებას გააძლიერებს
ამბობს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური დირექტორი ემილ სუტოვსკი
შესაძლებლობები, რომლებიც ჭადრაკის ფედერაციის ბლოკჩეინთან დაკავშირების შემდეგ გამოჩნდება, ისეთივე ფართოა, როგორც თავად ჭადრაკის თამაში
დასძენს Ava Labs-ის გენერალური დირექტორი ემინ გიუნ სირერი
მანამდე, FIDE კრიპტოვალუტის დარგში კომპანია TON Labs-თან უკვე თანამშრომლობდა. 2021 წელს ფედერაცია პირველი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია გახდა, რომელმაც NFT კოლექცია გამოუშვა. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია Ava Labs სმარტ კონტრაქტების სწრაფი, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა პლატფორმა Avalanche-ის დეველოპერია.

FIDE 1924 წელს დაარსებული ფედერაცია არის, რომელიც ჭადრაკში  მსოფლიო ჩემპიონატებს აწყობს. ის 200 ეროვნულ საჭადრაკო ორგანიზაციას მოიცავს. ფედერაციის წარმომადგენლების თქმით, ჭადრაკი უძველესი სამაგიდო თამაშია, რომელიც ინდოეთში წარმოიშვა და საუკუნეების შემდეგ ციფრულ ფორმატში გადავიდა. ონლაინ რეჟიმში მას დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი თამაშობს, ყოველდღიურად კი 25 მილიონზე მეტი ციფრული ტურნირი ტარდება. ჭადრაკის ინტეგრაცია Web3 სივრცეში თამაშის განვითარების ახალი ეტაპია.