ღრუბლოვანი მაინინგის სერვისების რეიტინგი

ფოტო - ღრუბლოვანი მაინინგის სერვისების რეიტინგი
ღრუბლოვანი მაინინგის მომგებიანობა და უსაფრთხოება თითქმის 100%–ით შერჩეულ პროვაიდერზეა დამოკიდებული. რომელმა სერვისებმა მიიღეს მომხმარებელთა მაღალი შეფასება?
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ისეთი „მძიმე“ კრიპტოვალუტის მოპოვება, როგორიც ბიტკოინია, ეკონომიკურად არაპრაქტიკული გახდა მარტოხელა მაინერებისთვის. ენერგეტიკული კრიზისისა და დათვის ბაზრის პირობებში კი, სოლო მაინინგი ზოგჯერ სულაც წამგებიანი ხდება.
 
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ღირს ციფრული ფულის მაინინგიდან შემოსავლის მიღების იდეაზე უარის თქმა? არა. შეგიძლიათ იქირაოთ დატა–ცენტრის  ღრუბლოვანი ჰეშ–სიმძლავრე  და მინიმუმამდე დაიყვანოთ თქვენი ენერგიის ხარჯები.

ღრუბლოვანი მაინინგის პლუსები და მინუსები

დავიწყოთ სასიამოვნო მომენტებით.

მაინინგის გარე სერვისების დაქირავების უპირატესობები:

  1. თქვენ არ გჭირდებათ სპეციალური ცოდნა და უნარები. ყველა პროცესი ავტომატიზირებულია და აწყობილი. თქვენ უერთდებით უკვე სტაბილურად მომუშავე გუნდს, სადაც თითოეული „მაინინგის მქმნელი ხელი“ მნიშვნელოვანია.

2. არ არის საჭირო დამატებითი მოწყობილობების ყიდვა. თქვენ აღარ გიწევთ   ფერმაში ჩადებული თანხების ანაზღაურება: დასაწყისშივე  იწყება  წმინდა მოგებაზე მუშაობა (რა თქმა უნდა, ღრუბლოვანი მაინინგის სერვისების ღირებულების გამოკლებით).

3. თქვენ არ გჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და აღჭურვილობის კონფიგურაცია - ეს პრობლემები მოგვარებულია დატა–ცენტრის მფლობელების მხრიდან.

4. ელექტროენერგიის გადასახადები შოკში არ ჩაგაგდებენ. ისინი დიდად არ  განსხვავდებიან იმისგან, რაც თქვენ  ღრუბლოვანი ფერმასთან თანამშრომლობის დაწყებამდე.გადაიხადეთ  და თუ მაინინგს  ვიდეო ბარათებზე ახდენდით, მაშინ სამჯერ ნაკლები.

ანუ ეს არის ფულის გამომუშავების პასიური  მოდელი, რომელიც არ საჭიროებს თქვენი მხრიდან მუდმივ კონტროლს. და სასიამოვნო ბონუსი - არ არის ხმაური და არ არის საჭირო ოთახის გაგრილება. 
ახლა კი ნეგატიური მხარეების შესახებ:

1. დიდი რაოდენობით თაღლითური რესურსები, რომლებიც გვთავაზობენ ღრუბლოვანი მაინინგის სერვისებს. მოტყუების უდავო ნიშანია გადაჭარბებული შემოსავლის დაპირებები. თუ თქვენ გთავაზობენ წელიწადში 250%-ზე მეტის „გარანტირებულ შემოსავალს“, თამამად დახურეთ საიტის ჩანართი. ეს არის სატყუარა მარტივი ფულის გულუბრყვილო მოყვარულთათვის.

2. მონეტების არჩევანი ყოველთვის არ შეესაბამება თქვენს წარმოდგენებს   მაინინგის მომგებიანი მიზნის შესახებ. ასორტიმენტს არჩევენ აღჭურვილობის მფლობელები ,თქვენ კი  გეპატიჟებიან ან შეუერთდეთ მათ მაღაროს ან გაიაროთ. 

3. ჰეშ–კონტრაქტის გაქირავების მინიმალური ხელშეკრულების ვადა 6 თვეა. კრიპტოვალუტების მაღალი ვოლატილობის გათვალისწინებით, არსებობს  რისკი ხელი მოაწეროთ მაღალი სავარაუდო მომგებიანობის მქონე ხელშეკრულებას და კვარტალის შემდეგ კი მომგებიანობა შეიძლება შემცირდეს.

