"ძაღლის" ტოკენები: რა განსხვავებაა და ვინ მანიპულირებს ფასით

icon DOGE
icon SHIB
ფოტო - "ძაღლის" ტოკენები: რა განსხვავებაა და ვინ მანიპულირებს ფასით
კრიპტოვალუტა Dogecoin, რომელსაც საფუძვლად შიბა-ინუს ჯიშის ძაღლის მიმი უდევს, დროთა განმავლობაში მისაბაძი მაგალითი და სხვადასხვა ფორმატის მიმ-ტოკენების "ძაღლის მთელი ხროვის" შექმნის ნიმუში გახდა. ეს უნიკალური ტრენდი ჩვენს სტატიაში განვიხილოთ.
Dogecoin 2013 წლის ბოლოს ხუმრობით მხოლოდ იმ მიზნით შეიქმნა, რომ იმდროინდელი კრიპტობაზრისთვის დაეცინა, რომელშიც ახალი "კოინები" ჩნდებოდა, როგორც სოკოები წვიმის შემდეგ. Adobe Systems-ის გაყიდვების მენეჯერმა, ავსტრალიელმა ჯექსონ პალმერმა, როგორც ჩანს, გაიფიქრა "მეც მინდა", ქსელში პოპულარული ინტრნეტ-მიმი გამოფინა, რომელზეც შიბა-ინუს ჯიშის ძაღლი იყო გამოსახული და ახალი მონეტის, Doge-ის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ძალიან მალე მხარდაჭერა მან ამერიკელ პროგრამისტის, ბილი მარკუსის სახით მოიპოვა. მას სურდა, ბიტკოინისთვის გადაესწრო და ახალი მონეტის შექმნის პროექტს პირად გამოწვევად და საინტერესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობად მიიჩნევდა.
მონეტა Dogecoin-ის ლოგო

მონეტა Dogecoin-ის ლოგო

მონეტის შექმნისთვის საფუძვლად Litecoin აიღეს. Mainnet კონსენსუსის ტრადიციულ ალგორითმზე Proof-of-Work იყო გაშლილი. კრიპტოვალუტის მაინინგი ალგორითმ  Script-ზე მიმდინარეობდა. 2013 წლის 6 დეკემბერს პირველი ბლოკი შეიქმნა და Dogecoins-ის პირველი მონეტების ემიტირება მოხდა. შემქმნელებმა შეუზღუდავი ემისიის ჩადება გადაწყვიტეს, რათა მათი მონეტა ბიტკოინს ამაშიც არ დამსგავსებოდა. პალმერი და მარკუსი Dogecoin-ს წარმოაჩენდნენ, როგორც მხიარულ და დრაივის მქონე კრიპტას. მას საკუთარი აუდიტორია უნდა დაეპყრო, რომელიც ასეთივე არამოსაწყენი კრიპტელებისგან შედგებოდა და ტექნოლოგიებზე მეტად გული მიმ-ძაღლებზე მიუწევდა, რომლებიც მას საფუძვლად ედო. დამფუძნებელთა ამ წყვილმა თავისთვის მხიარული ნიკნეიმი "სებატოში ნაკამოტო" მოიფიქრეს (გასაგებია, ვის წაკბინეს მათ) და ცდილობდნენ, "ფანი" ყველაფერში შეენარჩუნებინათ, რაც პროექტს ეხებოდა.

იმ დროს, მკაცრი "ნერდული" სტილის მქონე აქტივებიანი კრიპტობაზრისთვის ეს მიდგომა „სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა“ იყო, რომელიც რაიმე მხიარულ ასოციაციას არ იწვევდა. ამან შედეგი გამოიღო: ამოქმედებიდან სულ რამდენიმე თვეში, Dogecoin-მა მოახერხა, $89 მლნ საოცარი საბაზრო კაპიტალიზაციისთვის მიეღწია და Coinmarketcap-ის რეიტინგის ტოპ 5-ში მარდად შეაჭრა. ამრიგად,  პალმერმა და მარკუსმა, გაუცნობიერებლად, კრიპტოინდუსტრიაში ახალი ტრენდი - მონეტები-მიმები შვეს. 

შემდეგ, 2014 წლის დასაწყისში, პირველი მონეტები-მიმდევრები - MONA და Catcoin გაჩნდა, რომელთა შემქმნელებმა ფსონი, ძაღლის Dogecoin-ის საპირისპიროდ, კატის ინტერნეტ-მიმზე დადეს. მაგრამ ეს პროექტები პოპულარული არ გახდა და "ძაღლის" თემა კრიპტობაზარზე კვლავ დომინანტი დარჩა.

პოპულარობის ახალი ტალღა 2020 წლიდან დაიწყო. მიმ-მონეტებისთვის, რომლებიც ათეულობით ჩნდებოდა, ძაღლების ახალი გამოსახულებებს ირჩევდნენ, რათა Dogecoin ჩაეჩოჩებინათ და კრიპტოვალუტის აუდიტორიის გარკვეული ნაწილი მაინც გადმოებირებინათ. 

