დეცენტრალიზებული ბირჟები შეიძლება, 2023 წლის ტრენდად იქცეს. დროა, ყურადღება მიაქციოთ მათ ტოკენებს, რომელთაგან ერთ-ერთია CAKE.
ბირჟა FTX-ის კრახის შემდეგ, ცენტრალიზებული ბირჟების მისამართით ბევრი ნეგატივი წამოვიდა. მომხმარებლების ნდობა შემცირდა და ახლა ბევრი მათგანი დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე (DEX) გადავიდა. არსებობს შანსი, რომ DEX-ები მომდევნო bullrun-ის დროს ძალიან პოპულარულები გახდებიან, ამიტომ დროა, ყურადღება მათ ტოკენებს მიაქციოთ. დავიწყოთ დეცენტრალიზებული პლატფორმა Pancakeswap-ის ტოკენით CAKE.
რა არის Pancakeswap?
ვინაიდან ჩვენ საბირჟო ტოკენს განვიხილავთ, პირველ რიგში, ღირს ამ პლატფორმის თავისებურებებში გარკვევა, ასევე იმის გაგება, თუ რა უპირატესობები აქვს მას კონკურენტებთან შედარებით. Pancakeswap ანონიმური დეველოპერების მიერ 2020 წლის მეორე ნახევარში, Binance-ის მხარდაჭერით შეიქმნა. ახლა პლატფორმა დეცენტრალიზებულ ბირჟებს შორის ვაჭრობის მოცულობით ტოპ 10-ში შედის, სავაჭრო წყვილების რაოდენობა კი 3,5 ათასზე მეტის შეადგენს.
ბირჟაზე შესაძლებელია ტოკენების გაცვლა, მათი გაგზავნა ლიკვიდობის პულში, ან სტეიკინგზე. მაგრამ ბირჟის მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ ის Binance Smart Chain ბლოკჩეინზეა აგებული. აქ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები არის. დადებითი ასპექტები მოიცავს იაფ საკომისიოსა და საკმაოდ სწრაფ ტრანზაქციებს. უარყოფითს კი განეკუთვნება ის, რომ ქსელი არ არის ისეთი სანდო, როგორც Ethereum. დიახ, Pancakeswap Ethereum ბლოკჩეინთან მუშაობს, მაგრამ სურვილისამებრ. მიუხედავად ამისა, ბირჟა აქტიურად ვითარდება და ახლახან ახალი Aptos ბლოკჩეინის მხარდაჭერა დაიწყო.
სხვა თავისებურებებს შორის, რომლებიც Pancakeswap-ს აქვს, შეიძლება, გამოვყოთ ფიუჩერსებით ვაჭრობა, ხიდის არსებობა სხვადასხვა ქსელს შორის ტოკენების გადასარიცხად, საკუთარი NFT პლატფორმა და IFO-პლატფორმა. Pancakeswap-ზე IFO ახალი პროექტების ტოკენების პირველადი გაყიდვაა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ტოკენ CAKE-ები ლიკვიდობის პულში უნდა გაგზავნოთ.
ასევე ბირჟის საინტერესო განყოფილებებია "წინასწარმეტყველება" და "ლატარია". "წინასწარმეტყველება" გარკვეულწილად მოგაგონებთ ბინარულ ოფციონებს, სადაც თქვენ უნდა გამოიცნოთ, დაეცემა თუ გაიზრდება CAKE-ის ფასი ხუთი წუთის ამოწურვისას. მომხმარებლები ტოკენ CAKE-ებს საპრიზო პულში დებენ, რომელიც შემდეგ ნაწილდება მათ შორის, ვინც პროგნოზი სწორად გააკეთა. "ლატარიის" განყოფილებაში შეგიძლიათ, ტოკენ CAKE-ებზე ციფრების კომბინაციის მქონე ბილეთები შეიძინოთ. რაც უფრო მეტი მომგებიანი ციფრი გაქვთ, მით მეტის მოგება შეგიძლიათ ლატარიაში.
