კოსმეტიკური ბრენდები ციფრული მაკიაჟის შესახებ ისაუბრებენ

ფოტო - კოსმეტიკური ბრენდები ციფრული მაკიაჟის შესახებ ისაუბრებენ
ვირტუალურ რეალობაში იწყება Metaverse-ის სილამაზის კვირეული (MBW) - ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიება, რომელიც ციფრულ და რეალურ სილამაზეს ეძღვნება. გარდა ამისა, ანალოგიური ღონისძიება გაიმართება ლონდონში - რეალურში და არა ვირტუალურში.
სილამაზის მომავალზე ლაპარაკი სკინფლუენსერების გავლენის ხსენების გარეშე შეუძლებელია. ვინ არიან ისინი? 

სკინფლუენსერები კანისა და სხეულის მოვლის საკითხებში აზრის  ლიდერებს წარმოადგენენ. როგორც წესი, ისინი დიდი კოსმეტიკური კონცერნების აბმასადორები არიან. ახლა ისინი YouTube-სა და TikTok-დან მეტავერსებში გადადიან. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ბლოგერი კასანდრა ბენკსონი, რომელსაც YouTube-ზე 2 მილიონზე მეტი და Twitter-ზე 1,5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვირტუალური პლატფორმების შესწავლას ასევე იწყებს. ის MBW-ს Roblox-ზე, Decentraland-სა და Spatial-ზე აამოქმედებს. ეს მეტავერსები გახდება პლატფორმა მსოფლიოს წამყვანი კოსმეტიკური ბრენდების პოპულარიზაციისთვის:

  • Wella Professionals
  • Flannels 
  • Neutrogena
  • Lush
  • NYX
  • Glossybox
  • L'Oréal

დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებისთვის, ყველა ღონისძიება ცნობილ ლონდონურ ოქსფორდ-სტრიტზე მდებარე საფირმო მაღაზიაში Flannels დადუბლირდება. 

ღონისძიების მიზანი წამყვანი ბრენდების Web3 სივრცესთან დაკავშირებაა. ამისათვის კასანდრამ თავისი პირადი NFT კოლექციის ექსკლუზიური გამოშვებაც კი დააანონსა. წინასწარი მონაცემებით, ეს იქნება POAP ტოკენები, რომლებიც შემდგომში მფლობელებს პრემიუმ კოსმეტიკის შეძენისას ფასდაკლების უფლებას მისცემს.

კასანდრა გაგვიზიარებს თავის აზრებს იმის შესახებ, თუ როგორ დავიპყროთ Web3 სივრცე და შთავაგონოთ სილამაზის მოყვარულები, ვირტუალური რეალობას დაეუფლონ.
შექმენი დაუვიწყარი ვირტუალური იმიჯი. წყარო: metaversebeautyweek

შექმენი დაუვიწყარი ვირტუალური იმიჯი. წყარო: metaversebeautyweek

Metaverse-ის სილამაზის კვირეული მხოლოდ ახალი ესთეტიკური ტექნოლოგიების დემონსტრირება არაა. ეს ასევე არის პლატფორმა წამყვანი კოსმეტიკური ბრენდებისთვის Web3 სივრცის შესასწავლად. კოსმეტიკური კომპანიები წარმოადგენენ თავიანთ ინოვაციურ მიდგომებს ციფრული სილამაზის მიმართ, რომლებიც რეალობასა და მეტავერსს შორის არსებულ საზღვრებს შლის. ისინი აჩვენებენ, თუ როგორ შეიძლება იყვნენ ბრენდები ერთნაირად აქტუალურები და მიმზიდველები ორივე სფეროში და გამოიყენონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი სილამაზის აღქმის გასაუმჯობესებლად.

Metaverse-ის სილამაზის კვირეული გვახსენებს, რომ რეალურ სამყაროსა თუ ვირტუალურ ავატარებში სილამაზე თანამედროვე საზოგადოების განუყოფელ ნაწილად რჩება. ჩვენი გარეგნობის გაუმჯობესების მუდმივი სურვილი უსაზღვროა. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მომხიბვლელობა ნამდვილია თუ დახატული.

იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ციფრული ასლის გარეგნობა MBW-ზე, ისაუბრებენ აუგმენტირებული რეალობის გამოცდილი მხატვრები პეიჯ პისკინი და ინეს ალფა. ეს ადამიანები  ჩვენი პერსონაჟების ვირტუალური მიმზიდველობის მომავალს განაგებენ. ისინი ყველაზე მოდური ციფრული მაკიაჟის პრინციპებზე ისაუბრებენ, ციფრული გლამურის საიდუმლოებებს გაგვანდობენ და ნეილ არტის ვირტუალურ ტექნიკას გაგვიზიარებენ.

ღონისძიება 12-17 ივნისს გაიმართება. დარეგისტრირება აქაა შესაძლებელი.