რას წარმოადგენს Uphold?
Uphold — ეს არის უნივერსალური საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბირჟას და ბროკერს. პლატფორმაზე ვაჭრობისთვის, 200-ზე მეტი კრიპტოვალუტა, ფიატის ვალუტა, ძვირფასი მეტალები და აქციებია ხელმისაწვდომი.
Uphold 2015 წელს ამუშავდა და ამ დროის განმავლობაში 4 მილიარდ დოლარზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა. პლატფორმა ემსახურება მომხმარებლებს 184 ქვეყნიდან.
კომპანია რეგულირდება აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ, რაც მისი კლიენტების უფრო დაცულობას უზრუნველყოფს. ის ასევე ეწევა საქმიანობას კიბერუსაფრთხოების მხრივ და მხარს უჭერს ფინანსური ინსტიტუტების სტანდარტების შესაბამისი დაშიფვრის მექანიზმს.
ბირჟის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია - წინასწარი კონვერტაციის გარეშე ვაჭრობა, რომელსაც “Anything for Anything” ეწოდება. მაგალითად, შესაძლებელია Bitcoin-ის პირდაპირ ოქროზე გადაცვლა და ასე ნებისმიერი აქტივის. გარდა ამისა, Uphold-ს აქვს კრიპტოვალუტების სტეიკინგის მხარდაჭერა, როგორიცაა Ethereum, Tezos (XTZ), Solana (SOL) და სხვა. წლიური საპროცენტო მომგებიანობა (APY) შეადგენს 25%-მდე. თუმცა, მაღალი მოგება მხოლოდ რისკის შემცველი აქტივებისთვის არის გათვალისწინებული. მაგალითად, Ethereum-ის სტეიკინგზე მხოლოდ 7%-ის მიღება შეიძლება.
Uphold-ი გამოირჩევა მაღალი საკომისიო გადასახადებით სპრედზე (ყიდვისა და გაყიდვის განაცხადების საუკეთესო ფასებს შორის სხვაობა), რომლებიც, ვოლატილობის დროს კიდევ უფრო იზრდება. ეს ასევე ეხება დაბალი ლიკვიდურობის მქონე ციფრულ ვალუტებს.
ამერიკელი კლიენტები ძირითადი კრიპტოვალუტების (BTC, ETH) გარიგებებზე საკომისიოს 0,8%-დან 1,2%-მდე იხდიან. სხვა რეგიონებისთვის საკომისიო დაახლოებით 1.8%-ს შეადგენს. ფასიანი მეტალების სავაჭრო სპრედმა შეიძლება მიაღწიოს 3%, ფიატის წყვილებისთვის - 0,2%, აქციებისათვის - 1%. პლატფორმაზე შეგიძლიათ წინასწარ ნახოთ, თუ რა იქნება საკომისიოს ოდენობა ტრანზაქციის განხორციელებისას. ამის გარდა, Uphold არ მოითხოვს დამატებით გადასახადს. თუმცა, კრიპტოსაფულეში ტოკენების გადატანისას, პლატფორმა ტრანზაქციის საკომისიოსაც ითვალისწინებს.
Uphold მომხმარებელს სთავაზობს ლიმიტირებულ ორდერებს (გაყიდვის ან ყიდვის განსაზღვრული ფასით) ულიმიტო შესრულების ფუნქციით, რომელიც ერთ კაპიტალის პულიდან ერთდროულად 50-მდე შეკვეთის განთავსების საშუალებას იძლევა.ამასთან, თანხები იხსნება, არა შეკვეთის შექმნის მომენტში, არამედ მას შემდეგ, რაც იგი განთავსდება. ასევე პლატფორმას აქვს AutoPilot ფუნქცია, რომელიც რეგულარული შეკვეთების განთავსების დახმარებით, ტრანზაქციების ავტომატიზებას ახდენს.
Uphold და Mastercard
2021 წელს Mastercard შეუერთდა პროგრამას Start Path, რომელიც მხარს უჭერს, ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტის სფეროში მოქმედ პროექტებს. ინიციატივის მიზანია ინოვაციების დანერგვა, მასშტაბირება, განვითარებაში დახმარება. პროგრამის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 250 პროექტმა, ინვესტიციების მოცულობამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Start Path-ის პროექტებს შორის, სხვა პროექტების გარდა, აღმოჩნდა Uphold-ის მოედანი.
Mastercard-ი აღნიშნავდა, რომ თითოეული კომპანია ორიენტირებულია მნიშვნელოვანი დარგობრივი ამოცანების მოგვარებაზე, ამიტომ ისინი გამოიყენებენ გადახდის სისტემის გაფართოებულ სერვისებს, რათა ხელი შეუწყონ საკუთარი საქმიანობის ზრდას.
ჰაკერული თავდასხმა Uphold-ზე
2018 წელს ჰაკერებმა გატეხეს Uphold-ის ელექტრონული ფოსტა და ბირჟის სახელით წერილები გაავრცელეს. ამ წერილებში, ე.წ. შავი პარასკევისთვის უფასო ბიტკოინების გაცემას არეკლამებდნენ. ოთხი საათის შემდეგ, პლატფორმის წარმომადგენლებმა მომხმარებლებს შეატყობინეს, რომ ეს იყო ფიშინგური თავდასხმა და მომხმარებლებს წერილის წაშლისკენ მოუწოდეს. კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ თაღლითმა წერილი ოფიციალური მისამართიდან გაგზავნა, მაგრამ ირწმუნებოდა, რომ ამ შემთხვევასთან კავშირი არ ჰქონდა.
საერთო ჯამში, Uphold ერთ-ერთია იმ რამდენიმე საიმედო პლატფორმიდან, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა აქტივების ფართო სპექტრს ერთ ადგილას. მისი ფუნქცია Anything for Anything ბირჟას ძალიან მიმზიდველს ხდის ტრეიდერებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ კრიპტოვალუტებზე არიან კონცენტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ სპრედები საკმაოდ მაღალია, პლატფორმაზე, დეპოზიტზე თანხის შეტანის, განაღდებისა და ვაჭრობის საკომისიო გადასახადები არ არის.