კრიპტო გემბლინგივით უნდა დარეგულირდეს: არგუმენტები

ფოტო - კრიპტო გემბლინგივით უნდა დარეგულირდეს: არგუმენტები
დიდი ბრიტანეთის სახაზინო კომიტეტი ითხოვს, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა აზარტული თამაშებივით დარეგულირდეს. გარდა ამისა, დეპუტატთა პარტიათაშორისი კომიტეტის ახალ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კრიპტოვალუტები რაიმე სასარგებლო სოციალურ მიზანს არ ემსახურება. მათი წარმოება ენერგომოცულობითია, ხოლო გამოყენება თაღლითობისა და ფულის გათეთრებისგან შორს არ წასულა.

კრიპტოტრეიდინგი აზარტული თამაშია და მეტი არაფერი

უნდა ითქვას, რომ ხაზინის შესაბამის განაჩენს რეალური გამოძიება უძღოდა წინ. ის რამდენიმე თვე გაგრძელდა და ავტორიტეტული ექსპერტებისა და (არა) მიკერძოებული მოწმეების მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოკითხვას მოიცავდა.

კერძოდ, დიდი ბრიტანეთის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის სამმართველოს (FCA) თავმჯდომარემ, ჩარლზ რენდელმა პირველმა ჩამოაყალიბა იდეა, რომ სპეკულაციური კრიპტოვალუტები წმინდა წყლის აზარტული თამაშებია. ამიტომ, ისინი შესაბამისად უნდა დარეგულირდეს და დაიბეგროს.

ეკონომისტის, დოქტორ დიარმიდ უეირის (Dr Diarmid Weir) აზრით, ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ ნებისმიერი სახის ოპერაციებს კრიპტოთი - მაინერები, ჰოლდერები და ტრეიდერები - უბრალოდ ლუდომანები არიან. მხოლოდ თაღლითები და ინსაიდერები ხეირობენ. ისინი TradeFi-სა და გარემოზე პარაზიტირებენ და კრიპტოდამოკიდებულებს შესაძლებლობებსა და კეთილდღეობას ართმევენ. 

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში გემბლინგით აზარტული თამაშების კომისიაა დაკავებული, რომელიც 2005 წლის შესაბამისი კანონით ხელმძღვანელობს. ის უზრუნველყოფს კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს ცალკეული პირებისა და კომპანიებისთვის, ასევე ატარებს დაცვის ისეთი ზომებს, როგორიცაა AML/CFT. საწარმოებს, რომლების საქმიანობას კომისია არეგულირებს, განეკუთვნება ბინგოს სათამაშო დარბაზები, ლატარიები, სათამაშო აპარატები, ბუკმეკერული ბიუროები, ონლაინ ბუკმეკერული  კომპანიები და ბირჟები, ასევე კაზინოებს. სავარაუდოდ, მალე ამ სიას კრიპტო ბირჟები და NFT მარკეტპლეისებიც შეუერთდება.

კრიპტელი მხოლოდ ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული ლუდომანია

მთელი ეს საუბარი დაედო საფუძვლად იდეას, რომ კრიპტობიზნესმა უნდა გამოყოს თანხები იმ სერვისების მხარდაჭერისთვის, რომლებიც კრიპტელებს უკარნახებენ, როგორ დაფარონ თავიანთი დავალიანება. კომპანიები, რომლებიც კრიპტელებს დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმარებიან, სექტორის საწარმოებისგან დაფინანსებას ასევე საჭიროებენ.

კრიპტოაქტივებით სპეკულაცია, ისევე როგორც აზარტული თამაშები ხომ დამოკიდებულებას იწვევს. FCA-ში განაცხადეს, რომ "კრიპტოვალუტურ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება იზრდება და მოწყვლადი მომხმარებლების დასაცავად კონტროლის შეზღუდული ზომები არსებობს. 

FCA-ს СЕО-მ, ნიჰილ რატიმ განმარტა, რომ ყველაფერი შედარებით მცირე თანხებით იწყება. ხოლო როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ კრიპტოს ნამდვილად შეუძლია შემოსავლის მოტანა, ისინი უფრო და უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას იწყებენ. ასე ვთქვათ, გემოს ატანენ.
უნდა იყოთ მზად, რომ მთელ თქვენს ფულს დაკარგავთ, თუ ამ გზით წახვალთ
, – იმუქრება ბატონი რატი.
ახლა კი, როგორც ამბობენ, მოემზადეთ. როგორც ჩანს, ინგლისელები კრიპტოსექტორზე გაჩერებას არ აპირებენ. ირკვევა, რომ გამოძიების მსვლელობისას ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოექცა... ფეხბურთიც. გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტის, ჯოუი დ'ურსოს (Joey D’Urso) თქმით, საგულდაგულოდ ხდება საფეხბურთო მატჩების შედეგებზე ფსონების დადების საკითხის შესწავლა. მომავალში არ არის გამორიცხული სპონსორობის აკრძალვაც. თუმცა, მოწმის თქმით, ფეხბურთის გულშემატკივართა მღელვარებამ პიკს მიაღწია. ის კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა (ყურადღება!) კრიპტო. სწორედ მან გადაიბირა ყველაზე ყველაზე მგრძნობიარე ლუდომანები.

ხელისუფლებამ კრიპტოინდუსტრიას მხარი არ უნდა დაუჭიროს

ამ ფეერიული დასკვნების კიდევ ერთი შედეგი იყო რეკომენდაცია მთავრობისადმი კრიპტოვალუტური სექტორის მხარდაჭერის დაბალანსებული მიდგომის შესახებ. საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის დოცენტმა, დოქტორი ლარისა იაროვაიამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო შორს წასულიყო და თავად ბლოკჩეინის ტექნოლოგია ემხილებინა. "მთავრობამ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის "ნოვატორული" თავისებურებების შესახებ მითების დაჯერება უნდა შეწყვიტოს. ეს უბრალოდ ინფორმაციის ჩაწერისა და შენახვის კიდევ ერთი საშუალებაა, რომელიც ეფუძნება 1980-იან წლებში გაჩენილ იდეებს, რომელთა განხორციელება ბოლო ათწლეულში კომპიუტერების სიმძლავრის გაზრდის წყალობით გახდა შესაძლებელი”, - ორჯერ ორი ოთხივით დაამტკიცა მეცნიერმა. 

ამასთან, სახაზინო კომიტეტში ხაზი გაუსვეს, რომ მთავრობის ამოცანებში ტექნოლოგიური ინოვაციების მათივე გულისთვის პოპულარიზაცია არ შედის. სახელმწიფო რესურსები არ შეიძლება გამოიყოს კრიპტოპროექტების განვითარებისთვის, თუ არ იქნება მათი გამოყენების მკაფიო და სასარგებლო ვარიანტები. სავარაუდოდ, კომიტეტში მიანიშნებენ სამეფო ზარაფხანის ბოლოდროინდელ NFT ინიციატივაზე. ერთი წლის წინ მან აჩვენა "შორსმჭვრეტელი მიდგომა, რომლის გამოყენებას ხელისუფლება დიდ ბრიტანეთში კრიპტოაქტივებთან დაკავშირებით ცდილობს". დღეს "სამეფო" NFT-ები უკვე განიხილება, როგორც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, რაც გულუბრყვილო ბრიტანელებში აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის.