ბლოკჩეინი კანონის სამსახურში: პოლიცია და Chainalysis ერთ გუნდში
აპრილის შუა რიცხვებში კალგარის პოლიციამ და Chainalysis-მა გახსნეს დასავლეთ კანადის კრიპტოვალუტური გამოძიების ცენტრი, რომელიც კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებით დაკავდება.
Chainalysis არის ბლოკჩეინის შესახებ მონაცემთა პლატფორმა, რომელიც აწვდის ინფორმაციასა და უწევს მომსახურებას სახელმწიფო უწყებებს, ბირჟებს, სადაზღვევო კომპანიებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ის ხელს უწყობს ბაზარზე უკანონო თანხების მონიტორინგს, რათა უზრუნველყოს მათი შემდგომი კონფისკაცია და მფლობელებისთვის დაბრუნება.
კანადაში კრიპტოდანაშაული იზრდება
Chainalysis აღნიშნავს, რომ კანადაში კრიპტოვალუტური თაღლითობების რიცხვი ციფრული აქტივების მზარდი პოპულარობის ფონზე იზრდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 200%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო სხვადასხვა თაღლითობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ყოველ 1000 ადამიანზე 800 დოლარს გადააჭარბა. ყველაზე ცნობილი შემთხვევებია YieldNodes, რომლებიც პასიურ შემოსავალს გვთავაზობდა და CashFXGroup (პლატფორმა ალგოტრეიდინგისთვის). მხოლოდ ამ ორმა პროექტმა ადამიანებს 31 მილიონი დოლარი მოჰპარა.
ტოპ 10 თაღლითობა კანადაში 2022 წელს. წყარო: Chainalysis-ის ოფიციალური ბლოგი.
პოლიციას აშკარად სჭირდება თანამედროვე გადაწყვეტილებები მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად და Chainalysis შეეცდება, ამაში დაეხმაროს.
რას გააკეთებს Chainalysis?
პლატფორმა პოლიციას მის ანალიტიკურ ინსტრუმენტებზე მუდმივ წვდომას მისცემს. ამის წყალობით შესაძლებელი იქნება თაღლითების მიერ მოპარულ კრიპტოაქტივების მონიტორინგი, ასევე ეს გაზრდის მომხმარებელთა ნდობას ზოგადად კანადის კიბერუსაფრთხოებისა და კერძოდ, კრიპტოვალუტების სფეროს მიმართ.
მეორე პუნქტი იქნება რეგიონში სამართალდამცავების საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა ბლოკჩეინის გამოყენებით, დანაშაულთა სფეროში მათი ცოდნის დონის ამაღლების მიზნით. გარდა ამისა, პოლიციას ექნება 24/7-იანი წვდომა Chainalysis-ის ექსპერტებთან, რომლებიც ადრე იძიებდნენ სისხლის სამართლის საქმეებს, ბავშვებზე ძალადობით დაწყებული, ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერებით დამთავრებული. პლატფორმა თვლის, რომ ამ ზომების ერთობლიობა თაღლითების ბევრად უფრო სწრაფად გამოვლენას შეუწყობს ხელს.
პერსპექტივები
კალგარის პოლიციის დეპარტამენტი ახალი პარტნიორობის მიმართ დადებითად არის განწყობილი, რადგან სირთულეებისა და პროცედურული შეზღუდვების გამო, მოქალაქეები ასეთ დანაშაულების შესახებ იშვიათად აცხადებენ, მაგრამ ეს შეიძლება ახლა შეიცვალოს:
დასავლეთ კანადის კრიპტოვალუტური გამოძიების ცენტრის შექმნა და დანერგვა გააძლიერებს ჩვენს უნარს, უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ხელს შეუწყობს პოლიციის აქტიურ მუშაობას, გააუმჯობესებს ტექნიკურ საგამოძიებო უნარებს და უზრუნველყოფს საექსპერტო რესურსებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ტრენინგისთვის
Chainalysis-ის სახელმწიფო ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორმა, გურვაის გრიგმაც დადებითაც შეაფასა პარტნიორობა და აღნიშნა, რომ ეს არის შესაძლებლობა პლატფორმისთვის, გაუზიაროს თავისი გამოცდილება კალგარის პოლიციის თანამშრომლებს. ის იმედოვნებს, რომ ასეთი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რათა არსებობდეს კანადელების კრიპტოკრიმინალისგან დაცვის შესაძლებლობა.
Chainalysis-ის გუნდი აღნიშნავს, რომ ეს პარტნიორობა მხოლოდ დასაწყისია. დაგეგმილია თანამშრომლობის გაფართოება სამართალდამცავ უწყებებთან არა მხოლოდ კანადაში, არამედ მთელ მსოფლიოში, სპეციალიზებული რეჟიმით თითოეული ცალკეული რეგიონისთვის.
ეს არ არის მხოლოდ დიდი მომენტი დასავლეთ კანადისთვის, არამედ ესაა პირველი ნაბიჯი ჩვენს მუშაობაში, რათა მივცეთ პარტნიორებს სამართალდამცავი ორგანოებიდან მთელს მსოფლიოში შესაძლებლობა, დაიცვან თავიანთი ამომრჩევლები და დაეხმარონ ბლოკჩეინის ტექნოლოგიისადმი ნდობის ჩამოყალიბებას- © Chainalysis-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიის მიმართულების დირექტორი ჯონათან ლევინი.