Dodo Ex - კრიპტოპროექტების შემუშავების გარემოს მიმოხილვა
DODO EX – არის დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც გაფორმებულია, როგორც კრიპტოპროექტების შექმნის გარემო პროგრამირების უნარ-ჩვევების გარეშე.
Dodo მუშაობს Ethereum-ის ბლოკჩეინზე და 11 სხვა EVM ქსელზე, რომლებიც Ethereum-ის ბაზაზეა აგებული. საწყისი გვერდი არის ტოკენების გაცვლის ბლოკი და დიდად არ განსხვავდება სხვა DEX-ებისგან. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ სვოპები არა მხოლოდ საბაზრო კურსით, არამედ განათავსოთ ლიმიტის შეკვეთები, რაც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ აქტივი უფრო ხესაყრელ ფასად.
Dodo Ex-ის საწყისი გვერდი
გვერდზე ასევე წარმოდგენილია კროსჩეინ-ხიდი სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის ტოკენების გადასატანად. ქვემოთ მოცემულია ქრაუდპულინგის პუნქტები და ლაუჩპადის მსგავსი რამ, სადაც Dodo-ს მიერ მოწონებულ პროექტებს შეუძლიათ სახსრების მოზიდვა საკუთარ IDO-ში.
პლატფორმის ძირითადი ფუნქციონალი განთავსებულია Workshop-ის კატეგორიაში. წარმოდგენილი ინსტრუმენტებიდან პირველი არის ფუნქციონალი საკუთარი ტოკენის შესაქმნელად. მომხმარებელმა მხოლოდ უნდა შეავსოს მონაცემები მონეტის დასახელების, გამოშვების და რამდენიმე დამატებითი ფუნქციის შესახებ. საფასურის გადახდის შემდეგ, ახლადშექმნილი ტოკენი გამოჩნდება საფულეზე. ღირებულება დამოკიდებულია არჩეულ ბლოკჩეინზე და მერყეობს $1-დან $70-მდე.
Dodo-ზე საკუთარი ტოკენის შექმნის კატეგორია
ამის შემდეგ Dodo საკუთარი ლიკვიდურობის პულის შექმნის შესაძლებლობას ქმნის. ეს ინსტრუმენტი DEX-ზე საკუთარი მონეტის დალისტვის ან ტოკენსეილის ორგანიზების საშუალებას გვაძლევს.
Market Maker pool არის უფრო მოწინავე ლიკვიდურობის პულის ოფცია, რომელიც შეიქმნა მსხვილი კრიპტოპროექტებისთვის შეიქმნა. მათ შეუძლიათ დაამატონ თავიანთი ტოკენი Dodo-ზე და სანაცვლოდ კარგი საკომისიოები და სავაჭრო წყვილის მართვის შესაძლებლობა მიიღონ.
Dodo-ზე ლიკვიდურობის პულების შექმნის კატეგორია
ტოკენებს აქვთ მონეტების განაწილების საკუთარი პოლიტიკა მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის. მას ადგენს თავად ემიტენტი (პროექტის შემქმნელები და ავტორები). Dodo Ex საშუალებას გაძლევთ ააწყოთ სტეიკინგის ან ლიკვიდურობის მაინინგის პროგრამა, სადაც მომხმარებლებს მონეტების შენახვისთვის ჯილდოების მიღება შეუძლიათ. საჭიროა მხოლოდ შეავსოთ კამპანიის ხანგრძლივობა და განაწილებისთვის ტოკენების რაოდენობა, ხოლო წლიური პროცენტი დასტეიკინგებული აქტივების მიხედვით შეიცვლება.
ტოკენების მაინინგისა და სტეიკინგის კამპანიის გაშვების კატეგორია
არ გაქვთ საკმარისი ფული, რომ საკუთრი ტოკენის სავაჭრო წყვილი გაუშვათ?
Dodo ამ პრობლემას Crowdpooling ინსტრუმენტის დახმარებით აგვარებს. კრიპტო-სტარტაპების დამფუძნებლებს შეუძლიათ მოაწყონ ღონისძიება, რომლის დროსაც მომხმარებლები თავად ავსებენ ტოკენის ლიკვიდურობას. ეს ჰგავს კრაუდფანდინგს, როდესაც რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტირებას ახდენთ ახალგაზრდა პროექტში. ყველა, ვინც კამპანიის დროს თავის სახსრებს ლიკვიდურობაში შეიტანს, საფულეზე.ტოკენების ექვივალენტურ რაოდენობას მიიღებს.
ეს საკმაოდ სასარგებლო ფუნქციაა დეველოპერებისთვის, რომლებსაც აქვთ კარგი ქომიუნითი და ზრუნავენ დეცენტრალიზაციაზე.
Dodo Ex-ზე Crowdpooling-ის კატეგორია
ასევე მოედანზე გაშვებულია NFT მარკეტპლეისი, სადაც ტრეიდერებს შეუძლიათ უნიკალური აქტივებით ვაჭრობა და საკუთარი აქტივების შექმნა. გარკვეული წესების გამო, თქვენმა NFT-მ წინასწარ უნდა გაიაროს მოდერაცია, ვიდრე გასაყიდად იქნება გატანილი. ამ ფუნქციას ჯერ ყველა პლატფორმა არ უჭერს მხარს, მაგრამ ამისათვის ხელმისაწვდომი ქსელების სია განახლებების შესაბამისად ივსება.
Dodo-ზე NFT-ს შექმნა
პლატფორმას Dodo Ex აქვს შიდა ტოკენი DODO, რომლის შეძენაც შესაძლებელია KuCoin, Gate, FTX და სხვა მსხვილ მოედნებზე. ხელმისაწვდომი პლატფორმების სრული სია ხელმისაწვდომია Coingecko-ს ვებსაიტზე შესაბამის კატეგორიაში.
DODO არის მმართველობის ტოკენი. მონეტების ჰოლდერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პლატფორმის ცვლილებებში, კენჭისყრაში და გავლენა მოახდინონ Dodo Ex-ის განვითარების ვექტორზე. ამ დროისთვის DODO-ს ფასი 0,11 აშშ დოლარია, პროექტის კაპიტალიზაცია 50 მილიონი დოლარია (403-ე ადგილი კრიპტოაქტივების რეიტინგში Coingecko-ს მონაცემების მიხედვით).
Dodo Ex-ის მართვის და DAO -ს ოთახი
ამრიგად, Dodo Ex ახალგაზრდა დეველოპერებისთვის პრაქტიკულად მთლიანად ხსნის პროგრამირების უნარების ნაკლებობის პრობლემას, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ შაბლონური სმარტ-კონტრაქტები და თქვენი სტარტაპი საკუთარ მოთხოვნილებებზე ააწყოთ. ხოლო მუდმივი განახლებები უფრო დიდი ოდენობით ქსელებისა და ფუნქციების ინტეგრირების შესაძლებლობას ქმნის, რომლებიც კრიპტოვალუტის სფეროში სწრაფად ხდება პოპულარული.