ჩარლზ ჰოსკინსონი, Cardano-ს თანადამფუძნებელი, CoinDesk-ს ყიდულობს
posted 20 იან 2023
CoinDesk-ი არის Digital Currency Group-ის მედია-აქტივი, რომლის ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.
„მინდა გავიგო, როგორ დავუბრუნდე ისევ ჟურნალისტურ პატიოსნებას“, - ასე განმარტა ჰოსკინსონმა თავისი მოტივები YouTube-ზე პირდაპირ ეთერში.
Cardano-ში ელიან, რომ CoinDesk-ის შეძენა $200 მილიონი დაჯდება. თვითონ ტოკენი Cardano ADA შედის CoinMarketCap-ის ტოპ-10 დაახლოებით $11,7 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციით.