კრიპტოვალუტა ფინანსური სისტემის მომავალია?

icon FOR
ფოტო - კრიპტოვალუტა ფინანსური სისტემის მომავალია?
კრიპტოვალუტა ტრადიციულ ფინანსურ სისტემას დაუპირისპირდა და მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს საფრთხეს უქმნის დამყარებულ წესრიგს, ზოგი კი მასში ხედავს თანამედროვე საბანკო სისტემის გაუმჯობესების ინსტრუმენტს. რას წარმოადგენს სინამდვილეში კრიპტოვალუტა?

არავითარი შუამავლები

უპირველეს ყოვლისა, კრიპტოვალუტა არის ფინანსური შუამავლების, მაგალითად, ბანკების, ან გადახდის სერვისების მომწოდებლების არარსებობა. მცირდება დროისა და რესურსების ხარჯები, რომლებიც ტრადიციული ფინანსური სექტორისთვის დამახასიათებელია. გარდა ამისა, კრიპტოვალუტის წყალობით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ფინანსური დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, რადგან აღარ არის  აუცილებელი, დავეყრდნოთ იმ ინსტიტუტებს, რომლებიც სახსრებს მართავენ და ინახავენ. 

ავტომატიზაცია და გამჭვირვალობა

სმარტ კონტრაქტები ფინანსური დარგისთვის ფართო პერსპექტივას გთავაზობს. მათი საშუალებით, ფინანსური გარიგებები ავტომატურად ხორციელდება და უზრუნველყოფილია სახელშეკრულებო პირობების შესრულება. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, თავი აარიდოთ ზედმეტ შუალედურ ეტაპებს, ასევე ადამიანურ ფაქტორს, რომელიც შეიძლება შეცდომის, ან კორუფციის მიზეზი გახდეს. სმარტ კონტაქტები გამჭვირვალობის გარანტიას იძლევა, ვინაიდან ყველა ტრანზაქციის მონიტორინგი ხდება, მათ შესახებ ინფორმაცია კი ვერ წაიშლება. ეს ყველაფერი ბლოკჩეინში სამუდამოდ რჩება. 

ხელმისაწვდომობა

კრიპტოვალუტა არის ფინანსური სერვისი მათთვის, ვინც ფიზიკურ საშუალებებს მოკლებულია. ზოგიერთ ქვეყანაში არ არსებობს განვითარებული საბანკო სისტემა, ხოლო მათი მოსახლეობა მაღალი საკომოსიოსა და ფულის გადარიცხვების დიდხნიან ლოდინს აწყდება. კრიპტოვალუტა გადახდების, ან ფინანსების მიღების სწრაფი, იაფი და უსაფრთხო მეთოდია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. გარდა ამისა - არავითარი უქმეები და  ლანჩბრეიქები.

ამჟამინდელი პრობლემები

კრიპტოვალუტის ყველა უპირატესობასთან ერთად, არსებობს უამრავი პრობლემა, რომელთანაც ჯერ კიდევ გამკლავებაა საჭირო. ერთ-ერთი მათგანი რეგულირება არის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კრიპტოვალუტების სარგებლით სრულად სარგებლობს და მისთვის ხელსაყრელ ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას ქმნის, სხვები უფრო სკეპტიკურ მიდგომას ემხრობიან და მას სრულად, ან ნაწილობრივ კრძალავენ. შედეგად, კრიპტოინდუსტრიის განვითარების კუთხით სირთულეები ჩნდება, რაც მას თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას არ აძლევს.

უფრო მეტიც, ის ექვემდებარება ფასების მნიშვნელოვან რყევებს. ამრიგად, კრიპტოვალუტა ხდება ღირებულების შენარჩუნების ნაკლებად საიმედო საშუალება, ვიდრე ტრადიციული ვალუტები. ამასთან, ეს პრობლემა მოგვარებადია, თუ კრიპტოვალუტა უფრო ფართოდ იქნება გავრცელებული. ასე რომ, თუ ის მოიპოვებს ისეთივე დიდ კაპიტალიზაციას, როგორიც აშშ დოლარს აქვს, სავარაუდოდ, ვოლატილობის საკითხი დაიხურება.

კრიპტოვალუტების პრობლემად (უფრო სწორად თავისებურებას) შეიძლება მისი მოუმწიფებლობა დავასახელოთ. ნაწილობრივ, ის წააგავს "ველურ დასავლეთს", რადგან ჯერ კიდევ არსებობს ნიადაგი თაღლითობისა და ჰაკერების თავდასხმებისთვის. ამგვარი ინციდენტები რეპუტაციაზე აისახება, თუმცა, ამ პრობლემების დასაძლევად გარკვეული ზომებს უკვე იღებენ.

რა ვითარებაა რეალურად?

იმისდა მიუხედავად, რომ ტრადიციული ფინანსების ზოგიერთი მომხრე კრიპტოვალუტას საფრთხედ აღიქვამს, ფინანსური სისტემის მომხმარებლების უმეტესობა მისგან სარგებლის მიღებას ახერხებს. კერძოდ, ეს ეხება გარკვეულ საბანკო დაწესებულებებს, ასევე საერთაშორისო გადახდის სისტემებს, Visa, ან MasterCard. კრიპტოინდუსტრიასთან ბრძოლის ნაცვლად ისინი მასთან თანამშრომლობას ცდილობენ და ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიებს ნერგავენ.