მონეტა Decred ჰიბრიდული PoW&PoS ბლოკჩეინით

ფოტო - მონეტა Decred ჰიბრიდული PoW&PoS ბლოკჩეინით
Decred (DCR) არის ინოვაციური მონეტა, რომელსაც გააჩნია საკუთარი ბლოკჩეინი კონსენსუსის ჰიბრიდული ალგორითმით PoS&PoW, რომელიც ხელს უწყობს დეცენტრალიზაციას და ინარჩუნებს ბალანსს მაინერებს, სტეიკერებსა და ჰოლდერებს შორის.

Decred არის დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც ციფრული აქტივების ბაზარზე 2016 წლის თებერვალში გამოჩნდა. ამ მონეტას აქვს დაბალანსებული ჰიბრიდული ბლოკჩეინ მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, გვთავაზობს სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს, ასევე კრიპტოსაზოგადოების მონაწილეობას ცვლილებების მართვასა და პროექტების განვითარებაში DAO-ს მეშვეობით. 

Decred-ზე მუშაობდა დეველოპერების ჯგუფი, რომლებიც მანამდე Bitcoin Core-ის კოდერების core team-ში შედიოდნენ, ამიტომ მონეტას უძველესი კრიპტოვალუტის მსგავსი მახასიათებლები გააჩნია. Decred-ის შექმნის პროცესში ასევე გამოიყენეს მონეტა Bytecoin-ის ღია საწყისი კოდის ზოგიერთი ელემენტი, რაც ნიშნავს, რომ Decred-ს, გარკვეული გაგებით, შეიძლება ეწოდოს ამ კრიპტოვალუტის ფორკი.

ვინ არიან Decred-ის დამფუძნებლები?

პროექტის იდეა ჯერ კიდევ 2015 წლის 12 დეკემბერს დაანონსდა. მონეტა DCR-ის დაპროექტებასა და რეალიზაციაში, ასევე მის ბლოკჩეინ ქსელში, მონაწილეობდა  Company 0 («Zero»), რომელიც მანამდე ალტერნატიული სრული BTC ნოდისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში იყო შემჩნეული. 

Decred-ის შემქმნელებმა დააანონსეს, რომ მათი მიზანი ბიტკოინთან დაპირისპირებაში  არ მდგომარეობს. მათ სურთ არსებული მექანიზმების გაუმჯობესება, უფრო მეტი დეცენტრალიზაციის მიღწევა და ალტერნატივის შეთავაზებაა, რაც ციფრული აქტივების ბაზარზე კონკურენტულ გარემოს გააძლიერებს.

პროექტის დამფუძნებლები არიან:

ჯეიკ იოკომ-პიატი (Jake Yocom-Piatt). Decred-ის თანადამფუძნებელი და კომპანია "Zero-ს" CEO. ბლოკჩეინის ტექნოლოგიასა და კრიპტოვალუტაში მუშაობის ათწლეულების გამოცდილება აქვს. მან ასევე დაწერა კოდი, რომელიც გამოიყენებოდა BTC ქსელისა და სხვა სერვისების შექმნაში, როგორიცაა Lightning Network.

მარკო პირბუმი (Marco Peereboom) Company 0-ს CTO-ს თანამდებობას იკავებს. ხელმძღვანელობს პროგრამისტების გუნდებს, რომლებიც უსაფრთხოებას აუმჯობესებენ და Decred-ის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას ავითარებენ.
 
Mainnet-ის ამოქმედება და პირველი ბლოკის შექმნა 2016 წლის 8 თებერვალს შედგა. ამავდროულად, გამოვიდა ბლოკჩეინის პროექტის კონსტიტუცია, რომელიც Decred-ის ფუნქციონირების წესებსა და ძირითად პრინციპებს შეიცავს. პროექტის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ ყველა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვების შემდეგ, პროექტის მენეჯმენტი გადავა არა რომელიმე ცალკეული პირების, პროგრამისტისების, ან მაინერების, არამედ Decred-ის კრიპტოსაზოგადოების ყველა წევრის ხელში და განხორციელდება დემოკრატიული გზით, პირდაპირი კენჭისყრის მექანიზმის მეშვეობით. 

Decred-ის რეალიზაცია

2017–2018 წლებში განხორციელდა, ან დაინერგა შემდეგი:
 
  • კონსენსუსის ჰიბრიდული ალგორითმი PoS&PoW;
  • პლატფორმა Politeia პროექტების დეცენტრალიზებული მართვისა და კენჭისყრისთვის;
  • კრიპტოგრაფიული მეთოდები secp256k1-ისა და შნორის  ხელმოწერის გათვალისწინებით (როგორს ბიტკოინის შემთხვევაში);
  • PoW-ზე დაფუძნებული მაინინგი BLAKE256 (GPU და ASIC) ალგორითმის მეშვეობით
  • სხვადასხვა საფულე;
  • სტეიკინგი;
  • Lightning Network-ის L2 პროტოკოლის მხარდაჭერა, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც ბლოკჩეინის დანამატი და გამოიყენება მყისიერი ტრანზაქციების განსახორციელებლად.

Decred-ის ბლოკჩეინი და კონსენსუსის ჰიბრიდული ალგორითმი

Decred-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავისებურება ჰიბრიდული PoS&PoW კონსენსუსის პროტოკოლის გამოყენებაა, რომელიც პროექტის ყველა მონაწილის ინტერესების დასაბალანსებელი ინსტრუმენტის როლს ასრულებს და უფრო მეტ დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს. 
 