როგორ შევარჩიოთ რესურსი ღრუბლოვანი მაინინგისთვის

პლატფორმა შეარჩიეთ ზემოთ ჩამოთვლილი აშკარა დადებითი და უარყოფითი მხარეების საფუძველზე.

მაგრამ პირველ რიგში, მოიშორეთ ზედმეტი ოპტიმიზმი და შეეცადეთ ფხიზელი თვალით შეხედოთ ყველაფერს. თუ თქვენ მზად ხართ თვეში მინიმუმ 100 დოლარის ინვესტიცია განახორციელოთ, რათა  ერთი წლის მერე 30-80%–იანი  მოგება მიიღოთ, მაშინ შეგიძლიათ დაიწყოთ ბაზარზე შეთავაზებების ძებნა.
 
მიაქციეთ ყურადღება შემდეგ დეტალებს:
 
1. გადახდის რა მეთოდებს გვთავაზობს სერვისის პროვაიდერი? კრიპტოვალუტების გარდა, სანდო პროვაიდერები ფიატის რამდენიმე  ვარიანტს იღებენ, მათ შორის საკრედიტო ბარათებს და IBAN გადარიცხვებს. 
2. რა ვადით შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება? თუ ჰეშ–კონტრაქტის მინიმალური ვადა 3 წელია, მაშინ უმჯობესია არ გარისკოთ ფულის ჩადება. კიდევ უფრო არასანდოდ გამოიყურება ექვსთვიანი კონტრაქტი 100%-იანი წინასწარი გადახდით.  ხელშეკრულებას ვერ შეწყვეტთ და არც თანხა დაგიბრუნდებათ. საუკეთესო ვარიანტია ხელშეკრულება 90 დღით ყოველთვიური გადახდით და მისი გაგრძელების უფლებით.
 
3. იყენებს თუ არა საიტი ორფაქტორიან ავთენტიფიკაციის ინსტრუმენტს? ლეგალური პროვაიდერები ზრუნავენ თქვენი სახსრების დაცვაზე და არ არიან დაინტერესებულნი რეკლამაციებში, ამიტომ ისინი ცდილობენ დაიცვან მაინერების საფულეები გატეხვისგან.
4. რა პერიოდულობით  შეიძლება  მიღებული თანხის  პირად საფულეში გადატანა? თუ შემოთავაზებულ კონტრაქტში ნათქვამია, რომ თანხების გამოტანა  შესაძლებელია მხოლოდ მისი ამოწურვის შემდეგ (თუნდაც დაწესებული ვადა  90 დღე იყოს), მაშინ ეს  თაღლითური საიტია. სანდო პლატფორმები შესაძლებელს ხდიან   თანხის ყოველდღიურ გადარიცხვას სერვისის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე.
 
5. როგორია   გატანის მინიმალური თანხა? აქ შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტები: 0.01 BTC-დან 20$-ის ექვივალენტამდე. აირჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.
 
ჩვენ მოვამზადეთ რჩევები დამწყებთათვის და შევადგინეთ ღრუბლოვანი მაინინგ სერვისების რეიტინგი პირადი გამოცდილებისა და მომხმარებელთა საჯაროდ გამოქვეყნებული  გამოხმაურების  საფუძველზე.

ღრუბლოვანი მაინინგის საიტები კარგი პირობებით

ღრუბლოვანი ჰეშ–კონტრაქტის პროვაიდერის არჩევანი ასევე თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაზეა  დამოკიდებული. მაგალითად, ზოგიერთი კომპანია არ არეგისტრირებს მაინერებს დსთ-დან, ზოგი კი უარით ისტუმრებს   მომხმარებლებს ჩინეთიდან. ჩვენ შევეცადეთ შეგვედგინა მცირე უნივერსალური სია, რომელიც მოერგება ყველას, ვისაც სურს  ღრუბლოვანი მაინინგი სცადოს.

IQ Mining

კომპანია IQMining  სეიშელის კუნძულებზე 2016 წელ სდარეგისტრირდა. მისი სათაო ოფისი დიდ ბრიტანეთშია. დატა–ცენტრები განლაგებულია კანადაში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, საქართველოში. ემსახურება დაახლოებით 1 მილიონ კლიენტს ინდოეთიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ყოფილი დსთ-ს ქვეყნებიდან.
 
