სწორი დივერსიფიცირება: როგორ შევადგინოთ კრიპტოსავალუტო პორტფელი

ფოტო - სწორი დივერსიფიცირება: როგორ შევადგინოთ კრიპტოსავალუტო პორტფელი
კრიპტოვალუტების პორტფელის შედგენა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ინვესტორისთვის, რომელიც ციფრული აქტივების ბაზარზე ფულის გამომუშავებას ცდილობს.
ნებისმიერი საინვესტიციო პორტფელის მთავარი პრინციპი უნდა იყოს დივერსიფიკაცია. ის  საკუთარი სახსრების სხვადასხვა აქტივებზე განაწილებას გულისხმობს, რომლებსაც ზრდისა და კლების სხვადასხვა ფაქტორი უნდა ჰქონდეს. სწორედ ასეა, როდესაც ერთი კრიპტოვალუტა ეცემა, მეორე უნდა გაიზარდოს. ეს გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ მთლიანი პორტფელის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.

ამ სტატიაში განვიხილავთ კრიპტოვალუტური პორტფელის ფორმირებას და გავაანალიზებთ იმ აქტივებს, რომელთა შეძენაც შესაძლებელია ხარისხიანი დივერსიფიკაციისთვის.

BTC

ამ სტატიის დაწერის მომენტში BTC-ის დომინირება, ანუ მთავარი კრიპტოვალუტის წილი კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიან კაპიტალიზაციაში 48%-ს შეადგენს. ამიტომ, ბიტკოინი ხშირად არის ძირითადი აქტივი ნებისმიერ საინვესტიციო პორტფელში. ყოველივე ამის შემდეგ, მისი მოძრაობა მრავალი ტოკენის ქცევის ზოგად ვექტორს განსაზღვრავს.

კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელებშიც კი შეყჰავთ BTC, რადგანაც საფონდო ბაზრის მსგავსად, კრიპტოვალუტა ხშირად რეაგირებს  აშშ-ის მონეტარულ პოლიტიკაზე.

სმარტ-კონტრაქტების პლატფორმები

პოპულარობისა და მსხვილი კაპიტალიზაციის მიუხედავად, ბიტკოინი ძველი, ძვირი და ნელი ბლოკჩეინია. ის ვერ აკმაყოფილებს საზოგადოების საჭიროებებს იაფ და სწრაფ ტრანზაქციებში. ასევე, BTC-ის გარშემო ეკოსისტემის აგება შეუძლებელია სმარტ-კონტრაქტების არარსებობის გამო.

ისინი ფართოდ გამოიყენება მრავალ სფეროში. სმარტ-კონტრაქტი არის დაპროგრამებული ალგორითმი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს მრავალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს სჭირდებათ. კრიპტოვალუტური პლატფორმებიდან, რომლებიც მხარს  უჭერენ სმარტ-კონტრაქტების შექმნას და ინტეგრაციას მოცემული მიზნებისთვის, აღსანიშნავია Ethereum, Polygon, Solana, Avalanche და სხვა. ეს ბლოკჩეინები, ისევე როგორც მათი ნატიური ტოკენები,   ეკონომიკის მრავალ დარგში გამოიყენება, ამიტომ ისინი  კრიპტოვალუტის პორტფელში კარგი დანამატია.

სტეიბლკოინები

კრიპტოვალუტური ბაზარი ძალიან ქაოტური და ვოლატილურია. ხშირად მონეტები ერთ დღის მანძილზე  50%-ით ეცემა და შეძენილი აქტივის საშუალო ფასი უსიამოვნოდ მაღალი ხდება. ეფექტიანი სტრატეგია გულისხმობს პორტფელში 40-50% დაეთმოს სტეიბილკოინებს, რომელთა გამოყენებაც  განმეორებითი შესყიდვებისთვის არის შესაძლებელი.

თავად სტეიბლკოინები უნდა იყოს დივერსიფიცირებული სახსრების გაყოფით სხვადასხვა სტაბილურ მონეტაზე. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მათი გამოყენების რისკს და  სამუშაო ბალანსის საერთო მოქნილობას ზრდის.

აქტივები ინვერსიული კორელაციით. ოქრო

კორელაცია არის აქტივების თვისება, რომ ერთმანეთის მსგავსად იმოძრაონ.  კორელაცია არის პირდაპირი და ინვერსიული.

