განსხვავება კასტოდიალურ და არაკასტოდიალურ საფულეებს შორის

icon FOR
ფოტო - განსხვავება კასტოდიალურ და არაკასტოდიალურ საფულეებს შორის
კრიპტოსაფულეები კრიპტოვალუტის შენახვისა და მართვის მთავარი ინსტრუმენტია. არსებობს საფულეების ორი ძირითადი ტიპი: კასტოდიალური და არაკასტოდიალური. მნიშვნელოვანია, გესმოდეთ რა განსხვავებაა მათ შორის, რადგან თქვენი აქტივების უსაფრთხოება სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
კასტოდიალური კასტოდიალური არის ის საფულეები, რომლებსაც მართავს გარე სერვისი, როგორიცაა კრიპტოვალუტის ბირჟა, ან ციფრული აქტივების კომპანია. კასტოდიალური საფულის გამოყენებისას, თქვენ აძლევთ მესამე პირებს კონტროლს თქვენს პირად გასაღებებზე, რომლებიც თქვენს კრიპტოვალუტაზე წვდომისა და მისი მართვისთვის გამოიყენება.

ასეთი საფულის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მოხერხებულობა. კასტოდიალური საფულის წყალობით, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ნერვიულობა თქვენი პირადი გასაღებების დაცვაზე, ან თქვენი კრიპტოვალუტის მართვაზე, ვინაიდან ამას მესამე მხარე აკეთებს.

გარდა ამისა, კასტოდიალური საფულეები ხშირად გვთავაზობენ დამატებით ფუნქციებს, როგორიცაა კრიპტოვალუტების ადვილად ყიდვის, გაყიდვის, ან ვაჭრობის შესაძლებლობა. ზოგიერთ სიტუაციაში, სერვისმა, რომელიც მართავს თქვენს საფულეს, შეიძლება უზრუნველყოს აქტივების დაზღვევა გატეხებისგან, ან უსაფრთხოების დარღვევისგან. მაგრამ ღირს თუ არა ამ სერვისის ნდობა, ეს სულ სხვა საკითხია.

კასტოდიალური საფულეების მაგალითები:

  • Blockchain.com (ბირჟა-საფულე);
  • WhiteBIT (ბირჟა);
  • BitGo (სატრასტო კომპანია);
  • OKX (ბირჟა);
  • Coinbase (ბირჟა). 

არაკასტოდიალური
საფულეები გაძლევთ სრულ კონტროლს თქვენს პირად გასაღებებზე. ასეთი საფულის გამოყენებით, სწორედ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი კრიპტოვალუტის უსაფრთხოებასა და მართვაზე.

არაკასტოდიალური საფულეების მთავარი უპირატესობა არის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. ვინაიდან თქვენ ხართ ერთადერთი, ვისაც აქვს წვდომა პირად გასაღებებზე, თქვენი აქტივების მოპარვის, ან კომპრომეტირების რისკი მცირდება.

ეს საფულეები უზრუნველყოფს მეტ კონფიდენციალურობას, რადგან არ გჭირდებათ პერსონალური ინფორმაციის მიწოდება, ან პირადობის სრული ვერიფიკაცია (KYC) თქვენი კრიპტოვალუტის გამოსაყენებლად.

არაკასტოდიალური საფულეების მაგალითები:

  • Ledger Nano X (ცივი შენახვის საფულე);
  • MetaMask (ცხელი შენახვის საფულე);
  • Trezor One (ცივი შენახვის საფულე);
  • Exodus (ცივი შენახვის საფულე);
  • MyEtherWallet (ცხელი შენახვის საფულე). 

ორი ტიპის საფულეს შორის არჩევანის გაკეთებისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თქვენი ინდივიდუალური საჭიროებები და პრიორიტეტები. თუ თქვენ გჭირდებათ კომფორტი  და დამატებითი ფუნქციები, მაშინ კასტოდიალური საფულე გამოგადგებათ. ხოლო თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, უმჯობესია არაკასტოდიალური საფულე აირჩიოთ. თუმცა, არავინ გიშლით ორივე ვარიანტის სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ყურადღებით გაანალიზოთ რისკები და მიიღოთ ზომები თქვენი ციფრული აქტივების დასაცავად.

მას შემდეგ, რაც გაერკვიეთ კასტოდიალურ და არაკასტოდიალურ საფულეებში, უნდა გაეცნოთ სხვა კლასიფიკაციასაც. კრიპტოსაფულეები ხომ ცივებად და ცხელებად იყოფა. მათ შორის განსხვავების გასაგებად, წაიკითხეთ ჩვენი სხვა სტატია ამ თემაზე.