DeFi-ში ლიკვიდურობის უზრუნველყოფა: რა არის ეს და როგორ მუშაობს?

ფოტო - DeFi-ში ლიკვიდურობის უზრუნველყოფა: რა არის ეს და როგორ მუშაობს?
2022 წლის ნოემბერში FTX თაღლითობის მსხვერპლი გახდა . მომხმარებლებმა დაკარგეს 8 მილიარდ დოლარზე მეტი,კრიპტოვალუტების ბირჟების სფეროში ეს გახმაურებული შემთხვევაა, მაგრამ არა ერთადერთი. მოდით გავიხსენოთ, კიდევ რომელი ბირჟები გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი ბოლო ათწლეულის განმავლობაში (და რატომ).
ლიკვიდურობა (აქტივების სწრაფად გაყიდვის შესაძლებლობა საბაზრო ფასში) ფინანსური ბაზრების ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ელემენტია, ხოლო DEX და DeFi პროტოკოლებისთვის ლიკვიდობის უზრუნველყოფა შესანიშნავი გზაა კრიპტოსფეროში ფულის პასიურად გამომუშავებისთვის.

ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ინვესტორებს შეაქვთ თავიანთ კრიპტოვალუტები ლიკვიდურობის პულებში - სპეციალური თვითშესრულებადი სმარტ-კონტრაქტები, რომლებიც  დაბლოკილ ტოკენებს შეიცავს. ლიკვიდურობის უზრუნველყოფის სანაცვლოდ, დეცენტრალიზებული ბირჟები ასეთ კლიენტებს პროცენტულ ჯილდოს უხდიან.

უკეთ რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, შევადაროთ ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ბირჟები. პირველი იყენებს „შეკვეთის წიგნს“, ადარებს მყიდველებსა და გამყიდველებს გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. მეორე კი არის ავტომატური მარკეტ-მეიკერი (AMM) და მომხმარებლებს ავტომატური გარიგებებით უზრუნველყოფს: ტრეიდერები ბირჟის შუამავლობის გარეშე ლიკვიდურობის ფონდთან უშუალოდ ურთიერთქმედებენ. რაც უფრო მაღალია ლიკვიდურობა, მით ნაკლებია ვაჭრობისას გასხლეტა (ორდერების შესრულება ყველაზე ცუდ ფასად). ამიტომ, DEX-ები დაინტერესებულები არიან იმაში, რომ ინვესტორებმა თავიანთი სახსრები პულებში დაბლოკონ.

ლიკვიდურობის უზრუნველყოფა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთს რისკის დაბალი და ექსტრემალური დონით, კრიპტოვალუტის წყვილის მიხედვით. ამ მეთოდის უპირატესობაა მაღალი პოტენციური მოგება და ხელმისაწვდომობა. ხარვეზებია ვოლატილობა და ისეთი მოვლენა, როგორიცაა „არამუდმივი ზარალი“ (აქტივის ღირებულებაში სხვაობა თანხების  შეტანისას და გატანისას, რამაც შეიძლება ჯილდოს ოდენობის ნიველირება მოახდინოს).

საუკეთესო პლატფორმები ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად:

Uniswap

Uniswap არის ერთ-ერთი პირველი, ყველაზე პოპულარული და სანდო დეცენტრალიზებული ბირჟა. ის დიდი რაოდენობით ლიკვიდურობის პულებს გთავაზობთ. ძირითადად, ეს არის ETH ან WETH (შეფუთული ETH) კრიპტოვალუტის წყვილი სტეიბლკოინებით. ასეთი პულები  ხასიათდება სტაბილურობით და ზარალის დაბალი რისკით. თუმცა, Uniswap-ს ასევე შეუძლია უფრო ვალატილური და არაპოპულარული წყვილების ლიკვიდურობას უზრუნველყოფაც. ბირჟა იღებს 0.3%-ის ოდენობის საკომისიოს  თავის პლატფორმაზე გარიგებების განსახორციელებლად. საკომისიოს ნაწილი  ლიკვიდურობის მიმწოდებლებს შორის ნაწილდება, მათი შენატანის წილის შესაბამისად.

PancakeSwap

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული DEX. PancakeSwap უფრო მოხერხებულია მათთვის, ვინც მზად არის მაღალ რისკზე წავიდეს. პულთან დაკავშირება ხდება მას შემდეგ, რაც ინვესტორი პლატფორმაზე დაბლოკავს მის სამსახურეობრივ ტოკენს, CAKE-ს. ბევრს ურჩევნია უზრუნველყოს ლიკვიდობა CAKE-BNB კრიპტოვალუტის წყვილისთვის, რომელშიც 22-43% ჯილდოს იხდის.

Balancer

დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც მხარს უჭერს Ethereum ბლოკჩეინს და ასევე გთავაზობთ საინვესტიციო პორტფელების მართვას. DEX პულებს აქვთ მოქნილი პარამეტრები, შესაძლებელია ლიკვიდობის დამატება ან ამოღება. Balancer-ის მოდულარული პროტოკოლის წყალობით, პლატფორმაზე მხარდაჭერილია კერძო და საჯარო პულები. კერძო პულების გამოყენებით მფლობელს შეუძლია შეცვალოს მათი პარამეტრები და შეიტანოს ცვლილებები  სმარტ-კონტრაქტში. გარდა ამისა, ლიკვიდობის პროვაიდერები იღებენ მმართველობის ტოკენებს BAL.

Rook (ნამადე KeeperDAO)

Ethereum-ზე დაფუძნებული პროტოკოლი DeFi, რომელიც დეცენტრალიზებული ბირჟის მახასიათებლებს აერთიანებს. პლატფორმა გთავაზობთ ხუთ განსხვავებულ ლიკვიდურობის პულს ROOK ტოკენების გამოსამუშავებლად. კლიენტები იყენებენ თანხებს, რომლებსაც  სწრაფი სესხის პულები შეიცავს.

არსებობს კიდევ არაერთი DEX და პროტოკოლი, რომლებიც ყველა მსურველს ლიკვიდურობის პულებთან დაკავშირებას სთავაზობენ. ესენია Bancor, Convexity Protocol, DeversiFi, Kyber. დეცენტრალიზებული საფინანსო სექტორში ლიკვიდურობის საჭიროება ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ ინვესტორებს პასიური შემოსავლისთვის სულუფრო უფრო მეტი ახალი სტრატეგია უჩნდებათ.  


Sidebar ad banner
Recommended