Robinhood ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი კლების შესახებ იუწყება

ფოტო - Robinhood ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი კლების შესახებ იუწყება
ცნობილმა სავაჭრო პლატფორმამ, Robinhood-მა, მაისში კრიპტოვალუტით ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი ვარდნის შეახებ განაცხადა. კომპანიის ცნობით, ეს მაჩვენებელი 2,1 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რაც 43%-ით ნაკლებია აპრილთან შედარებით და შთამბეჭდავი 68%-ით გასულ წელთან შედარებით.
ერთ-ერთი მეტრიკა, რომელსაც Robinhood ეფექტიანობის გასაზომად იყენებს, არის საშუალო ყოველდღიური სავაჭრო შემოსავალი (DART), რომელიც ასახავს მომგებიანი გარიგებების საშუალო რაოდენობას. კრიპტოვაჭრობის ეს მაჩვენებელი მაისში 22%-ით შემცირდა და 53%-ით გასულ წელთან შედარებით.

Robinhood-მა ასევე გამოაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ბირჟიდან სამი ტოკენი - ADA Cardano, MATIC Polygon და SOL Solana ამოიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) ის Coinbase-ისა და Binance-ის წინააღმდეგ სარჩელში ფასიან ქაღალდებად დაასახელა. შედეგად, Robinhood-ზე ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტების რაოდენობა 15-მდე შემცირდა.

Robinhood ნორმატიულ მოთხოვნებს ზედმიწევნით იცავს. ფირმის მთავარი იურისტი შესაბამისობის დარგში, დენ გალაჰერი ამბობს, რომ Robinhood  ცდილობდა 2021 წელს, დარეგისტრირებულიყო ციფრულ აქტივებთან მუშაობის სპეციალურ ბროკერ-დილერად, მაგრამ ეს წარუმატებლად დასრულდა.

ამ თვის დასაწყისში, Coinbase-ისა და Binance-ის წინააღმდეგ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კანონების დარღვევის ბრალდებით საჩივრები იყო შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ Robinhood ამ სიაში არ არის, ბირჟამ მიიღო შეტყობინება SEC-ისგან, კრიპტოვალუტით მისი  ოპერაციების გამოძიების შესახებ.

Robinhood-ზე კრიპტოვაჭრობის მოცულობის კლება აჩვენებს მუდმივ პრობლემებს და მარეგულირებელ კონტროლს, რომელსაც სავაჭრო პლატფორმები კრიპტობაზარზე აწყდებიან. ეს გარემოებები კვლავაც იმოქმედებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის მოცულობასა და ტოკენების ხელმისაწვდომობაზე Robinhood-ზე და მსგავს პლატფორმებზე.

GC
GN Crypto
ავტორი