კოლექცია Bored Ape Yacht Club: როგორ მიდის საქმეები?

ფოტო - კოლექცია Bored Ape Yacht Club: როგორ მიდის საქმეები?
Bored Ape Yacht Club (BAYC) არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) სამყაროში საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. თუმცა, როგორ არიან დღეს მაიმუნები?
საინტერესოა, დარჩა თუ არა ადამიანი, რომელსაც ამ NFT კოლექციის შესახებ არასოდეს სმენია?

შეიძლება სულ არ იყოთ არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) ფანი და არც იცოდეთ, რას წარმოადგენს ისინი, მაგრამ, დიდი ალბათობით, ქვემოთ მოცემული გამოსახულებები სადღაც შეგხვედრიათ. ამ სტატიის მომზადების მომენტში, ასეთი მაიმუნის შეძენა "მოკრძალებულ" თანხადაა შესაძლებელი, რომელიც 80 ათას დოლარს აღემატება.
იყიდება NFT Bored Ape Yacht Club. წყარო: Bored Ape Yacht Club-ის გვერდი OpenSea-ზე

იყიდება NFT Bored Ape Yacht Club. წყარო: Bored Ape Yacht Club-ის გვერდი OpenSea-ზე

ეს გასაკვირი სულაც არ არის. ცნობილი სახეები, მათ შორის მადონა და ემინემი, რომლებიც გასულ ზაფხულს სნუპ დოგთან ერთად VMA-ზე გამართეს პერფორმანსი მოწყენილი მაიმუნის მონაწილეობით, Bored Ape-ის მფლობელები არიან. ცნობილი სახეები მზად არიან,  გადაიხადონ უზარმაზარი თანხა იმისთვის, რომ მოდური ხელოვნების ნიმუშს ფლობდნენ.

თუმცა, მთელი თავისი პოპულარობის მიუხედავად, NFT განზომილებაში მაიმუნებისთვის საქმეები არც თუ კარგად მიდის: გასული წლის განმავლობაში კოლექციის ფასი უცებ 64%-ით დაეცა.

OpenSea-ს მონაცემებით, ბოლო 90 დღის განმავლობაში ფასი კვლავ შემცირდა 35%-ით, ხოლო ისტორიული მინიმუმი 45.8 ETH-ის დონეზე განახლდა. ამას დაემატა ისიც, რომ საკვანძო მაჩვენებლები, კერძოდ, ვაჭრობის მოცულობა და გაყიდვები, ასევე იკლებს.

როგორც ჩანს, ამგვარ დაცემაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს. მათ შორის ძირითადია დროთა განმავლობაში NFT-ების მიმართ ინტერესის შემცირება. ასეთმა ტოკენებმა სერიოზული პოპულარობა 2021 წელს მოიპოვა. სწორედ მაშინ იხილა დღის სინათლე კოლექციამ Bored Ape Yacht Club.

ახლა ისინი მოდიდან გადადის, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ჯერ კიდევ ლაპარაკობენ. 

შემდეგ, 2023 წლის თებერვალში, Yuga Labs-ის თანადამფუძნებელმა, უაილი არონოუმა აღიარა, რომ ის პროექტს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტოვებდა.

თავის ღია წერილში, საიდანაც ცუდი ამბავი შევიტყვეთ, უაილიმ ასევე ისაუბრა რასისტულ და ნაცისტურ ქვეტექსტებზე, რომლებიც, თითქოს, Bored Ape Yacht Club NFT პროექტის დიზაინში იყო ჩადებული. ყველა ეს თავდასხმა, რამაც მაყურებლის მშფოთვარე უკმაყოფილება გამოიწვია, სინამდვილეში ტყუილი აღმოჩნდა.

ამასთან, Bored Ape Yacht Club-ის ოფიციალური ტოკენის, ApeCoin-ის ფასი ასევე აქეთ-იქით დახტის. Coinmarketcap-ის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში მისი ღირებულება $7.2-დან $3.2-მდე შემცირდა.
ApeCoin საფასო ტენდენცია. წყარო: Coinmarketcap

ApeCoin საფასო ტენდენცია. წყარო: Coinmarketcap

და მაინც, ფასის მერყეობის მიუხედავად, Bored Ape Yacht Club-ის  NFT ბევრი ახლა გასაყიდადაა გამოტანილი. მათი ფასები კი გიჟურია. მაგალითად, #5058 ახლა იყიდება 1,500 ETH-ად ($2 855 925 სტატიის მომზადების მომენტში).
NFT Bored Ape Yacht Club-ის კიდევ ერთი ლოტი. წყარო: Bored Ape Yacht Club-ის გვერდი OpenSea-ზე

NFT Bored Ape Yacht Club-ის კიდევ ერთი ლოტი. წყარო: Bored Ape Yacht Club-ის გვერდი OpenSea-ზე

დეტალები BAYC და ApeCoin DAO-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში

რას ფიქრობთ BAYC-ზე? იქნებ ფანი ხარ? გვიამბეთ ამის შესახებ ჩვენს Twitter-ზე.