სამაგიდო კრიპტო თამაშები

ფოტო - სამაგიდო კრიპტო თამაშები
იცოდით, რომ არსებობს სამაგიდო თამაშები, კერძოდ, კრიპტოსა და ციფრული აქტივების შესახებ? ზოგიერთი მათგანი ძალიან პოპულარული გახდა არა მხოლოდ მოზრდილებში, არამედ ბავშვებშიც.
სამაგიდო თამაშები საინტერესო ფორმატია ახალგაზრდებისთვის ფინანსური წიგნიერების ასამაღლებლად, მათ შორის კრიპტოვალუტების შემდგომი გამოყენებისთვის მოსამზადებლად. განვიხილოთ ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაშები ვირტუალურ აქტივებზე დაფუძნებული ეკონომიკური სტრატეგიების ნიშაში.

სამაგიდო თამაში "Cryptocurrency" ("კრიპტოვალუტა")

2019 წელს ამ თამაშმა International Serious Play Award-ის "ოქრო" მიიღო

2019 წელს ამ თამაშმა International Serious Play Award-ის "ოქრო" მიიღო

"კრიპტოვალუტა" არის თამაში 2-4 ადამიანისთვის, რომელიც სინგაპურულმა კომპანიამ Capital Gains Studio შექმნა. მასში ოპონენტები ერთმანეთს კრიპტოვალუტების მაინინგით და ვაჭრობით მეტი ფულის შოვნაში ეჯიბრებიან. ჯერ კიდევ იდეის ეტაპზე თამაშმა Kickstarter-ზე $15 000 მოიზიდა.

თითოეული მოთამაშე ხდება ფინტექ სტარტაპის გენერალური დირექტორი და ხელმძღვანელობს ექსპერტთა სპეციალიზებულ გუნდს, რომლებიც ეხმარებიან სხვადასხვა კრიპტოვალუტის შეფასებაში, ვაჭრობასა და მოპოვებაში. თუმცა, ზოგიერთი კრიპტოვალუტა არის თაღლითური, რომელიც შექმნილია მხოლოდ გაუფრთხილებელი (ან მოტყუებული) ინვესტორებისგან ფულის გამოძალვის მიზნით. ამიტომ, თითოეულმა მოთამაშემ გულდასმით უნდა გააანალიზოს ყველა არსებული ინფორმაცია, რათა მოტყუებული არ დარჩეს. ამ თამაშში თქვენ მოგიწევთ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება ექსპერტების დაქირავებასთან დაკავშირებით, კრიპტოვალუტის მაინინგის ალგორითმების ამოხსნა და ბაზრით მანიპულირება ყალბი ინფორმაციის შეგდების გზით. თამაშის განმავლობაში, თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კრიპტოაქტივების ტაქტიკურ ვაჭრობაში და მოიცილოთ ყველა იაფი, ან პოტენციურად თაღლითური მონეტა, მის დასრულებამდე.

თითოეულ მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა დაიქირაოს ახალი პერსონალი, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს კრიპტოვალუტის მაინინგის, საბირჟო სპეკულაციების, ან ცრუ ჭორების გავრცელების შესაძლებლობები. მაღალი ღირებულების მქონე კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საკუთარი სტრატეგიის შექმნით, თქვენ არ მოგიწევთ დროის დაკარგვა, რადგან ყოველი ემიტირებული მონეტით, მაინინგის სირთულე მხოლოდ გაიზრდება (ისევე, როგორც კრიპტოვალუტის მაინინგი რეალურ სამყაროში). ოთხივე კრიპტოვალუტიდან თითოეული გულდასმით უნდა გაანალიზდეს და დადგინდეს, რომელი მათგანია სავარაუდოდ თაღლითური პროექტი და რომელს აქვს ახალი ციფრული რევოლუციის მოხდენის პოტენციალი.
ეფექტური სპეციალისტების დაქირავება, რომლებიც შედეგს მოიტანენ, ადვილი საქმე არ არის. ყველაფერი ისეა, როგორც რეალურ ცხოვრებაში