არქიტექტურისა და ფუნქციონალის თვალსაზრისით, Decred-ის ბლოკჩეინი Bitcoin-ის ქსელს ჰგავს, მაგრამ აქვს კონტროლის სპეციალური სისტემა, რომელიც პროტოკოლშია ჩაშენებული. ყველა მფლობელი კონსენსუსის წესებს იცავს და ცვლილებების განხორციელების და საერთო ფონდის სახსრების მიზნობრივი გამოყენების საკითხებზე კენჭისყრაში მონაწილეობს. ეს თანხები მარკეტინგული ინიციატივებისა და ტექნიკური განვითარების დასაფინანსებლად გამოიყენება.

Proof-of-Stake რეალიზებულია ხმის მიცემის პროცესის მეშვეობით. ის ემსახურება არა მხოლოდ უსაფრთხოების გაუმჯობესებას, არამედ სტრატეგიულად ავსებს კლასიკურ PoW მაინინგს. თითოეული ჰოლდერი შეიძლება იქცეს სტეკერად, თუ ნატიური DCR მონეტების ნაწილს დაბლოკავს.
 
Proof-of-Work  მაინერები მუშაობენ ისევე, როგორც სხვა ქსელებში (როგორიცაა Bitcoin ან Litecoin). ანუ, ისინი დაკავებულნი არიან ტრანზაქციების ვალიდაციითა და დადასტურებით, ასევე ბლოკების შექმნით. მათი შრომა უფრო კარგად ანაზღაურდება, ვიდრე სტეკერების შრომა, რაც ლოგიკურია - მათ აღჭურვილობაზე ფული დახარჯეს. ხოლო, თუ როგორ გადანაწილდება თანხები საერთო ფონდიდან, ამას სტეიკერები წყვეტენ. ინიციატივების დაფინანსება პლატფორმა Politeia-ზე გამართული კენჭისყრის შედეგებს ეფუძნება.
 
ჯილდოების განაწილება თითოეული ბლოკისთვის ხდება შემდეგნაირად: 60%-ს იღებენ PoW მაინერები, 30% - სტეიკერები და 10% მიდის საერთო ფონდში.
 
ამჟამად, 21 მილიონიდან უკვე ემიტირებულია 14,835 მილიონზე მეტი მონეტა. კაპიტალიზაცია თითქმის $420 მილიონს, ყოველკვირეული ვაჭრობის მოცულობა კი $1 მილიონზე მეტს შეადგენს. 
 
2019 წლისთვის L1 ქსელის გამტარუნარიანობა დაბალი იყო - მხოლოდ 14 TPS. თუმცა, ქსელის მასშტაბური განახლების შემდეგ, რომელიც 2019 წლის 9 მაისს შედგა, ის ათჯერ გაიზარდა. ტრანზაქციები კიდევ უფრო სწრაფად ხორციელდება L2 ქსელში (Lightning Network) - 1 მილიონამდე TPS, რაც Solana-ს ბლოკჩეინის ანალოგიურ მაჩვენებელზე მაღალია.

გადარიცხვების კონფიდენციალურობა

სინამდვილეში, Decred არ ითვლება Monero-ს მსგავს ანონიმურ მონეტად, მაგრამ 2019 წლის აგვისტოში, საზოგადოების მოთხოვნით, დეველოპერებმა დაამატეს კონფიდენციალურობის ფუნქციები კერძო გადარიცხვების განსახორციელებლად.
 
ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა "CoinJoin", რომელიც რამდენიმე ტრანზაქციას ერთში აერთიანებს, ამასთან გამგზავნისა და ტრანზაქციის რეალური რაოდენობის კვალის დადგენის შესაძლებლობას ამცირებს. კიდევ ერთი ფუნქცია, CoinShuffle++, არის p2p მიქსინგის მარტივი პროტოკოლი კრიპტოგრაფიული ალგორითმით, რომელიც, დეველოპერების თქმით, კოდის რამდენიმე ასეული პწკარისგან შედგება.
 
შედეგად, Decred-ის მომხმარებლებმა მიიღეს ახალი ინსტრუმენტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კონფიდენციალური ტრანზაქციების შექმნის საშუალებას იძლევა.

საფულეები, რომლებიც Decred-ს უჭერს მხარს

გარდა დიდი რაოდენობის ბირჟებისა, სადაც DCR-ით ვაჭრობაა შესაძლებელი (Binance, OKX, HitBTC, ByBit და ა.შ.), მონეტას მხარს უჭერს მრავალი ციფრული საფულე, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია:
 
  • ნატიური ვებსაფულე Decrediton (macOS, Windows, Linux) სრული ფუნქციონალით;
  • უნივერსალური საფულეები, რომლებსაც აქვთ დესკტოპის და მობილური ვერსიები: Exodus, Coinomi და Guarda;
  • აპარატული საფულეები Ledger Live და Trezor;
  • მობილური საფულე Trust Wallet.

დასკვნა

ბლოკჩეინ პროექტმა Decred განიცადა როგორც აღმავლობა, ასევე ვარდნა. თავისი კონკურენტებისგან ის განსხვავდება დეცენტრალიზაციისადმი მაღალი მოთხოვნებით, კონსენსუსის ჰიბრიდული ტიპით,  რაც პასიური შემოსავლის მეტ ვარიანტ უზრუნველჰყოფს და დაბალი საკომისიოს მქონე სწრაფი ტრანზაქციებით. თუ საზოგადოება ტემპს არ დააგდებს და გაუმჯობესებების გენერირებას განაგრძობს, დეველოპერები კი საზოგადოების მოთხოვნებს არ ჩამორჩებიან, მაშინ ამ პროექტს აქვს ყველა შანსი იმისთვის, რომ პოპულარობა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.