შეიძლება თუ ნარა, რომ ბიტკოინი Proof of Stake-ზე გადავიდეს?

icon BTC
icon FOR
ფოტო - შეიძლება თუ ნარა, რომ ბიტკოინი Proof of Stake-ზე გადავიდეს?
უკვე 14 წელიa ბიტკოინი Proof of Work-ის ალგორითმზე ფუნქციონირებს. ტრანზაქციების დადასტურება მაინინგის მეშვეობით ხდება. მომხმარებლები რთავენ თავის მოწყობილობებს და მოპოვებული ბლოკებისთვის ჯილდოს იღებენ. შესაძლებელია თუ არა ქსელის განახლება და მაინინგის პროცესის სტეიკინგით ჩანაცვლება?
Ethereum  პირველი ბლოკჩეინი გახდა, რომელმაც  ალგორითმის მუშოაბის Proof of Stake-ზე შეცვლა გადაწყვიტა. მაინინგი, როგორც პროცესი, ზედმეტად ენერგოტევადი იყო და გაზრდილი სირთულე აიძულებდა მაინერებს, რომ ძვირადღირებული აღჭურვილობა შეეძინათ. ბიტკოინს მსგავსი პრობლემები აქვს: მაინინგის უმეტეს ნაწილს დიდი ხანია მსხვილი პულები ასრულებენ  და ერთ, ცალკე აღებულ მაინერებს ბლოკის პოვნისა და ჯილდოს მიღების დაბალი ალბათობა აქვთ.
ბიტკოინის ქსელის უმსხვილესი მაინინგ პულები (https://explorer.btc.com/)

ბიტკოინის ქსელის უმსხვილესი მაინინგ პულები (https://explorer.btc.com/)

თეორიულად, სავსებით შესაძლებელია BTC ბლოკჩეინის POS-ში გადატანა. Ethereum-ის გადასვლა სტეიკინგის ალგორითმზე, მომზადების ყველა ეტაპთან ერთად, რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ქსელის უზარმაზარი გადატვირთულობის გამო. ეთერიუმი არის ყველაზე დიდი დეცენტრალიზებული მანქანა კრიპტო სამყაროში, სადაც ასიათასობით სმარტ  კონტრაქტი  მოქმედებს. BTC-თან დაკავშირებით ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა - ბლოკჩეინში სმარტ კონტრაქტების რაოდენობა ასჯერ ნაკლებია და თავად BTC არ არის პოზიციონირებული, როგორც პლატფორმა დეცენტრალიზებული ფინანსებისთვის. ეს არის საინვესტიციო აქტივი, რომლის  შეძენა ინფლაციისგან სახსრების დასაცავად ხდება.

ბიტკოინის ქსელში სტეიკინგი ბლოკის გენერაციის ყველა მსურველს მისცემდა მონაწილეობის შესაძლებლობას. BTC-ის მაინინგის სირთულე მუდმივად მატულობს და ამჟამად ისტირულ მაქსიმუმზეა. ამიტომ უბრალო კომპიუტერები ამისთვის საკმარისი არ არის, აუცილებელია ძვირადღირებული ASIC-ის შეძენა.
BTC-ის მაინინგის სირთულის გრაფიკი  (https://explorer.btc.com/)

BTC-ის მაინინგის სირთულის გრაფიკი (https://explorer.btc.com/)

მთავარი შეკითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, შეუძლია თუ არა ბიტკოინს სტეიკინგზე გადასვლა, არამედ იმაში - ეს მართლაც აუცილებელია თუ არა?

ძირითადი ასპექტები, რომლენბიც BTC-ის ფასეულობას აყალიბებს:

  • მაინინგი, როგორც ქსელის დეცენტრალიზაციის და უსაფრთხოების ინსტრუმენტი;
  • ბლოკჩეინის უცვლელობა და მდგრადობა;
  • შეზღუდული ემისია;
  • მონეტების მოპოვების სირთულე.

ბიტკოინმა ტექნოლოგიური გაგებით დიდი ხანია წააგო მრავალ ბლოკჩეინთან.  მისი მთავარი კოზირი უცვლელობაა. მთავარი კრიპტოვალუტის მიმართ ნდობა 14 წელია ყალიბდებოდა და ამდენივე ხანი Proof of work ფუნქციონირებს როგორც სანდო და მდგრადი ალგორითმი. მუშაობის ალგორითმის ცვლილების შემთხვევაში, არ არსებობს იმის გარანტია, რომ საზოგადოება არ გადაწყვეტს გაზარდოს ემისია, ან სხვა რაიმე ასპექტი, რომელიც ქმნის BTC-ის ფასეულობას.

მაინინგის სირთულის ხელახალი გადათვლა ყოველ 2 კვირაში ერთხელ, ბლოკის ჯილდოს შემცირება ყოველ 4 წელიწადში (განახევრებით), 2140 წლამდე ყველა BTC-ის მოპოვების შეუძლებლობა - ყველა ეს მექანიზმი  ჩადო ამ სისტემაში ბიტკოინის შემქმნელმა, სატოში ნაკამოტომ. სწორედ მათი უცვლელობის გამო ხალხს სჯერა BTC-ის, როგორც რაღაც ახლის, რომელიც ცენზურის და გარე ფაქტორების მიმართ მდგრადია. მთავარი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინის შეცვლა შეიძლება სასარგებლო იყოს, ის დაამატებს ინოვაციას და ტექნოლოგიურობას. მაგრამ რაც აქედან საბოლოოდ გამოვა, ის ბიტკოინი აღარ იქნება.