პლუსები:
 
● მაინინგისთვის მონეტების ფართო არჩევანი, Monero–ს, Dash–ის, Zcash–ის ჩათვლით;
● გადახდები  ВТС–სა და  ЕТН–ში;
● ჰეშრეითის გადასახდელად სააქციო  30%–იანი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა;
● შემოსავლის ბუსტერი ავტო–რეინვესტირებისთვის;
● კრიპტოვალუტის სავაჭრო ინსტრუმენტების მქონე  სერვის–ბირჟის ხელმისაწვდომობა;
● მაინინგის სტატისტიკა რეალური დროის რეჟიმში;
● მინიმალური დეპოზიტი (პაკეტი Bronze) 0,01 ВТС;
● ტექნიკური მხარდაჭერა 24/7;
● ლიცენზიებისა და სერტიფიკატების არსებობა;
● ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია;
● კონტრაქტის 3 ვარიანტი სხვადასხვა შემოსავლიანობით: 1 წელი, 2 წელი და 5 წელი.
მინუსები:
● დაფარული გადახდები ანგარიშის მომსახურებისთვის;
● მაღალი საკომისიო კონტრაქტის შესრულებისთვის (10%);
● დამატებითი ჰეშრეითის  მომატებული ღირებულება;
● ხანგრძლივი ვერიფიკაცია. 

ცალკე დავამატებთ, რომ სიმძლავრეების მფლობელი განსაზღვრავს სხვადასხვა დონის ანგარიშებს, რომლებიც განსხვავდება  GH/s-ისთვის ფასში, მომსახურების საფასურით და ჰეშრეიტის ქირაობის მინიმალური თანხის ოდენობით. ხელშეკრულების გაფორმებისას,  ყურადღებით უნდა გაერკვეთ, თუ როგორ იმოქმედებს ანგარიშის დონე გადახდების ოდენობაზე. ასევე არის «Pro»  ღრუბლოვანი კონტრაქტები წელიწადში დამატებით 20%-იანი საპროცენტო განაკვეთით, რომლის მიღებაც შესაძლებელია ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებით.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, IQMining პლატფორმაზე ფულის გამომუშავების ალგორითმი არ აჩენს  ნდობას და ნამდვილად არ არის შესაფერისი დამწყებთათვის.
 
ჩვენი შეფასება 4/10

ECOS

კომპანია ECOS ოფიციალურად  2017 წელს სომხეთში თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში დარეგისტრირდა. დატა–ცენტრი   მაინინგისთვის სიმძლავრეს იღებს რაზდანის თბოსადგურიდან. ემსახურება დაახლოებით 300 000 მომხმარებელს ყოფილი დსთ–ს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.
 
ეს უფრო მეტია ვიდრე ღრუბლოვანი მაინინგ სერვისი. ECOS არის პლატფორმა, სადაც არის ციფრულ აქტივებთან მუშაობის სხვადასხვა ინსტრუმენტები: კრიპტოსაფულე, ბირჟა, პლატფორმა პერსპექტიულ ციფრულ სტარტაპებში ინვესტირებისთვის, გადამცვლელი და ინფრასტრუქტურა საკუთარი ფერმის ასაშენებლად.
პლუსები:

● კალკულატორი შემოსავლის პროგნოზირებისთვის;
● სახსრების ყოველდღიური გამოტანა 0,001 BTC–დან;
● App Store–სა და  Google Play–ში ხელმისაწვდომი  კომფორტული მობილური აპლიკაცია;
● უფასო სატესტო კონტრაქტი 30 დღის ვადით;
● მრავალენოვანი ინტერფეისი;
● მინიმალური საწყისი შენატანი ($100);
● საქმიანობის ოფიციალური ლიცენზიის არსებობა;
● ღრუბლოვანი მაინინგისთვის კრიპტოვალუტების კარგი არჩევანი 
მინუსები:
● ჰეშრეიტისთვის ხელშეკრულებაში დაუზუსტებელი  დაფარული გადახდები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოსალოდნელ მოგებას;
● გარე საფულეში თანხების გატანის ხანგრძლივი პერიოდი;
● არც თუ ისე კეთილგანწყობილი ტექნიკური მხარდაჭერა;
● ზოგიერთი ქვეყნის მომხმარებლებისთვის საჭიროა vpn–ის დაყენება ;
● კლიენტებისთვის  არაგამჭვირვალე საინვესტიციო პროექტებზე წინადადებების  თავს მოხვევა მკაფიო გათვლების გარეშე.
 
