მასკის ექო: "AI-ის ნათლია" რისკების შესახებ გვაფრთხილებს

ფოტო - მასკის ექო: "AI-ის ნათლია" რისკების შესახებ გვაფრთხილებს
ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ყველას როდი ახარებს. AI-ის მიერ გენერირებული საყოველთაო დეზინფორმაცია მრავალი პრობლემიდან მხოლოდ ერთ-ერთია.
Google-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ჯეფრი ჰინტონმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ნათლიად არის ცნობილი, New York Times-ს  გულწრფელი ინტერვიუ მისცა.
 
მან ისაუბრა იმაზე, თუ რას ფიქრობს ხელოვნური ინტელექტის შესახებ და ეს არც თუ ისე ოპტიმისტურად ჟღერს. მისი აზრით, ტექნოლოგია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

”მე ნაწილობრივ ვინუგეშებ თავს იმით, რომ მე რომ არ გამეკეთებინა ეს, ამას სხვა გააკეთებდა”, - განაცხადა ჰინტონმა NYT-თან ინტერვიუში.

მას მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის მთავარი საშიშროება დეზინფორმაციისა და სხვა მავნე კონტენტის გავრცელებაში მდგომარეობს: "ჯერ გაუგებარია, როგორ შეგვიძლია ხელი შევუშალოთ ბოროტმოქმედებს მისი მავნე მიზნებისთვის გამოყენებაში“.

მიუხედავად იმისა, რომ ჰინტონს ხელი არ მოუწერია ხელოვნური ინტელექტის განვითარების ასოციაციის 19 ამჟამინდელი და ყოფილი ლიდერის წერილისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარების რისკების შესახებ, ის ამ შეშფოთების დასაბუთებულობას აღიარებს.

ჰინტონმა განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ჩაანაცვლოს იურისტების თანაშემწეები, პირადი ასისტენტები, მთარგმნელები და სხვა სპეციალისტები, რომლებიც რუტინულ დავალებებს ასრულებენ და ამით ძირი გამოუთხაროს შრომის ბაზარს. "ის თავის თავზე მთელ რუტინულ სამუშაოს აიღებს. შესაძლოა, არა მხოლოდ მას“, - განაცხადა მან.

თუმცა, ჰინტონის ყველაზე დიდი შიში, რომელშიც ის მასკს ეთანხმება, არის ის, რომ ტექნოლოგიის მომავალი ვერსიები შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს კაცობრიობას მათი არაპროგნოზირებადი ქცევის გამო. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს დიდი რაოდენობით მონაცემებს, კერძო პირები და კომპანიები კი ტექნოლოგიას საკუთარი კომპიუტერული კოდის გენერირებისა და შესრულების საშუალებას აძლევენ. 

"და მას [ჰინტონს] ეშინია იმ დღის, როდესაც ჭეშმარიტად  ავტონომიური იარაღი - ეს მკვლელი რობოტები - რეალობად იქცევა", - წერს NYT.

"მხოლოდ რამდენიმეს სჯეროდა, რომ ეს ტექნოლოგია შეიძლება ადამიანებზე ჭკვიანი გახდეს“, - თქვა მან. "ადამიანთა უმრავლესობა თვლიდა, რომ ჩვენ ამისგან ჯერ კიდევ შორს ვიყავით და მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. მეგონა, რომ ეს დაახლოებით 30-50, ან მეტ წელიწადში მოხდებოდა. ცხადია, ასე აღარ ვფიქრობ."

ინტერვიუში ჰინტონი Microsoft-სა და Google-ს შორის არსებულ  კონკურენციასაც შეეხო. მოგეხსენებათ, კომპანიამ Microsoft დანერგა ჩატბოტი საძიებო სისტემა Bing-ის გასაუმჯობესებლად და ახლა იმავეს Google-იც აპირებს. ხელოვნური ინტელექტის "ნათლია"  თვლის, რომ  ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ გლობალურ რეგულირებას შეუძლია.

ადრე Gagarin News ხელოვნური ინტელექტის მონეტების ირგვლივ აგორებული მზარდი აჟიოტაჟის შესახებ წერდა.