ორჯერ მეტი, ვიდრე DeFi: ბაზარზე ბლოკჩეინ-თამაშები დომინირებენ

icon FOR
ფოტო - ორჯერ მეტი, ვიდრე DeFi: ბაზარზე ბლოკჩეინ-თამაშები დომინირებენ
DappRadar-მა BGA Games-თან ერთობლივად 2023 წლის თებერვლის Blockchain Gaming ანგარიში გამოაქვეყნა. ის ეხება ინდუსტრიის ზოგად მდგომარეობას, მომხმარებელთა აქტივობას და ფინანსურ მაჩვენებლებს, რომლებიც ცხადყოფენ, რომ პრობლემების მიუხედავად, ინდუსტრიის პოტენციალი შენარჩუნებულია.

რა ხდება Web3-ის სათამაშო ინდუსტრიაში?

თებერვალში, იანვართან შედარებით უნიკალური აქტიური (ანუ ყოველდღიურად გამოყენებული) საფულეების (dUAW) რაოდენობა 12,33%-ით შემცირდა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამას სერიოზულ სიგნალს უწოდებს, მაგრამ სხვები აღნიშნავენ, რომ თებერვალი ისტორიულად ყველაზე ნელი თვეა ამ  ინდუსტრიისთვის.

ვარდნამ ყველაზე მეტად წამყვან სათამაშო პროტოკოლებს დაარტყა, Wax-ის გამოკლებით, რომელიც ლიდერის პროზიციებს ინარჩუნებს და ზრდასაც კი აჩვენებს იმ დროს, როდესაც სხვებმა 15%-მდე dUAW დაკარგეს. ახალმა პროტოკოლებმა (Klaytn, Arbitrum) მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.

მაგრამ, თუ უფრო გლობალურად შევხედავთ, Web3 თამაშების სექტორი კვლავ დომინირებს: 45,43% dUAW მთელ კრიპტოვალუტურ ინდუსტრიაში. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე DeFi.

თამაშები და მოვლენები

ბლოკჩეინ-თამაშების დიდი ნაწილი ინარჩუნებს აქტივობას. პოპულარულობის მაჩვენებლით Alien Worlds-ი დიდი უპირატესობით პირველ ადგილს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში mUAW-ის 9.69%-იანი ვარდნა დაფიქსირდა (ერთ თვეში). მეორე ადგილზეა თამაში Splinterlands, მესამეზე კი Planet IX.

ბევრი ახალი პროექტი აჩვენებს ზრდას და უფრო სწრაფად ვითარდება SDK-ების (პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპლექტები) წყალობით. ისინი იყენებენ მზა მოდულებს და კომპონენტებს საკუთარი აპლიკაციებისთვის. Alchemy-ის მონაცემებით, Ethereum SDK ჩატვირთვები 2022 წელს 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, და Unity-მ თავის ონლაინ-მაღაზიას სხვადასხვა SDK დაამატა.

მაგრამ, 2023 წლის დასაწყისის მთავარ ანონსად შეიძლება ჩაითვალოს Immutable X Gaming Passport, არაკასტოდიალური საფულე, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს მომხმარებლის რეგისტრაციას და ურთიერთქმედებას Web3 თამაშებთან. საბოლოო ვერსიის გამოსვლა აპრილისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ დეველოპერები მას უკვე აქტიურად ნერგავენ.

ვაჭრობის მოცულობა და ინვესტიციები

dUAW სტატისტიკისგან განსხვავებით, ბლოკჩეინ-თამაშების ფინანსური მაჩვენებლები იზრდება. თებერვალში ვაჭრობის მოცულობა 145 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც იანვართან შედარებით 226%-ით მეტია. მაგრამ აღსანიშნავია, რომ თითქმის მთელი ეს მოცულობა თამაშ Otherdeed-ზე მოდის ($137 მილიონი).

მომხმარებლები ძირითადად დაინტერესებულები არიან NFT-ებით და მეტასამყაროებით. DappRadar-ი ელოდება მოცულობის ზრდას ამ მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში.

მსგავს აზრს ემხრობიან ინვესტორებიც, რომლებმაც თებერვალში ინდუსტრიაში 148 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. აქედან 65.2% პირდაპირ თამაშებსა და მეტასამყაროებზე მოდიოდა, და მხოლოდ 4.3% NFT-ებზე. ზოგიერთ კომპანიას აქვს სურვილი შექმნას სათამაშო DAO, რადგანაც ეს უფრო მეტ გამჭვირვალობას შეიტანდა პროექტის მენეჯმენტში. და მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციებმა შარშანდელ პიკურ მაჩვენებლებს ვერ მიაღწიეს, ისინი კვლავაც მაღალ დონეზე რჩებიან.

Move-to-Earn-თან დაკავშირებით რა ხდება?

ბევრს  2022 წელი დაამახსოვრდა, როგორც Move-to-Earn აპლიკაციების წელი, სადაც აუცილებელი იყო მოძრაობა და დავალებების შესრულება ტოკენების გამომუშავების  მიზნით. Luna-სა და FTX-ის პროექტების ჩამოშლის შემდეგ, პროექტების უმეტესობა ფეხზე ვერ დადგა, ხოლო სხვებმა მომხმარებელთა ძლიერი გადინება განიცადეს.  მაგრამ იმის თქმა არ შეიძლება, რომ ამას ტრენდის გაქრობა მოჰყვა.

დარჩნენ გუნდები, რომლებიც საკუთარ პროდუქტებს აქტიურად უჭერენ მხარს (Sweat Economy, Dustland, Stepn, Genopets). თუ აპლიკაციები განაგრძობენ ახალი ფუნქციების დამატებას, ისინი შეძლებენ მეტი მომხმარებლის მოზიდვას, განსაკუთრებით შესაძლო ხარული ბაზრის პირობებში.

დასკვნა

2023 წლის თებერვალში, ბლოკჩეინის სათამაშო ინდუსტრიას მართლაც შეექმნა პრობლემები და ის ბევრმა მომხმარებელმა დატოვა, მაგრამ ამან მას ახალი ინვესტიციების მოზიდვაში, სავაჭრო ბრუნვის გაზრდასა და ცნობილ სათამაშო კომპანიებთან, როგორიცაა Unity, თანაშრომლობაში ხელი არ შეუშალა. დიდი  ალბათობით, ინდუსტრია გაჰყვება ამ ტრენდებს მომდევნო თვეებში, რაც მოთამაშეებს უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს.