მოქალაქეობის მიღება კრიპტობირჟის საშუალებით: მითი თუ რეალობა?
კრიპტოვალუტის ბირჟების ზოგიერთ ქვეყანასთან თანამშრომლობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ მომხმარებლების მიერ KYC-ის გავლა მაღალი რეპუტაციის მქონე ტოპ სავაჭრო პლატფორმებზე ციფრული მოქალაქეობის მიღების გარანტიაა. ეს ხუმრობა კი არა, არამედ რეალობაა.
როდესაც დომინიკის თანამეგობრობის მთავრობამ 2021 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ კრიპტობირჟა Huobi-სთან პირადობის ციფრული მოწმობისა და ეროვნული ციფრული ვალუტა Dominica Coin-ის (DMC) შესაქმნელად თანამშრომლობს, თავდაპირველად ბევრი პროექტის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი.
კრიპტობირჟა Huobi-სა დომინიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის დაწყების ოფიციალური ანონსი
თუმცა, უკვე დეკემბერში ნათელი გახდა, რომ ორგანიზატორებს ამის გაკეთება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, თავად პროექტის განხორციელება კი სრული ტემპით მიმდინარეობს. ბირჟა Huobi Dominica Digital ID-ის მისაღებად (შემოკლებით DID) განაცხადების მიღება საკუთარ ვებპლატფორმასა და მობილურ აპლიკაციაზე 2021 წლის 23 დაიწყო.
Dominica DID-ის მისაღებად განაცხადების მიღების დაწყების ანონსი
Dominica DID-ზე მისაღებად განაცხადის შესატანად, Huobi-ს ნებისმიერმა მომხმარებელმა პირადობის მოწმობის მე-3 დონის დადასტურება (KYC პროცედურა) უნდა გაიაროს. ასეთ მომხმარებლებს განაცხადის შეტანა მხოლოდ ერთი Dominica DID-ის მისაღებად შეუძლიათ.
დომინიკის ციფრული მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის ინიციირება
ანუ, Huobi-ზე ანგარიშის ფლობა, ვერიფიკაციის შესაბამისი დონით, ერთადერთი პირობაა დომინიკის ციფრული მოქალაქეობის მისაღებად. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, რა უფლებებს იძლევა ეს მოქალაქეობა და რა არის ამ პროექტის მიზანი.
პროექტის მიზანი
Huobi-ს გარდა, პროექტში Tron Network და DMC Labs მონაწილეობენ. პროექტის მიზანი საკმაოდ ამბიციურია: დომინიკის რესპუბლიკის მთავრობის ნებართვით, ჩაატაროს Initial Country Offering მსოფლიოში პირველი ეროვნული DMC ტოკენებისა და მოქალაქეობის პირველი ციფრული დამადასტურებელი Dominica DID-ის ამოქმედებით. პროექტის მიზანი Web3-ისა და Metaverse-ის გლობალურ განვითარებაში წვლილის შეტანაა.
Tron, BitTorrent და DMC Labs DMC-ის გამოშვების ტექნოლოგიების third-party პროვაიდერები არიან. ბლოკჩეინი Tron Network დომინიკის თანამეგობრობის ეროვნული ბლოკჩეინ- ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ოფიციალურად შეირჩა.
ეს ეროვნული ციფრული ტოკენების (და არა CBDC-ის) პირველი გამოშვებაა, რომელიც დომინიკის მთავრობისა და ხალხის მიერ ოფიციალურად ნებადართულია. მისი მონაწილეები თვლიან, რომ ასეთი პროექტი ვირტუალური აქტივების ინდუსტრიაში ახალი ეპოქის გარიჟრაჟის სიმბოლო იქნება, დომინიკას კი მსოფლიოში პირველ Crypto Island-ად აღიარებენ.
დეტალური ინფორმაცია ტოკენ DMC-სა და Dominica DID მოწმობის შესახებ.
DMC ტოკენების გამოშვება დომინიკის მთავრობის მიერ იყო დამტკიცებული. DMC მსოფლიოში პირველი ეროვნული ტოკენია, რომელიც აჩვენებს ქვეყნის სწრაფვას ვირტუალური აქტივებისა და მეტავერსის სამყაროში ინტეგრაციისკენ. ტოკენი DMC თავდაპირველად TRC-20 სტანდარტში გამოჩნდა, შემდეგ კი ERC-20 და BEP-20 სტანდარტებში. ურთიერთქმედება ისეთ ქსელებთან, როგორიცაა Ethereum და BNB Smart Chain, BitTorrent Chain პროტოკოლის მეშვეობით მოხდება.