ეფექტური სპეციალისტების დაქირავება, რომლებიც შედეგს მოიტანენ, ადვილი საქმე არ არის. ყველაფერი ისეა, როგორც რეალურ ცხოვრებაში

მოთამაშეებს შეუძლიათ მიზნის მისაღწევად ნაბიჯების ვარირება მოახდინონ:

• მოახდინონ სპეკულირება და მანიპულირება კრიპტოაქტივების ღირებულებით;
• შექმნან კაპიტალი მაინინგით;
• გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია (fake news) და ჭორები, რათა ოპონენტების საინვესტიციო პორტფელზე გავლენა მოახდინონ და შემდგომში ამით ისარგებლონ.  

იყო თუ არა გარკვეული ჭორები ყალბი, ცნობილი გახდება მხოლოდ თამაშის ფინალის წინ. ეს გავლენას მოახდენს შედეგზე და იმის განსაზღვრაზე, თუ რომელი კრიპტოვალუტაა თაღლითური. ყველაზე დაბალი ქულის მქონე მონეტა გამოცხადდება თაღლითურად და დაკარგავს ღირებულებას.

თამაშის დროს მონაწილეებმა უნდა ისწავლონ მოწინააღმდეგის სვლების ამოცნობა, დაგეგმონ საკუთარი სტრატეგია და შემდგომი სვლები (დაახლოებით ისე, როგორც ჭადრაკში). გამარჯვებასთან მიახლოებისთვის საჭირო იქნება მონეტებით ვაჭრობის უნარი და ჭორების გავრცელება. მანიპულაციების დახმარებით თქვენ უნდა აიძულოთ ოპონენტები იყიდონ შითკოინი, ხოლო თავად დარჩეთ ღირებული აქტივებით ხელში!

თამაშის დასრულების შემდეგ მონაწილეები გამოთვლიან თავიანთ კაპიტალს, რომელშიც შედის ფიატი და კრიპტოვალუტები. მოთამაშე, რომელმაც ყველაზე დიდი კაპიტალი შექმნა და დააგროვა, იმარჯვებს.

თამაშს აქვს საინტერესო, გააზრებული გეიმპლეი და უამრავი გულშემატკივარი, ასევე მან მიიღო ოქროს მედალი International Serious Play Award-ზე. მისი შეკვეთა შეგიძლიათ ოფიციალური ვებგვერდის, eBay-ის და მრავალი სათამაშო მარკეტპლეისის მეშვეობით.
თამაშის დასაწყებად ყველაფერი მზადაა

თამაშის დასაწყებად ყველაფერი მზადაა

სამაგიდო თამაში "კრიპტო"

ეს არის ბანქოს სტრატეგიული თამაში 3-6 ადამიანისთვის, რომელმაც კრაუდფანდინგ პლატფორმაზე  Indiegogo $2 000 მოაგროვა. 

"Crypto-ს" თამაში შეუძლიათ მათაც კი, ვისაც კრიპტოვალუტის არაფერი გაეგება, მაგრამ პროცესში ბევრი რამის სწავლა შეუძლია.  "Crypto" არის თამაში, რომელშიც 8 სხვადასხვა კრიპტოვალუტა  (Bitcoin, Ethereum, Monero, Ripple, Dogecoin და ა.შ.) და 4 ტიპის აუქციონია. თამაში სხვადასხვა ფორმატის ვაჭრობას ითვალისწინებს და ოთხ რაუნდამდე გრძელდება. წესები ძალიან მარტივია: იგებს ის, ვისაც ბოლო რაუნდის შემდეგ, ყველაზე მეტი ფიატი და კრიპტოაქტივი დარჩება.

