შეიძლება თუ არა ბიტკოინი ნულამდე დაეცეს?
BTC-ის ზრდა ხშირად აეჭვებს მომხმარებლებს. კრიპტო ბაზრის მონაწილეები სულ უფრო ინტერესდებიან , ხომ არ არის ბიტკოინი პირამიდა და შესაძლებელია თუ არა მისი გაუფასურება?
ნებისმიერ აქტივზე ფასის ფორმირებას ახდენს მოთხოვნა და შეთავაზება. თუ პროდუქტი დეფიციტური ხდება, გამყიდველები დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე მასზე ფასს ზრდიან. ნამეტის შემთხვევაში კი საჭირო ხდება ფასის კლება, რათა საქონელი დიდი კონკურენციის პირობებში გაიყიდოს.
იგივე მექანიზმია ჩადებული ბიტკოინის ტარიფიკაციაში. ქსელის განვითარების დასაწყისში, BTC მონეტები „ხელიდან ხელში“ იყიდებოდა. შემდეგ გაჩნდა სპეციალური სავაჭრო პლატფორმები (ბირჟები), სადაც ტრეიდერები „ცვლიან ფასს“ საბაზრო მდგომარეობიდან გამომდინარე: რაც უფრო იზრდებოდა მთავარი კრიპტოვალუტის პოპულარობა, მით უფრო სურდა ხალხს BTC–ის შეძენა, რაც ფასების ზრდის პროვოცირებას ახდენდა.
ბიტკოინს გააჩნია შეზღუდული ემისია. ეს ნიშნავს, რომ ქსელს არ შეუძლია 21 მილიონ მონეტაზე მეტის გენერირება. იმის გამო, რომ BTC–ის დიდი ნაწილი მაინერებით იყო მოპოვებული, ბლოკჩეინის მუშაობის საწყის ეტაპზე უამრავი მონეტა მიიკარგა. მყარი დისკების განადგურების, დაბლოკილი გასაღების, კრიპტო საფულის პაროლის ბანალური დავიწყების გამო, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 4 მილიონი BTC არ მოძრაობდა 11წლის განმავლობაში (crystalblockchain–ის მონაცემებით). ასეთი ხანგრძლივი ვადა იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მომხმარებლებს არ აქვთ წვდომა ბიტკოინების თავის საცავთან.
საფულეების ბალანსი „მიკარგული“ ბიტკოინებით (crystalblockchain)
არსებობს მოსაზრება, რომ სამუდამოდ დაკარგული BTC–ის გამო, მონეტის ფასი ვერ დაეცემა ნულამდე. ანუ, ბიტკოინის ემისიის 17% არასდროს იქნება გაყიდული. ეს არაა აზრს მოკლებული , რადგან 3.7 მილიონი BTC სინამდვილეში „დამწვარია“, რის გამოც შეთავაზების ხელმისაწვდომი მოცულობა მუდმივად იკლებს. მაგრამ, გლობალურად, ძირითად გავლენას ფასზე ახდენს მონეტაზე მოთხოვნა.
მოვლენათა ვარიანტები, რომელთა შედეგადაც ბიტკოინი შეიძლება გაუფასურდეს :
სატოში ნაკამოტო თავის 1.1 მილიონ BTC–ს გაყიდის. ზუსტად ამდენი მონეტა დევს პირველი მაინერისა და შეთავსებით ბიტკოინის შემქმნელის საფულეებში.მონეტების ასეთმა რაოდენობამ შეიძლება კატასტროფული გავლენა მოახდინოს ფასზე;
BTC–ის ფლობა უკანონო გახდება. არასაკმარისი ვარიანტია როდესაც არავის მოუნდება ბიტკოინის შეძენა. აუცილებელია ისეთი ვიტარების შექმნა, როდესაც მომხმარებლებს სასწრაფო წესით მოუწევთ ტოკენების „თავიდან მოცილება“;
ინტერნეტის, ელექტრონიკისა და ციფრული მოწყობილობების გაქრობა.
თითოეული ვარიანტი ფანტასტიკურია და ნაკლებად სავარაუდო. კრიპტოვალუტების რეგულირებისა და ლეგალიზაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, BTC–ის გამოსვლა კანონიერი ველიდან ალბათ არ მოხდება. სატოში ნაკამოტოს ყველა მონეტის გაყიდვის შემთხვევაში, საზოგადოებას შეუძლია სარგებელი ნახოს იმის გამოცხადებით, რომ „ახლა ბიტკოინი ნამდვილად დეცენტრალიზებულია“. ინტერნეტის გაქრობა კი შექმნის გარემოს, სადაც BTC არათუ ვერ იყიდიან, არამედ ვერც გაყიდიან.
ასევე არსებობს ალბათობა, რომ BTC კოდში კრიტიკული შეცდომა მოიძებნება,რომელიც ბოროტმოქმედებს მისცემს ქსელზე თავდასხმის ან გატეხვის შესაძლებლობას. მაგრამ ბიტკოინის ბლოკჩეინის 14წლიანი უწყვეტი მუშაობა ცხადჰყოფს რომ ის ჩვენთან ხანგრძლივი დროით და, შესაძლოა, სამუდამოდაც არის.