ინვერსიული კორელაციის დროს აქტივების ღირებულება ბაზარზე ურთიერთსაპირისპიროდ იცვლება. ანუ, როდესაც ერთი მონეტა იზრდება, მეორე ეცემა. პორტფელში ორივე ტიპის აქტივების შენახვა ინვესტიციის საერთო ვოლატილობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ხშირად ოქრო კრიპტოვალუტის ალტერნატივაა. სხვადასხვა გამოყენებისა და ფუნქციების გამო, ოქროს აქვს ინვერსიული კორელაცია BTC-თან და სხვა ტოკენებთან. აქედან გამომდინარე, პორტფელში ლითონისთვის ადგილის მოძიებას აზრი აქვს. კომფორტი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შეგიძლიათ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე შეიძინოთ ტოკენიზებული ოქრო, როგორიცაა XAUT ან PAXG.

კრიპტოსავალუტო ბირჟების ტოკენები

რაც უფრო კარგია სიტუაცია კრიპტოვალუტის ბაზარზე, მით მეტია ვაჭრობის მოცულობა. ეს ზრდის ცენტრალიზებული (CEX) და დეცენტრალიზებული (DEX) კრიპტოვალუტური ბირჟების პოპულარობას. როგორც წესი, სავაჭრო პლატფორმებს  საკუთარი ტოკენები აქვთ, რომლებიც ბირჟის წარმატებისა და პოპულარობის მიხედვით იზრდება. აქედან გამომდინარე, ეს აქტივები  კრიპტოვალუტის პორტფელში საინტერესო დანამატს წარმოადგენს.

ტრენდული და პერსპექტიული აქტივები

ბევრი კრიპტოვალუტა მკვეთრად იზრდება იმ დროს, როდესაც დარგი პოპულარობის პიკზეა. მაგალითად, Chat GPT. ხელოვნური ინტელექტის შექმნასთან დაკავშირებული ტოკენები 200-500%-ით გაიზარდა. FTX ბირჟის სქამმა კრიპტოვალუტურ საფულეებზე და მათთან დაკავშირებულ ტოკენებზე, როგორიცაა TWT, SFP, C98, მოთხოვნა გაზარდა, ხოლო Stepn აპლიკაციის აყვავებამ გამოიწვია მთელი Play-to-Earn სექტორის არაჩვეულებრიბი ზრდა.

პრობლემა ის არის, რომ ძალიან რთულია წინასწარ ისეთი აქტივის იდენტიფიცირება, რომელიც ტრენდული და ჰაიპური გახდება. ამიტომ, შეძენამდე მისი დეტალური ანალიზი მოგიწევთ. ასევე, თქვენ უნდა შეავსოთ პორტფელი დიდი რაოდენობის სხვადასხვა დარგის მონეტებით, რომელიც მომავალში შეიძლება პერსპექტიული გახდეს.

რეზიუმე

ყოველივე ზემოთქმული შეიძლება რამდენიმე წესში გავაერთიანოთ, რაც ინვესტორს  ფულის რაციონალურ მართვაში დაეხმარება:

• კრიპტოვალუტური პორტფელი უნდა შედგებოდეს სხვადასხვა აქტივებისგან, რომლებიც სხვადასხვა დარგს მიეკუთვნება  და ერთმანეთთან კორელაცია არ უნდა ჰქონდეს;

• აუცილებელია იყოთ მზად კრიპტობაზრის შემცირებისთვის და მზად გქონდეთ სტეიბლკოინების მარაგი, რაც დამატებით შესყიდვებში დაგეხმარებათ;

• თვალყური უნდა ადევნოთ ტენდენციებს და მოერგოთ ბაზრის სიტუაციას.

კრიპტოვალუტური ბაზარი ვოლატილური და ცვალებადია, ასე რომ თქვენი მიდგომა სტატიკური არ უნდა იყოს. საჭიროების შემთხვევაში, თქვენს პორტფელს რედაქტირება უნდა გაუკეთოთ: გაზარდოთ ან შეამციროთ აქტივების წილი, გამორიცხოთ ისინი ან დაამატოთ ახლები, დააფიქსიროთ მოგება და განახორციელოთ სხვა ქმედებები, რაც ინვესტორს მაქსიმალური მოგების მიღებაში  დაეხმარება.