ხუჭუჭა სემი სოცქსელების გარეშე დარჩება?
აშშ-ს პროკურატურა ითხოვს SBF-ის გირაოს პირობების გადახედვას. საუბარია FTX-ისა და Alameda-ს ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებთან დასაკავშირებლად ზარებისა და შეტყობინებების (მათ შორის Signal) აპლიკაციების გამოყენების აკრძალვაზე.
ასეთი მოთხოვნა პასუხია ბენკმენ-ფრიდის ახალ ტაქტიკაზე, რომელიც 15 იანვარს დაუკავშირდა რაიან მილერს, FTX-ის გენერალურ მრჩეველს Signal-ისა და ელექტრონული ფოსტით მეშვეობით. პროკურორების თქმით, ბრალდებული ცდილობდა გავლენა მოეხდინა მილერის ჩვენებაზე.
SBF ამბობს, რომ მისი სურვილი იყო "დაენახა არსებობდა თუ არა ჩვენთვის კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარების გზა, ერთმანეთის რესურსებად გამოყენების შესაძლებლობა, ან თუნდაც ერთმანეთის შემოწმება."
ანუ, ბიჭებს უბრალოდ ლაპარაკი უნდოდათ, რატომ იწყებთ ეგრევე?