DMC-ის ტოკენსეილი Huobi Prime-ზე გაიმართება. DMC ტოკენების გაყიდვის პარალელურად, ბირჟა Huobi აპლიკაცია Dominica DID-ს ააქტიურებს.
მომავალში Dominica DID-ის გამოყენება Huobi-ზე KYC პროცედურის გასავლელად იქნება შესაძლებელი.
Dominica DID-ის მფლობელებს ასევე Tron ქსელში Dominica Metaverse Bound Token-ისა (DMBT) და Soulbound Token-ის (SBT) უფლება ექნებათ. SBT ტოკენების მფლობელებს ასევე შეეძლებათ, მიიღონ ციფრული მოქალაქეობა დომინიკას მეტავერსში იგივე უფლებებით, როგორც რეალურ სამყაროში.
გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ოფიციალური ფიზიკური პირადობის მოწმობის (ID) აღებაც. ამისათვის თქვენ უნდა მიუთითოთ საფოსტო მისამართი და გადაიხადოთ მისი შექმნისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების საფასური.
DMC ტოკენების პრივილეგიები
DMC ტოკენების მფლობელებს შეუძლიათ, მიიღონ დომინიკის მთავრობის მიერ გაცემული პასპორტები, რომლებიც მათ უვიზოდ შესვლის უფლებას აძლევს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონში, მათ შორის ევროკავშირში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში, ბრაზილიაში, ჰონგ-კონგსა და ა.შ.
TRX, USDD და სხვა კრიპტოვალუტებთან ერთად, DMC-ები დომინიკის თანამეგობრობაში ლეგალური აქტივის სტატუსს მიიღებენ და გადახდის საშუალების სახით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმიქმედებენ.
Dominica მეტავერის შექმნის შემდეგ, DMC ტოკენი იქ ნატიურის სტატუსს მიიღებს, რაც მათ მფლობელებს მისცემს სხვადასხვა პრივილეგიებს Metaverse-ში , ასევე TRX, BTT, SUN, JST და DMC ტოკენების აირდროპის უფლებას.
Dominica DID გამოყენების სფეროები და პრივილეგიების პროგრამა მათი მფლობელებისთვის
პირადობის ციფრული მოწმობა Dominica DID შეიძლება გამოყენებულ იქნას:
- KYC პროცედურის გავლა ყველა სამთავრობო რესურსსა და ძირითად ციფრულ პლატფორმაზე (Metaverse და ა.შ.);
- საბანკო ან ფინანსური ანგარიშების გახსნა ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად;
- კრედიტებისა და სესხების გაფორმება;
- ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიების რეგისტრაცია;
- ციფრული აქტივების შეძენა.
ინფორმაცია ქვეყნის შესახებ
დომინიკის თანამეგობრობა კუნძულოვანი სახელმწიფოა კარიბის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის ფართობია 751 კვ. კმ, მოსახლეობა კი 72000 ადამიანს შეადგენს. ქვეყნის სამართლებრივი სისტემა ინგლისურ საერთო სამართალს ეფუძნება. ოფიციალური ენა ინგლისურია.
დომინიკის სანაპიროს ფოტო
გარდა დიდი რაოდენობით პლაჟებისა და ტროპიკული ტყეებისა, დომინიკა ცნობილია იმით, რომ კარიბის ზღვის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების პროგრამა შემოიღო. ამ პროგრამის პოპულარობა 1991 წელს წელს მისი ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. სახელმწიფოს არ აყენებს ენის, ასაკის, გამოცდილების, ან განათლების მოთხოვნებს, არ არის აუცილებელი გასაუბრების გავლაც.
ახლა დომინიკის ხალხი ასევე პირველი ერი გახდა, რომელსაც აქვს ციფრული პირადობის მოწმობა, რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე და Web3 ჰაბის, მეტავერსისა და საკუთარი ეროვნული ტოკენის შექმნის პერსპექტივა აქვს.