ამერიკელ ეკონომისტ პოლ კრუგმანს ფიატის გამო დასცინეს

ფოტო - ამერიკელ ეკონომისტ პოლ კრუგმანს ფიატის გამო დასცინეს
ცოტა ხნის წინ Twitter-ში მომხდარმა დაპირისპირებამ კვლავ გამოიწვია დაძაბულობა ნობელის პრემიის ლაურეატ პოლ კრუგმანსა და კრიპტოსაზოგადოებას შორის.
ამერიკელ ეკონომისტს, პოლ კრუგმანს, რომელმაც 2008 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო, მძიმე კვირა ჰქონდა.

8 მარტს კრუგმანმა ტვიტერში დაწერა, რომ ის წლების განმავლობაში იყენებდა მობილური გადახდის სერვისს Venmo. მაგრამ მან უცებ შეწყვიტა მუშაობა. „დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდი წარმომადგენლებს და მათ მითხრეს, რომ ვერ მიხსნიდნენ რატომ მოხდა ეს და ვერც აგვარებდნენ ამას. კონტროლი პროგრამულ უზრუნველყოფას გადაეცა“.
წყარო: კრუგმანის ტვიტერი.

წყარო: კრუგმანის ტვიტერი.

ტვიტი კრიპტოსაზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ძირითადად, კრიპტოვალუტების შესახებ კრუგმანის წინა არასახარბიელო განცხადებების გამო.

2018 წელს მან განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს სინამდვილეში არ აქვთ დამატებითი ღირებულება, ვინაიდან საბანკო ანგარიშები, სადებეტო ბარათები, Paypal და Venmo ასევე გვთავაზობენ ელექტრონულ ტრანზაქციებს, რაც მიუთითებს კრიპტოვალუტების უკანონო გამოყენებაზე. ვრცელ განხილვაში მან ასევე დასძინა, რომ ბიტკოინი არაფერი ღირს.
წყარო: კრუგმანის ტვიტერი.

წყარო: კრუგმანის ტვიტერი.

წყარო: კრუგმანის ტვიტერი.

წყარო: კრუგმანის ტვიტერი.

კრიპტოვალუტის ცნობილმა დამცველებმა, როგორიცაა მაიკლ სეილორი, სწრაფად უპასუხეს კრუგმანის სარკაზმს და აღნიშნეს, რომ „ბიტკოინი ამას გამოასწორებს“.
წყარო: კრუგმანის ტვიტერი.

წყარო: კრუგმანის ტვიტერი.

სხვები კიდევ უფრო სარკასტულად გამოეხმაურნენ. ნირაჯ კ. აგრავალმა Coin Center-ის ანალიტიკური ცენტრიდან კრუგმანს დამცინავად ჰკითხა, ხომ არ ცდილობდა ის ნარკოტიკების შეძენას ან მკვლელობის ჩადენას მისი Venmo ანგარიშის გამოყენებით. ადამ სინგერმა AdQuick-იდან კი მიანიშნა, რომ ეს იყო პირველი ტვიტების სერიიდან, რომლის ფინალში კრუგმანი ბიტკოინის მაქსიმალისტი გახდება.
წყარო: კრუგმანის ტვიტერი

წყარო: კრუგმანის ტვიტერი

კიდევ ერთი სახუმარო ტვიტი ეკუთვნის JAN3com-ის გენერალურ დირექტორს, სამსონ მოუს, რომელმაც ივარაუდა, რომ პოლ კრუგმანი ლუდიტია, რადგან მას, დიდი ალბათობით, Venmo-სთან კომუნკაცია ფაქსის მეშვეობით აქვს, რაც „დამქანცველი უნდა იყოს“.
წყარო: კრუგმანის ტვიტერი

წყარო: კრუგმანის ტვიტერი

კრუგმანმა გადაწყვიტა, არ ეპასუხა კრიპტოსაზოგადოებისთვის. მოგვიანებით, მან დასძინა, რომ Venmo-სთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება ტვიტერზე ორთქლის გამოშვებით მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია, უბიძგებს თუ არა ეს ისტორია მას კრიპტოვალუტებისა და მათი გამოყენების ვარიანტების უფრო დეტალურად შესწავლისკენ.

მანამდე GNcrypto წერდა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის პროგნოზებით ცნობილმა ეკონომისტმა და კრიპტოვალუტების მგზნებარე კრიტიკოსმა, ნურიელ რუბინმა, გადაწყვიტა, ტოკენების ინდუსტრიას შეერთებოდა.