 4/10 დავუწერდით, მაგრამ  სასიამოვნოდ აღსანიშნავია, რომ კომპანია კრიპტობაზრის შესაძლებლობებს რეალურად აფასებს. სავარაუდო წლიურ შემოსავალს ისინი  45%–ის დონეზე ასახელებენ. და კიდევ ერთ ქულას ვუმატებთ სატესტო პერიოდისთვის.
ამიტომ ჩვენი შეფასებაა 6/10

BitDeer

Bitdeer   ღრუბლოვანი მაინინგის ბაზარზე 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ემსახურება მომხმარებლებს 200 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან. მოიცავს ღრუბლოვანი მაინინგის კონტრაქტებს, ჰეშრეიტის მულტიბრენდულ  ბაზარს და ღრუბლოვანი ჰოსტინგის სერვისებს. დატა–ცენტრები მდებარეობს ნორვეგიაში.
 
პლუსები:

● სავარაუდო შემოსავლის კალკულატორი;
● პირდაპირი დეპოზიტები მაინინგის მსხვილი პულებისგან;
● ოფიციალური აპლიკაციები iOS–ისა და Android–ისთვის;
● 24/7 მრავალენოვანი ტექნიკური მხარდაჭერა;
● კრიპტოვალუტების გრაფიკები რეალურ დროში;
● რეფერალური პროგრამა (2%);
● სატარიფო გეგმები არჩეული მონეტის მიხედვით 3-დან 12 თვემდე; 
●გამომუშავებული ფულის ყოველდღიური გამოტანა.
მინუსები:
●მომსახურების მაღალი ღირებულება ($542–დან  50 TH/s–სთვის )
● სახსრები მაინერის საფულეზე ირიცხება  გამოტანიდან 10-14 დღეში;
● საიტზე არაა მითითებული  ინფორმაცია იურიდიული მისამართისა და მიღებული ლიცენზიების შესახებ.
ჩვენი შეფასება - 7/10

Let Me Cloud

LetMeCloud  ჰეშ–პროვაიდერია, რომელიც 2016 წლიდან დიდ ბრიტანეთში ოფიციალურადაა დარეგისტრირებული და აქვს ოფისი ლონდონში. დატა–ცენტრები განტავსებულია ისლანდიაში,ნორვეგიასა და კანადაში.

პლუსები:

● ყოველდღიური ავტომატური გადახდები მაინერის პირად საფულეზე ან საბანკო ბარათზე სწრაფი ჩარიცხვით;
● მომხმარებელთა  24/7 მრავალენოვანი მხარდაჭერა;
● საიტის კომფორტული ინტერფეისი;
● ნებისმიერი პერსონალური კომპიუტერიდან,პლანშეტიდან ან სმარტფონიდან მარტივი მართვა;
● რეალური დროის რეჟიმში მაინინგის სტატისტიკა;
● ერთწლიანი კონტრაქტის 3 ვარიანტი (Standart, Start Bonus და FT Bonus) სხვადასხვა ჰეშ–სიმძლავრით,და შესაბამისად შემოსავლიანობით;
● სასტარტო შენატანისთვის ზომიერი შენატანი ($250);
● ღრუბლოვანი მაინინგის მომსახურების ფიატით გადახდის შესაძლებლობა;
● ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია;
● დიდი ბრიტანეთის მთავრობის ყველა ლიცენზიისა და სერტიფიკატის არსებობა;
● შეთანხმების ხელმოწერიდან პირველ თვეს  ჰეშ–სიმძლავრის  33%–იანი დამატებითი ბონუსი;
● რეფერალური პროგრამა (20%).
მინუსები:
● კონტრაქტის მინიმალური ვადა  - 12 თვე;
● რეალური შემოსავლიანობა იწყება  $1000–ის ინვესტირების შემდეგ. 

თამამად შეიძლებოდა  10/10 ქულის დაწერა, რომ არა ერთი ნიუანსი:
LetMeCloud მხოლოდ BTC–ის მაინინგის შესაძლებლობას იძლევა.

Sidebar ad banner
Recommended