თამაშში არის ოთხი ტიპის ბარათი: ჭორები, ჰაკები/ბაგები, სეილი და ჰარდფორკი, ასევე აუქციონის სხვადასხვა ფორმატები (ჰოლანდიური, ინგლისური, Bitcoin Vickrey და ფიქსირებული ფასის მქონე), რაც გეიმპლეს ამრავალფეროვნებს.

ყოველი რაუნდის დასრულების შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტის სამეული 30, 20 და 10 მილიონი დოლარის პრემიუმ ღირებულებას მიიღებს. კრიპტო აქტივების მფლობელებს შეუძლიათ გაყიდონ ისინი ამ ფასად, ან შეინარჩუნონ ფასის შემდგომი ზრდის იმედით.

"მონოპოლია" კრიპტოს სტილში

 "Cryptocoinopoly" არის კარგად ნაცნობი "მონოპოლია", ციფრული აქტივების ბაზრისთვის ადაპტირებული. კრიპტოენთუზიასტებმა ის 2017 წლის ბოლოს შექმნეს. 

თამაშში ბევრი სხვადასხვა კრიპტოვალუტაა (Monero, Zcash, Verge, Neo, Tron, EOS, Stellar, Dogecoin, Bitcoin, BitCash, Ethereum, Сardano, NEM, Litecoin, Dash, Ripple, IOTA, Lisk, Qtum და სხვა). ასევე წარმოდგენილია ცნობილი კრიპტობირჟების ბრენდები, მაგალითად, Binance. წესები ისეთივეა, რაც კლასიკურ "მონოპოლიაში".
"Crypto" თამაშის მოედანი

"Crypto" თამაშის მოედანი

სამაგიდო თამაში "Crypto Box"

"Crypto Box" - უკრაინელი კრიპტოენთუზიასტების პროდუქტი

"Crypto Box" - უკრაინელი კრიპტოენთუზიასტების პროდუქტი

ეს თამაში ციფრული აქტივების ბაზარზე ახალბედებისთვის Karbo (KRB) მონეტის თაყვანისმცემლებმა შეიმუშავეს. მისი თამაში  12 წელზე მეტი ასაკის 2-6 ადამიანს შეუძლია. თამაშში არის ოთხი კრიპტოვალუტა (Bitcoin, Ethereum, Karbo და CNS ტოკენი). მოთამაშეები მოძრაობენ სათამაშო მოედნის უჯრედებში, რომელთაგან თითოეული ითვალისწინებს ან კრიპტოვალუტის შეძენას, ან აქტივებით გარკვეული მოქმედებების შესრულებას (ბირჟა, გაცვლა, ASIC, ტერმინალი, შანსი, შემთხვევა და ა.შ.). ის, ვინც სამი BTC-ის მფლობელი გახდება, გაიმარჯვებს. ყუთს მოჰყვება სასიამოვნო საჩუქარი - ბონუს კოდი გარკვეული რაოდენობის Karbo მონეტებისთვის.

დასკვნა

როგორც ხედავთ, კრიპტოვალუტების გაცნობა შეიძლება მოხდეს გეიმიფიკაციისა და გეიმპლეის მეშვეობით. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიულად სწორი ფორმატი, რომელიც crypto mass adoption-ს უწყობს ხელს და კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში „რბილ ჩაფლობას“ ისახავს მიზნად. თამაშების დახმარებით დამწყებები  ეცნობიან კრიპტოვალუტის ტერმინოლოგიას, ბირჟაზე ვაჭრობის მექანიზმებსა და ფიატის კრიპტოში გაცვლის ოპერაციებს და პირიქით. თამაში საუკეთესო საშუალებაა რაიმეთი დაინტერესებისთვის. აქაც სამაგიდო თამაშები დაგეხმარებათ.

მთავარია, მათგან თანდათან მოაცილოთ ფიატი, როგორც ცენტრალიზებული ფულის კონცეფციის მოძველებული ფორმატი, რომელსაც ერთი მონოპოლიურ ემიტენტი ჰყავს, რადგან მომავალი მაინც დეცენტრალიზებულ კრიპტოშია.