CoinDesk-ი ბიზნესის გაყიდვას განიხილავს
posted 19 იან 2023
კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული მედია-კომპანია CoinDesk Inc. განიხილავს ნაწილობრივ ან სრულად გაყიდვის ვარიანტებს. ამ საკითხის შესასწავლად CoinDesk-მა მოიწვია ექსპერტები დამოუკიდებელი საინვესტიციო ბანკიდან Lazard Ltd.
„ლაზარდის დაქირავების მიზანია გამოვიკვლიოთ სხვადასხვა ვარიანტები კაპიტალის მოსაზიდად CoinDesk ბიზნესში, რაც შეიძლება მოიცავდეს ნაწილობრივ ან სრულ გაყიდვას“, განუცხადა Reuters-ს CEO-მ კევინ უორტმა.
უორტის თქმით, ბოლო დროს პოტენციური მყიდველების მხრიდან ბიზნესის მიმართ ინტერესის მრავალი ნიშანი დაფიქსირდა.