დიდი დაპირისპირება: Pepe vs Shib

ფოტო - დიდი დაპირისპირება: Pepe vs Shib
Pepe-ს გულშემატკივრები არ აპირებენ დანებებას, რაც არ უნდა მოხდეს. დაეხმარება თუ არა ეს ენთუზიაზმი მიმ-ტოკენს Shib-ის დაძლევაში?
როგორც კი ყველამ გადაწყვიტა, რომ Pepe-ს მიმართ ინტერესი შემცირდა, მონეტა კვლავ მოხვდა ყველაზე პოპულარული მიმ-მონეტების რეიტინგში.

Coinmarketcap-ის 23 მაისის მონაცემებით, ტოკენი კარგ შედეგებს აჩვენებს და მისი ღირებულება სტატიის დაწერის მომენტში $0.000001597 შეადგენს.
Pepe-ს კურსის დინამიკა 23 მაისისთვის. წყარო: Coinmarketcap

Pepe-ს კურსის დინამიკა 23 მაისისთვის. წყარო: Coinmarketcap

მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირის განმავლობაში მონეტის კურსის დინამიკა ნაკლებად პოზიტიური იყო, ეს, როგორც ჩანს, არანაირად არ აცბუნებს მიმკოინის გულშემატკივრებს.

მონეტის ერთ-ერთი ფანმა, მეტსახელად Mr. Punk.eth გამოაქვეყნა Pepe ბაყაყის ახალი მიმი წარწერით: „ Pepe აჯობებს Shib-ს უახლოეს დღეებში“.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

გასაკვირი არ არის, რომ Pepe-ს ბევრი გულშემატკივარი დაეთანხმა ამ პროგნოზს და საპასუხოდ სხვადასხვა მიმები და გამამხნევებელი სიტყვები გამოაქვეყნეს. Shib-ის არმიის წარმომადგენლებმა პასუხი არ დააყოვნეს და ტვიტის ქვეშ სარკასტული სიცილაკები და ჰეშთეგები დატოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, გამართლდება თუ არა Pepe ტოკენის მხარდამჭერების იმედები, მაგრამ აღსანიშნავია, რომ არც SHIB-ის საქმეები მიდის ცუდად. Coinmarketcap-ის თანახმად, მონეტის ღირებულება იზრდება და სტატიის წერის მომენტისთვის $0.000008932 შეადგენს.
SHIB-ის კურსის დინამიკა 23 მაისისთვის. წყარო: Coinmarketcap

SHIB-ის კურსის დინამიკა 23 მაისისთვის. წყარო: Coinmarketcap

შესაბამისად, ფასის მხრივ Pepe-მ კონკურენტს ჯერ ვერ გაუსწრო. შედარებისთვის, SHIB-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $5,268,802,469 შეადგენს, ხოლო Pepe-ს ანალოგიური მაჩვენებელი  628,843,492 დოლარს უტოლდება.

ვის მიანიჭებენ უპირატესობას ინვესტორები: ანთროპომორფულ ბაყაყსა თუ „მკბენარა“ ძაღლს?

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი Twitter-ზე.

მანამდე Gagarin News-ში ჩვენ გავაანალიზეთ მონეტა Pepe-ს შანსები პირველს მიეღწია 1 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციისთვიას.