ორლანდო ბრავოს კრიპტოვალუტის ბიზნესის ეთიკურობაში ეჭვი შეაქვს

ფოტო - ორლანდო ბრავოს კრიპტოვალუტის ბიზნესის ეთიკურობაში ეჭვი შეაქვს
ამერიკული საინვესტიციო კომპანიის Thoma Bravo დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის ბიზნესი ისეთი ეთიკური არაა, როგორც კერძო კაპიტალი. ეს აზრი მან კანში ფინანსური ინვესტიციების ფორუმზე გააზიარა.
ორლანდო ბრავომ აღნიშნა, რომ მას ფირმის მიერ ადრე ჩატარებული კრიპტო გარიგებები აწყობს, მაგრამ უფრო ფართო სფეროში მას სირთუულეები შეხვდა.  მან ციფრული აქტივების ბაზარი ტრეიდერების ზედმეტი შეშფოთების და გამჭვირვალობის არარსებობის გამო გააკრიტიკა. მილიარდერი მიიჩნევს, რომ ეთიკური პრობლემები იმასთან არის დაკავშირებული, რომ ეს ინდუსტრია ჯერ ახალია და მომავალში მათი მოგვარება შესაძლებელი იქნება.  
მე მომიწია კრიპტოვალუტის სამყაროს უფრო ახლოს გაცნობა, და ბიზნესის წარმოების ზოგი მეთოდი არ შეესაბამება ეთიკური სტანდარტების იმ დონეს, რომელსაც კერძო ინვესტიციებთან მომუშავე ადამიანები არიან მიჩვეული. ამან ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუა
, —განაცხადა ორლანდო ბრავომ და დაამატა, რომ მისი პოზიცია პირველი კრიპტოვალუტის მიმართ არ შეცლილა.
ინვესტორი ბიტკოინის მომხრეა, არაერთხელ გამოუთქვამს ოპტიმისტური აზრი BTC–ზე ტვიტერში, და  Bitcoin-კონფერენციაზეც კი გამოვიდა მაიამიში. იანვარში მან დაწერა, რომ  კრიპტოვალუტის,  როგორც ძირითადი ინსტრუმენტის, დანაზოგისთვის გამოყენება შეიძლება.  

ამის გარდა, მის ფირმას წილი აქვს FTX –ს კრიპტოვალუტის ბირჟაში.  2021 წელს Thoma Bravo–მ დაახლოებით  150 მილიონი დოლარი ჩადო  სამ ბანკმან–ფრიდის კრიპტობირჟაში, აქვს  მცირე ინვესტიციები კრიპტოვალუტის სექტორის სხვა კომპანიებშიც. მაგალითად, საინვესტიციო გიგანტმა მინორიტარული წილები შეიძინა  Anchorage Digital–ში, FalconX–ში, Figment–სა და  TRM Labs–ში.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მისი კომპანია  შექმნილ ვიტარებაში ახლი კრიპტო–გარიგებების დადებას, მან უპასუხა: « Thoma Bravo–ში ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რაც გვაქვს. სასურველია არსებული ინვესტიციების განვითარება,რატა მეტის გაკეთების შესაძლებლობა გაჩნდეს».

თუმცა, ორლანდო ბრავომ დაამატა,რომ კომპანიამ შესაძლოა  FTX –ში დამატებითი თანხების ჩადების საკითხი განიხილოს, თუკი ფინანსირების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება. მისი თქმით, სამ ბანკმან–ფრიდის  კრიპტოვალუტის კომპანია „მსხვილი გამარჯვებული“ გახდება. თავად FTX–ის დამფუძნებელს კი ის „ერთ–ერთ საუკეთესო ბიზნესმენად“ მიიჩნევს, ვისაც კი აქამდე შეხვედრია.  

შეგახსენებთ, რომ  Thoma Bravo —საინვესტიციო კომპანიაა კერძო კაპიტალით. 2022წლის 30 ივნისისთვის  მდგომარეობით, მისი მართვის ქვეშ აქტივების ჯამი  122 მილიარდ დოლარს აღწევდა.  ფირმის სპეციალიზაციას წარმოადგენს  ინვესტიციები ტექნოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველჰყოფაში. როგორც კომპანიის საიტზეა ნათქვამი, მათი საინვესტიციო ფილოსოფია  ადმინისტრაციულ გუნდებთან ერთობლივ მუშაობაზე და ინოვაციების დანერგვაზეა კონცენტრირებული.  მათ ბიზნესს საფუძვლად უდევს პარტნიორული მიდგომა,რომელიც მართვის პრინციპების კრებულით,ოპერაციული მაჩვენებლებითა და ბიზნეს–პროცესებითაა  მხარდაჭერილი. Thoma Bravo სტრატეგიული შენაძენების გაკეთებითაა დაკავებული, რომლებსაც გრძელვადიანი ღირებულებები გააჩნია.