პოლიციამ საკუთარი მეტასამყარო შექმნა

ფოტო - პოლიციამ საკუთარი მეტასამყარო შექმნა
ინტერპოლი გამოიყენებს Metaverse ტექნოლოგიას, რათა კიბერ თაღლითების დამარცხება ისწავლოს. ახლა ვირტუალური სივრცე არსებობს არა მხოლოდ გეიმერებისთვის.
ინდოეთში ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიაზე საერთაშორისო პოლიციის მეტასამყაროს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა ვირტუალური რეალობის  შესაძლებლობები შეამოწმეს და უკვე დააფასეს ის.

აქ შეიქმნა სათაო ოფისი - ლიონში ინტერპოლის შტაბ-ბინის ზუსტი ასლი. მაგრამ  წმიდათა წმიდაში მოხვედრას მხოლოდ ვერიფიცირებული ჩინოვნიკების ავატარები შეძლებენ, რომლებსაც აქვთ მაღალი დონის წვდომა,

გარდა ამისა, პოლიციის მეტასამყაროს აქვს კონფერენც-დარბაზები, საკლასო ოთახები, კურსანტთა ტრენაჟორები და საკუთარი პატარა რესტორანიც კი.

ასეთი ინიციატივის მთავარი მიზანია გამოცდილების გაცვლა და ურთიერთდახმარება  მთელი მსოფლიოს პოლიციელებს შორის.

ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა, იურგენ შტოკმა, აღიარა, რომ სამართალდამცავები მეტასამყაროს სექტორში ჩადენილი დანაშაულების მონიტორინგს და მასზე სწრაფად რეაგირებას ამჟამად ვერ ახერხებენ. მუშაობის ჩვეულებრივი მეთოდები არ გამოიყენება ახალ რეალობაში, სადაც ციფრული სამყარო  ფიზიკურს ანაცვლებს.
ბევრს ეჩვენება, რომ მეტასამყარო აბსტრაქტულ მომავალს ასახავს, ​​მაგრამ მასში არსებული პრობლემები ინტერპოლს ყოველთვის მოტივაციას აძლევდა. ამიტომ, ჩვენ ვაქცევთ სამყაროს - ვირტუალურს თუ არა - უსაფრთხოს მათთვის, ვინც მასში ცხოვრობს. შესაძლოა, ახალ დროში შევდივართ, მაგრამ ჩვენი ვალდებულებები იგივე რჩებ
ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი
სესიისა და ინტერპოლის ხელმძღვანელის განცხადებების შემდეგ, ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ კიბერდანაშაულთან ბრძოლის  იმერსიული სასწავლო კურსები უკვე იქ ჩატარდება, სადაც ეს დანაშაული ცხოვრობს.

სწავლის გარდა, პოლიციელები აქ გაცვლიან გამოცდილებას და მყისიერად გააზიარებენ ინფორმაციას ვირტუალურ სამყაროში არსებული დანაშაულის შესახებ. რადგანაც კრიმინალი სულ უფრო და უფრო გადაადგილდება ონლაინ, პოლიციის ამოცანაა მას იქაც დაედევნოს.