ბრაიან არმსტრონგი: კრიპტოლიდერად იქცევა 8 რეგიონი, მაგრამ არა აშშ

ფოტო - ბრაიან არმსტრონგი: კრიპტოლიდერად იქცევა 8 რეგიონი, მაგრამ არა აშშ
ბრაიან არმსტრონგმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა პუბლიკაცია კრიპტოვალუტური ბაზრის მომავლის შესახებ. ამერიკის, როგორც მსოფლიო ფინანსური ლიდერისა და ინოვაციური ცენტრის როლი საფრთხის ქვეშაა. მიზეზი მარტივია: მას არ ესმის, რომ კრიპტოვალუტები ცალკეულ ტრანზაქციებზე გაცილებით მეტია.
კრიპტობაზრის ბოლოდროინდელმა რყევებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი უარს იტყვის კრიპტოზე, როგორც აქტივების არასტაბილურ კლასზე. ამასთან, ისინი ხელიდან  გაუშვებენ შორეულ, მაგრამ საკმაოდ აშკარა პერსპექტივებს. შექმნილ ვიტარებაში მთავარი ბენეფიციარი ჩინეთი იქნება. გარდა ამისა, აშშ-ში კრიპტოვალუტების შემზღუდველი პოლიტიკის შემოღება სარგებელს მოუტანს დიდ ბრიტანეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბრაზილიას, იაპონიას, ევროკავშირს, ავსტრალიასა და სინგაპურს. ყველა ეს ქვეყანა და რეგიონი ერთმანეთს კრიპტოჰაბებად გადაქცევისა და, შესაბამისად, ფინანსური სისტემისა და ეკონომიკის სხვა სექტორების მოდერნიზაციის უფლებისთვის ეჯიბრება.

დრეიფი ოფშორებში

არმსტრონგი დაუღალავად მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და მარეგულირებლებს, შეიმუშაონ მკაფიო წესები, რომლებიც  მომხმარებლებს დაიცავს და კრიპტოვალუტების სრულ პოტენციალს გამოავლენს. თუმცა, ჯერჯერობით, ბაზრის მოთამაშეებთან მუქარისა და იძულების ენით აგრძელებენ საუბარს. ხელისუფლების შემზღუდავი პოლიტიკა ამერიკულ კრიპტოინდუსტრიას ოფშორისკენ დევნის. თუმცა, თავად მარეგულირებლები თვლიან, რომ საუბარი "მხოლოდ" საეჭვო ფინანსური კრიპტოსერვისებზე უარის თქმაზეა.
კრიპტოგრაფიული ბლოკჩეინები არ არის ფინანსური სერვისები; ეს არის ტრანსფორმაციული ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია, რევოლუცია მოახდინოს სექტორების ფართო სპექტრში, რომელთა ერთ-ერთი მაგალითი ფინანსური სერვისებია
, - განმარტავს ბრაიანი.
მთელ მსოფლიოში ბლოკჩეინის ტექნოლოგიებიდან უკვე უამრავი ადამიანი იღებს სარგებელს: ტრანსსასაზღვრო გადახდები, ინფლაციისგან დაცვა, საკომისიო მოსაკრებლის შემცირება, ფინანსურ სერვისებზე წვდომის დემოკრატიზაცია. არმსტრონგი თვლის, რომ ისტებლიშმენტის მხრიდან ამ ინოვაციებზე ნებაყოფლობითი (და აბსურდული!) უარის თქმა ამერიკის ნოვატორული ტექნოლოგიური მიღწევების მემკვიდრეობას საფრთხეს უქმნის და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ასუსტებს.
არმსტრონგი კრიპტოკანონმდებლობის მიღების ლობირებას აგრძელებს  წყარო: Twitter

არმსტრონგი კრიპტოკანონმდებლობის მიღების ლობირებას აგრძელებს წყარო: Twitter

რატომ აგებს აშშ?

ფული ყოველთვის განიცდიდა ევოლუციას: ფიზიკური მონეტებიდან, რომლებიც ამსუბუქებენ ბარტერიდან კომერციაზე გადასვლას, პორტატიულ ქაღალდის ფულამდე, რაც დაკრედიტებისა და ინვესტიციების სტიმულირებას ახდენს. აშშ დოლარი გლობალური ეკონომიკური სისტემის საფუძველი 1944 წლიდან იყო.
აშშ დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის როლი, რბილი და ხისტი ძალის უთვალავ სარგებელს გვაძლევს”
, - აღნიშნავს არმსტრონგი.
თუმცა, ჩინეთის ციფრული სისტემების, Alipay-სა და Tencent-ის გავრცელება ახალ რეალობას ქმნის. ეს პლატფორმები გვთავაზობს გადახდის ინტეგრირებულ სისტემებს პირდაპირი წვდომით მთელ რიგ სერვისებზე და მათი პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში ხდება  ისეთი მასშტაბური მრავალსექტორული ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა "ერთი სარტყელი, ერთი გზა". ციფრული იუანის გამოშვებით, ჩინეთი პირდაპირ უქმნის გამოწვევას აშშ დოლარს. ჩინეთის სტრატეგიას, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების ეროვნულ ინტერესებში გამოყენებას გულისხმობს, აქტიურად ახორციელებს ჰონგ-კონგი, რომელიც საკუთარ თავს გლობალურ კრიპტოცენტრად პოზიციონირებს.
დღეს აშშ და სხვა დემოკრატიული ქვეყნები უპირისპირდებიან ციფრულ სისტემებს, რომლებსაც პოპულარიზაციას უწევს ამბიციური მოწინააღმდეგე ჩინეთი… ჩინეთი ცდილობს, პირდაპირ დაუპირისპირდეს აშშ დოლარსა და მისი როლს მსოფლიო ვაჭრობაში
, – ამბობს არმსტრონგი.
კავშირი ფინანსურ ტექნოლოგიებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს შორის ამერიკის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით, Coinbase-ის CEO აცხადებს, რომ ამერიკელების 75% არსებული ფინანსური სისტემით უკმაყოფილოა. თითქმის ამდენივე მოქალაქეა შეშფოთებული იმით, რომ მომავალ თაობებს პერსპექტივა არ აქვთ. ამერიკის ფინანსური ინფრასტრუქტურა ტექნოლოგიურ მოძველებას უახლოვდება. გამოსავალი ყოვლისმომცველი კრიპტოკანონმდებლობის მიღებაა.
კრიპტოვალუტას, ისევე როგორც მანამდე არსებულ ინტერნეტს, შეუძლია ფინანსური და მრავალი სხვა სექტორის მოდერნიზება, მიწოდების ჯაჭვით დაწყებული, სოციალური მედიით დამთავრებული, იმის ხარჯზე, რომ ის უფრო სწრაფ, იაფ, კონფიდენციალურ და ხელმისაწვდომი პლატფორმას გვთავაზობს
, - აჯამებს ბრაიან არმსტრონგი.