BTC-ის საბირჟო გადარიცხვები - მთავარი კრიპტოვალუტის ფუნდამენტური ანალიზის ერთ-ერთი ინდიკატორი.
ბიტკოინის ტრანსფერები (გადატანა ბირჟიდან საფულეებზე და პირიქით) მოთხოვნისა და მიწოდების მდგომარეობას ასახავს. ჩვენ მოვამზადეთ მასალა იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს მონაცემები და სად ვეძებოთ ისინი:
BTC-ის შეტანა ბირჟებზე
ტექნიკური თვალსაზრისით, მონეტების გადატანა საფულეებიდან ცენტრალიზებულ ბირჟებზე ნიშნავს, რომ მომხმარებლები აქტივის გასაყიდად ემზადებიან. შესაბამისად, BTC-ის CEX-ზე მსხვილი ტრანსფერების მომენტებში უფრო ლოგიკური მოკლე პოზიციების მოძებნაა. მაგრამ მსხვილი მოთამაშეები გადატანის შემდეგ ბიტკოინებს ყოველთვის უცებ არ ყიდიან. "განტვირთვის დასაწყებად" ისინი მეტად ხელსაყრელ მოვლენას, ან ფასს ელოდებიან.
ასევე სასურველია, ერთმანეთისგან გასაყიდად გამიზნული გადატანები ბირჟებს შორის არსებული ჩვეულებრივი გადარიცხვებისაგან განვასხვაოთ, რომლებსაც ხშირად აქეთ-იქით საკუთარი რეზერვები გადააქვთ. ამასთან, ისეთი მოვლენები, როგორია სტეიკინგის აქტივობები და საბირჟო დეპოზიტები, ხშირად BTC-ის შეტანას იწვევს, მაგრამ ეს მონეტები გასაყიდად არ გადის.
BTC-ის გატანა ბირჟიდან
შეტანიდან განსხვავებით, აქტივი ბირჟიდან მაშინ გააქვთ, როდესაც ის უკვე შეიძინეს. ეს ნიშნავს, რომ ამ სიახლეების უმეტესი ნაწილი ფასში უკვე ჩადებულია. მაგრამ ბირჟებიდან მსხვილი გადატანები ინსტიტუციონალების მხრიდან აქტივების "ჰოლდის" სურვილს ასახავს, რაც დიდ დისტანციაზე, ხელმისაწვდომი მიწოდების შემცირების გათვალისწინებით, მოთხოვნაზე კარგ გავლენას ახდენს.
კარგი დამხმარე ინდიკატორი ბირჟების სტეიბლკოინებით შევსება, ან ემიტენტის მიერ სტაბილური მონეტების დამატებითი გამოშვებაა. განა რისთვის უნდა ხდებოდეს პირობითი $1 მილიარდი USDT-ს გამოშვება, თუ არა კრიპტის საყიდლად?
საბირჟო ბალანსები
ეს მაჩვენებელი ასახავს, რამდენი ბიტკოინია კრიპტოვალუტის ბირჟების ცხელ საფულეებზე. რაც უფრო მეტი BTC დევს ბირჟებზე, მით უფრო ძლიერია მომხმარებლების ნდობა და მით უკეთესია ბიტკოინის საერთო ლიკვიდურობა. ლიკვიდურობა აქტივის ფასით მანიპულირების შესაძლებლობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. აქედან, შესაძლოა, დავასკვნათ, რომ BTC-ის საბირჟო ბალანსების ცოდნა უმჯობესია არა ფასის მიმართულების განსაზღვრებისთვის, არამედ უფრო სამომავლო ვოლატილობის შეფასებისთვის იყოს გამოყენებული.
სხვათა შორის, ამ მომენტისთვის ცენტრალიზებული ბირჟები 2,4 მილიონ BTC-ს, ინახავს რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს კრიპტობირჟა FTX-ის კრახთანაა დაკავშირებული, რის გამოც მომხმარებლები ცენტრალიზებულ ბირჟებს სულ უფრო ნაკლებად ენდობიან და სახსრების საფულეებზე შენახვას ამჯობინებენ.
BTC-ის რაოდენობა ცენტრალიზებულ კრიპტoბირჟებზე (Glassnode)
საკითხავია ისიც, თუ სად მოვიძიოთ ინფორმაცია BTC-ის ტრანსფერების შესახებ. აი რამდენიმე პოპულარული რესურსი:
- Glassnode. ვებგვერდი უამრავ მონაცემს, მათ შორის BTC-ის, ალტკოინების, სტეიბლკოინების, ტრანზაქციის მოცულობასა და სტატისტიკას და ა.შ. აანალიზებს.
- Whale-alert. აქვს საკუთარი ვებგვერდი, Twitter და Telegram-არხი. ზედიზედ ყველა ტრანზაქციას აქვეყნებენ.
- CryptoQuant. ონჩეინ-მონაცემები BTC ქსელში აქტიურობის შესახებ.