კრიპტოს Mass adoption ჯერ შეუძლებელია – ტეილორ მონაჰანი

ფოტო - კრიპტოს Mass adoption ჯერ შეუძლებელია – ტეილორ მონაჰანი
ტეილორ მონაჰანი არის საფულე MyCrypto-ს შემქმნელი და MetaMask-ის ერთ-ერთი დეველოპერი. ის ერთგვარ ბლოკჩეინ დეტექტივად იქცა და მისი სპეციალიზაცია კრიპტოვალუტური რისკების ანალიზია.

გადახდის საშუალების სახით კრიპტოს მასობრივი გამოყენება, ჯერჯერობით, ნამდვილად შეუძლებელია?

ხარული ციკლის პერიოდში მუდმივი საზოგადოებრივი ინტერესისა და გიჟური პოპულარობის მიუხედავად, კრიპტოვალუტების mass adoption ბევრ წინააღმდეგობას აწყდება. თავის ბოლო ინტერვიუში, ტეილორ მონაჰანი ჩამოთვლის რამდენიმე ძირითად მიზეზს, რაც კრიპტოს სრული ძალით განვითარებას აფერხებს.

პირველ რიგში, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ სამომხმარებლო გამოცდილება კრიპტელების გარემოში რთული და ბუნდოვანი რჩება. კრიპტოვალუტურ საფულეებსა და კრიპტობირჟებს ხშირად არ აქვთ ინტუიციურად გადაგები ინტერფეისი და საჭიროებენ სპეციალურ უნარებს, ან ტექნიკურ ცოდნასაც კი. მაშასადამე, დე-ფაქტო, კრიპტოს თავისუფალი გამოყენება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ჰუმანიტარული აზროვნების მქონე პირებისთვის, უმაღლეს მათემატიკას ჰგავს ეს კი ძალიან სერიოზული პრობლემაა. საუბარი ხომ  ტექნოლოგიაზეა, რომელმაც, იდეაში, მომხმარებლები ტრანზაქციების სისწრაფით უნდა მიიზიდოს. არავის აქვს გეგმაში საათების დახარჯვა KYC-ის გავლაზე, კრიპტოსაფულის შევსებაზე, ან ვალუტის გატანაზე. მაგრამ თუ ხარ ბარისტა, ან ხატვის მასწავლებელი, მოემზადე უარესისთვის.

მეორეც, მონაჰანი ყურადღებას ამახვილებს მასშტაბირებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. კითხვები ყველაზე საბაზისო ტექნოლოგიებთანაც კი ელვის სისწრაფით იზრდება. მაგალითად, პიკის საათებში, BTC-ის ბლოკჩეინი ხშირად გადატვირთულია,  საკომისიოები კი - ჩვეულებრივზე მაღალია. ეს ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის არაპრაქტიკული ხდება. მაშინ რა სახის mass adoption-ზე შეიძლება ვისაუბროთ? რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტა ფინანსური სისტემის განუყოფელი ნაწილი უკვე გახდა. მაგრამ ბაზრის რა წილის დაკავება შეუძლია მომავალში კრიპტოს? მასშტაბირების პრობლემა არის ფაქტორი, რომელიც აიძულებს პოტენციურ მომხმარებლებს, კრიპტოს ნაცვლად უპირატესობა TradFi-ს მიანიჭონ.

მესამეც, ეს არის ნორმატიული გაურკვევლობა და მომხმარებელთა შორის უსაფრთხოების განცდის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოძებნოს კრიპტოვალუტების ეფექტური რეგულირების გზები, თამაშის მკაფიო წესების არარსებობა ბიზნესსა და კერძო მომხმარებლებს კრიპტოსექტორიდან დევნის. გარდა ამისა, კრიპტოვალუტების დეცენტრალიზებული ხასიათი მათ ხდის მოწყვლადს გატეხების მცდელობების მიმართ. ეს იწვევს შეშფოთებას სახსრებისა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
საფულე MyCrypto-ს ს შემქმნელი ტეილორ მონაჰანი. წყარო: Youtube.

საფულე MyCrypto-ს ს შემქმნელი ტეილორ მონაჰანი. წყარო: Youtube.

ტეილორი ასევე აკეთებს აქცენტს ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე. მართლაც, კრიპტოვალუტები დაეხმარება ადამიანებს საბანკო სერვისების არასაკმარისი დონის მქონე რეგიონებიდან. მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით - როდესაც არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამავდროულად, იმ ქვეყნებში, სადაც არ არის ბანკები, ასევე არ არის საიმედო წვდომა ინტერნეტზე, სმარტფონებსა და საბაზისო ფინანსურ წიგნიერებაზე. თუ ტრადიციულმა ფინანსურმა დაწესებულებებმა არ იზრუნეს ამ ბარიერების აღმოფხვრაზე, იქნებ ადამიანებს დაეხმარონ კრიპტოკომპანიები, რომლებიც mass adoption-ში დაინტერესებულები არიან. 

დამატებითი რჩევები კრიპტელებისა და დეველოპერებისთვის

მონაჰანმა კრიპტოვალუტის მფლობელებს მიმართა და ხაზი გაუსვა განათლებისა და პირადი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საფუძვლების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და საფულეებისა და ბირჟების ნავიგაციის საფუძვლების გააზრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მომხმარებლები უნდა იყვნენ მზად, დახარჯონ პირადი დრო კრიპტოვალუტების შესწავლასა და ბაზრის კვლევაზე, რათა დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიიღონ და თავიანთი აქტივების დაცვა შეძლონ.

გარდა ამისა, ტეილორი დარწმუნებულია, რომ კრიპტელები უნდა გახდნენ კრიპტოსაზოგადოების აქტიური, არაგულგრილი წევრები, გააზიარონ ცოდნა და "ლაიფჰაკები", ერთობლივად მოძებნონ გადაწყვეტილებები, რომლებსაც კრიპტოინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილების გამარტივება და მომხმარებლის უსაფრთხოების დონის ამაღლება შეუძლია. 

მეორეს მხრივ, მონაჰანი სთხოვს დეველოპერებს, მეტად იყვნენ ორიენტირებულები მომხმარებელზე და ფოკუსირება მოახდინონ მომხმარებლის გამოცდილებაზე. კრიპტოს mass adoption-ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სირთულესა და ჩვეულებრივი ადამიანების საჭიროებებს შორის არსებული უფსკრულის გადალახვა. გარდა ამისა, უკიდურესად აუცილებელია ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მხარდაჭერა. ეს ინოვაციების დანერგვასა და საზოგადოებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ინდივიდუალური ძალისხმევის გარდა, ტეილორი საუბრობს დარგობრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მთელი კრიპტოსექტორის ინტერესების ერთობლივ დაცვაზე. კომპანიებიც და ჩვეულებრივი კრიპტელებიც კრიპტოვალუტის აქტიური ლობისტები უნდა გახდნენ, არ მოერიდონ პოლიტიკოსების კარზე კაკუნსა და მათ ინფორმირებას კრიპტოსა და ბლოკჩეინის უპირატესობების შესახებ. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისტებლიშმენტი,  შექმნას მკაფიო ნორმატიული ჩარჩოები, რომელიც მომხმარებლებს დაიცავს და ტექნოლოგიურ ინოვაციებს შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ადრე Gagarin News წერდა Coinbase-ის ლობისტურ ინიციატივაზე Crypto435. ეს ამერიკული კრიპტოპლატფორმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ათასობით აქტივისტის მობილიზებას ახორციელებს.