როგორ გამოიყენება ტოკენი CAKE
ტოკენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მისი გამოყენების სფეროა. რაც უფრო მეტად გამოიყენება ტოკენი, მით მეტია მისი ღირებულება. უპირველეს ყოვლისა, CAKE არის government-ტოკენი, რომლის ფლობა ბირჟის შემდგომ განვითარების საკითხებზე ხმის მიცემის უფლებას იძლევა. სწორედ კენჭისყრით დაინერგა ტოკენების ემისიის შეზღუდვა და დაემატა ახალი ქსელის Aptos-ის მხარდაჭერა.
მნიშვნელოვან როლს კრიპტოვალუტა CAKE-ის გამოყენებაში IFO-პლატფორმა ასრულებს. ახალი პროექტების საჯარო სეილებში მონაწილეობის მისაღებად, ტოკენები CAKE სტეიკინგზე უნდა გაუშვათ და რაც უფრო მეტს გაუშვებთ, მით მეტი ალოკაციის მიღებას შეძლებთ. ასევე, ალოკაციის ზომა სტეიკინგის ხანგრძლივობაზეც მოქმედებს.
ტოკენები CAKE ასევე გამოიყენება როგორც საკომისიო გარკვეული მოქმედებების დასადასტურებლად, ასევე NFT-ის ასანაზღაურებლად, რომელიც პროფილის შესაქმნელად არის საჭირო. პროფილის გარეშე თქვენ IFO-ში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.
როგორც ზემოთ იყო აღწერილი, ბირჟა Pancakeswap-ის ტოკენები ასევე გამოიყენება სათამაშო განყოფილებებში, როგორიცაა "წინასწარმეტყველება" და "ლატარია". ამავდროულად, ლატარიის საპრიზო ფონდის 20% იწვება. ტოკენების დაწვა ტოკენომიკაში მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ეს ფასზე დადებითად მოქმედებს.
როგორ დავამატოთ ტოკენები CAKE Metamask-ში?
ტოკენ CAKE-ების დამატება Metamask-ში ძალიან მარტივია. ამისათვის თქვენს საფულეში უნდა აირჩიოთ ქსელი Binance Smart Chain და დააწკაპუნოთ ღილაკზე „ტოკენების იმპორტი“. საძიებო ზოლში ჩასვით კონტრაქტის მისამართი 0x0e09fabb73bd3ade0a17ecc321fd13a19e81ce82 და აირჩიეთ PancakeSwap Token. დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი" და დაადასტურეთ იმპორტი. მზადაა!
სად შეიძლება კრიპტოვალუტა CAKE-ის ყიდვა?
ტოკენ CAKE-ები ივაჭრება ბევრ ცენტრალიზებულ ბირჟაზე, რომელთა შორისა WhiteBit, Huobi Global, Binance, Kucoin და Bybit. რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტა CAKE-ის შეძენა ასევე შესაძლებელია დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე Pancakeswap. ტოკენი ჯერჯერობით არ არის ისეთ მსხვილ ბირჟებზე, როგორიცაა OKX და Coinbase, ასე რომ, ლისტინგისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს.
ტოკენ CAKE-ის პერსპექტივები
ამა თუ იმ კრიპტოვალუტის პერსპექტივის შესაფასებლად, უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა მომენტები: გამოყენების მეთოდები, პლატფორმის პოპულარობა, ემისია და ბაზრის მდგომარეობა.
ბირჟაზე ტოკენ CAKE-ების გამოყენების უამრავი საშუალება არსებობს, რაც კარგია. თუ ვსაუბრობთ ემისიაზე, მაშინ ის შეზღუდულია - ეს გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიური ფაქტორია. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მიმოქცევაში ამჟამად ტოკენების მთლიანი მოწოდების მხოლოდ 22%-ია. აქედან გამომდინარეობს, რომ ბაზარზე უფრო მეტი CAKE გამოჩნდება, რომლებიც შესაძლოა, ბაზარზე გაიყიდოს და ამით, ფასი შემცირდეს.
ასევე უნდა გესმოდეთ, რომ CAKE საბირჟო ტოკენია და მისი ღირებულება ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად მიდის თავად ბირჟის საქმეები. თუ Pancakeswap-ს რამე აერია, მაშინ შეიძლება, CAKE-ის ფასიც მკვეთრად დაეცეს. მაგრამ, თუ დეცენტრალიზებული პლატფორმა უფრო პოპულარული გახდება, მაშინ ეს ტოკენის კარგ ზრდას ხელს შეუწყობს.