ახალი "ძაღლის" ტოკენების სახელებსაც პირველი მიმ-მონეტის დიდებაზე გქონდათ პრეტენზია და სიტყვა "doge"-ის, ან ძაღლის ჯიშების ექსპლუატაციას ახდენდნენ: Shibu Inu, Dogelon Mars, Baby Doge Coin, Pitbull, Vita Inu, DogeBonk, King Shiba, Dogs of Elon, Doggy, DogeCash, SHIBAVAX, Dogeswap, FLOKI, Dogechain, Doge Killer, The Doge NFT. ეს იმ მონეტების სრული სიაც კი არ არის, რომლის მფლობელებს წინაპარი მონეტის პოპულარობის შურდათ და კვარცხლბეკიდან Dogecoin-ის ჩამოგდებას ცდილობდნენ. მაგრამ ეს არ მოხდა.
ძაღლის მონეტები $1 მილიონზე მეტი ოდენობის ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობით: Dogecoin, Shibu Inu, Dogelon Mars, Baby Doge Coin, Vita Inu, FLOKI და Dogechain

ძაღლის მონეტები $1 მილიონზე მეტი ოდენობის ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობით: Dogecoin, Shibu Inu, Dogelon Mars, Baby Doge Coin, Vita Inu, FLOKI და Dogechain

მილიარდერი თაყვანისმცემელი

Dogecoin-ის ჩაჩოჩება სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერდა. მაგრამ მთავარი ილონ მასკის კეთილგანწყობაა.

პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა პირველი მიმ-მონეტა ფავორიტად აირჩია და 2019 წლიდან ტვიტერზე გარკვეული სიხშირით მისი პიარი დაიწყო. მოკლე ტვიტები Dogecoin-ზე პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნებებით ფასს მაღლა უბიძგებდა, ჰაიპს და ახალ ჰოლდერებს მატებდა. ილონ მასკი, ფაქტობრივად, მარკეტმეიკერ-მანიპულატორი გახდა, რომელსაც  მოსწონს ასეთი როლი და ის, როგორ მოქმედებს მისი ტვიტები ბაზარსა და კრიპტოსაზოგადოებაზე მთლიანად. ზოგმა გადაწყვიტა, მისთვის სასამართლოშიც კი ეჩივლა, თუმცა ილონ მასკი დიდად არ შეშინდა.
ილონის მიერ დაწერილი, Dogecoin-ის მხარდამჭერი ერთ-ერთი ტვიტი

ილონის მიერ დაწერილი, Dogecoin-ის მხარდამჭერი ერთ-ერთი ტვიტი

დაიწყო რა Dogecoin-ის მიღება Tesla-ს ელექტრო მანქანებისთვის გადახდის სახით, მასკმა ეს მონეტა მიმ-ბანაკის კონკურენტებისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელი გახადა.

Dogecoin-ისა და სხვა მიმ-მონეტების განსხვავება

Dogecoin-ის ძლიერ მხარედ მისი პოპულარობა, ტექნოლოგია და ეკოსისტემა რჩება. მონეტას საკუთარი PoW-ბლოკჩეინი აქვს, ის ფულის გამომუშავებას პულებში, ან სოლო მაინინგით სთავაზობს. მისი ყიდვა ნებისმიერ ტოპ ბირჟაზეა შესაძლებელი. Dogecoin-ს  გადახდის სახით კომპანიების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის Tesla იღებს. ამ მონეტას საკუთარი NFT-მარკეტფლეისიც კი აქვს, ის საფულეებს რეგულარულად აახლებს და სხვა ეკოსისტემებთან x-chain ხიდების შექმნას გეგმავს.

რაც შეეხება კონკურენტ პროექტებს, მათ, ვინც ბაზარზე 2020 წლის შემდეგ გამოჩნდნენ, სხვა, ყველაზე მარტივი გზით სვლა გადაწყვიტეს. ყველა ეს მიმ-მონეტა ტოკენებია, რომლებიც მესამე მხარის ბლოკჩეინებზე ფუნქციონირებს და საკუთარი ეკოსისტემა არ გააჩნია. ფაქტობრივად, მათი მფლობელები ინტერნეტ-მიმებზე დაფუძნებული აქტივების ტრენდის ექსპლუატაციას ეწევიან და "ჰაერს" და არა ტექნოლოგიას სთავაზობენ. თანაც არცერთ მათგანს არ აქვს ისეთი ადამიანის მხარდაჭერა, როგორიც ილონ მასკია.

მიმ-მონეტებთან დაკავშირებული რისკები

ყველაზე დიდი პოტენციური რისკი ის არის, რომ მიმ-მონეტები, დიდწილად, ქომიუნითის ერთგულებაზეა დამოკიდებული და გაცილებით უფრო სპეკულაციური აქტივია, ვიდრე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა. მიმ-მონეტები მაღალ ვოლატილობასა და ფამფებისა და დამფებისადმი მოწყვლადობას მუდმივად აწყდება, ასევე მარკეტმეიკერ-მანიპულატორების ზემოქმედებას ექვემდებარება. ნებისმიერი "ძაღლის" ტოკენის ფასი, შესაძლოა, მოკლე დროში ავარდეს, შემდეგ კი ისევე მოულოდნელად დაეცეს, როდესაც ბაზარზე მორიგი მიმ-მონეტა გაჩნდება, რომლის ლოგოზე ძაღლის უფრო საყვარელი სიფათი იქნება გამოსახული. 

ამიტომ, სანამ "ძაღლის" ტოკენში ინვესტიციას განახორციელებთ, ყველა რისკი უნდა აწონ-დაწონოთ და ასეთ აქტივებში სახსრების ჩადებამდე, ასეთი პროექტი ყურადღებით გაანალიზოთ.

AI Crypto Expert