Clarins Precious: სილამაზე, NFT და ბლოკჩეინი

ფოტო - Clarins Precious: სილამაზე, NFT და ბლოკჩეინი
ევროპულმა კოსმეტიკურმა კომპანიამ Clarins თავისი პირველი NFT კოლექცია წარმოადგინა. ის ეძღვნება კანის მოვლის ახალ ხაზს Clarins Precious.
Clarins არის საოჯახო კომპანია, რომელიც პარიზში 1954 წელს  დაარსდა. კომპანია აწარმოებს და ყიდის კოსმეტიკას, კანის მოვლის საშუალებებსა და სუნამოებს. Clarins მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და თავისი პროდუქციის პოზიციონირებას პრემიუმ სეგმენტში ახდენს.

Clarins-ის NFT კოლექცია ბაზარზე კანის მოვლის ხაზის, Clarins Precious-ის გატანას ეძღვნება. მწარმოებლის თქმით, ახალი პროდუქტის შექმნის შთაგონების წყარო Web3-ის პოტენციალი გახდა.

კანის მოვლის ამ კოსმეტიკის მთავარი ინგრედიენტი იშვიათი მთვარის ყვავილია. მცენარის შეგროვების დრო წელიწადში რამდენიმე საათით შემოიფარგლება. დაკრეფისთანავე, ყვავილი შოკური მეთოდით იყინება, რათა სამკურნალო თვისებები შეინარჩუნოს.

არსებითად, სწორედ ყვავილი გახდა 325 NFT-ის მთავარი სახვითი ელემენტი. მათი ავტორები ციფრული მხატვრები ადა სოკოლი და ინეს ალფა არიან. თითოეული Clarins Precious NFT წარმოადგენს ანიმაციას: მაყურებელს შეუძლია თვალი ადევნოს ყვავილის თანდათანობით ტრანსფორმაციას, რომელიც თავის გაღვიძებას ელოდება.

NFT Clarins Precious-ს მხარს უჭერს სინგაპურული ჯგუფი ALTAVA, რომელიც საკმაოდ ძლიერ პოზიციებს იკავებს სამხრეთ კორეის ბაზარზე. 

ALTAVA არის მოდის ბრენდების მეტავერსი, ფუფუნების საგნებისა და ელექტრონული კომერციის პლატფორმა. Clarins Precious-ის კოლექცია წარმოდგენილია Magic Eden-ზე, Solana-ზე არსებულ NFT მარკეტპლეისზე.
ეს უნიკალური საკოლექციო ნივთები ეძღვნება ციფრულ მხატვრებს, რომლებიც Web3-ის სფეროში მუშაობენ
, - განმარტავს მწარმოებელი თავის კონცეფციას.
კანის მოვლის ახალი ხაზის, Clarins Precious-ის პოპულარიზაციის მეორე მდგენელი Instagram-ისთვის სპეციალური ფილტრის ამოქმედება გახდა. მწარმოებელ კომპანიაში მას გაფართოებული რეალობის პერსონალიზებულ გამოცდილებას უწოდებენ. 

და ბოლოს, მესამე ელემენტი Clarins TRUST-ია, ბლოკჩეინზე არსებული პლატფორმა, Clarins Precious-ს წარმოების ყველა ეტაპზე დაკვირვებისთვის.
ვიმედოვნებ, რომ პროექტი Clarins Precious შთააგონებს ბევრ ქალ მხატვარს, შემოიტანონ Web3-ში სითბო და მგრძნობელობა
, - ამბობს ადა სოკოლი.