კრიპტოსაძმო სამთავრობო საძმოს წინააღმდეგ?

ფოტო - კრიპტოსაძმო სამთავრობო საძმოს წინააღმდეგ?
კრიპტოსაზოგადოება განრისხებულია იმის გამო, რომ ამერიკელი მარეგულირებლები მათთან მიმართებაში დამამცირებელ ტერმინებს იყენებენ და საპასუხოდ უტევს.
ხომ არ დადგა დრო, სამთავრობო დიდკაცობას "სამთავრობო საძმო" ვუწოდოთ? 

როგორც ჩანს, ზოგიერთი კრიპტომოღვაწე თვლის, რომ დროა, პოლიტიკოსებს სწორედ ასე ვუწოდოთ.

თავის ტვიტში Uniswap-ის პროტოკოლის შემქმნელი, Hayden.eth, უტევს ბრედ შერმანს, ამერიკელ პოლიტიკოსს აშშ-ის კონგრესიდან.
Hayden.eth-ის ტვიტი. წყარო: Twitter

Hayden.eth-ის ტვიტი. წყარო: Twitter

მან მოახდინა ვიდეოს ციტირება, რომელშიც შერმანი ამბობს, რომ "კრიპტოსაძმომ ჰაერიდან 1 ტრილიონ დოლარზე მეტი იშოვა“. პოტენციური კრიტიკის პრევენციის მიზნით, რომლითაც კრიპტოსფერო მთავრობის წინააღმდეგ ხშირად გამოდის, შერმანი ამბობს: "ისინი დაიწყებენ აშშ-ის მთავრობის დადანაშაულებას იმაში, რომ ის ფულს ჰაერიდან აკეთებს. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ აშშ-ის მთავრობა ვართ".

საზოგადოებას მოეწონა ჰეიდენის გამონათქვამები: "მე თქვენთან ვარ”, "სამთავრობო ძმებო","კარგი ვარიანტი", "ბრწყინვალეა" და კიდევ უფრო თავხედურად:"უბრალოდ დაფიქრდით, ეს ხომ უკეთესია, ვიდრე კორუმპირებული ნეხვი".

ისეთივე უსიამოვნო იყო კომენტარები YouTube-ზე, სადაც სესიის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა.

ეს მოსმენა ორგანიზებული იყო წარმომადგენელთა პალატის  ფინანსური მომსახურების კომიტეტის თავმჯდომარის, პატრიკ მაკჰენრისა და წარმომადგენელთა პალატის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის, გლენ გ. ტომპსონის მიერ. Მისი მიზანი  ციფრული აქტივების ბაზრებზე ნორმატიული ხარვეზების განსაზღვრა უყო. Მოსმენას ორმოცი კონგრესმენი ესწრებოდა.


Დამსწრეთა შორის ასევე იყვნენ Kraken-ის მთავარი იურისკონსულტი  მარკო სანტორი და CFTC-ის ყოფილი თავმჯდომარე ტიმოთი მასადი.

მოსმენის დროს სხვადასხვა მონაწილემ, მათ შორის ე.წ. კრიპტოსაძმომ, განიხილა რეგულირების პრაქტიკა, მაგალითად, ის, რომ ზოგიერთი მონეტა ფასიან ქაღალდებს წარმოადგენს. ყურადღების ცენტრში იყო, მაგალითად, Filecoin, საჯარო კრიპტო და ციფრული გადახდის სისტემა ღია საწყისი კოდით, რომელიც, როგორც ერთმა კონგრესმენმა აღნიშნა, ფასიანი ქაღალდი არ არის.

"დღეს მოვისმინე, რომ ჩვენ გვჭირდება სათანადო მარეგულირებელი ინსტრუმენტები, რომლებსაც SEC ან CFTC [...] სპოტური  ბაზრისთვის გამოიყენებს, დაარეგისტრირებს იმას, რაც ფასიანი ქაღალდი არ არის, განმარტავს, როგორ მუშაობს კანონები და, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიებებს“, - განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ გაუგებრობა ნორმატიულ იურისდიქციასთან დაკავშირებით SEC-სა და CFTC-ს შორის ასევე საჭიროებს გარკვევას.

მანამდე GNcrypto წერდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტმა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) თავმჯდომარეს, გარი გენსლერს მათი მოთხოვნების განხილვის ბოლო ვადად 19 მაისი განუსაზღვრა.