ელ სალვადორის ამბიციური პროექტი: მსოფლიოს უდიდესი ბიტკოინ-ფერმა

icon BTC
ფოტო - ელ სალვადორის ამბიციური პროექტი: მსოფლიოს უდიდესი ბიტკოინ-ფერმა
ელ სალვადორი თავისი მდიდარი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ცდილობს და Volcano Energy პროექტს იწყებს. მისი მიზანია გახდეს მთავარი მოთამაშე ბიტკოინის გლობალურ მაინინგ ინდუსტრიაში. ქვეყნის ამბიციური გეგმა მეტაპანის რეგიონში 241 მეგავატი სიმძლავრის განახლებადი ელექტროენერგიის პარკის მშენებლობას ითვალისწინებს მზის და ქარის ენერგიის გამოყენებით.
შემდეგ კი მსოფლიოში ბიტკოინის ერთ-ერთი უდიდესი მაინინგ-ფერმის შექმნას, რომელიც  მეტაპანის მუნიციპალიტეტის დასახლება ელ შისტოეში მდებარეობს.

 პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. $250 მილიონის საწყისი ინვესტიცია ბიტკოინის ინდუსტრიის წამყვანი ფიგურებისგან, ასევე განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დეველოპერებისა და ბიტკოინის მაინინგის ექსპერტებისგან არის მიღებული. პროექტში საკვანძო როლს ელ სალვადორის მთავრობა ასრულებს და ის შემოსავლის 23%-ის მიღებას გეგმავს. დანარჩენი მოგება  ინვესტორებს შორის განაწილდება ენერგიის წარმოების გაფართოებისა და ბიტკოინის მაინინგის განვითარების მიზნით.

Tether ასევე შეუერთდება ელ სალვადორის განახლებადი ენერგიის მილიარდიან ინიციატივას. კომპანია Volcano Energy-ის განვითარებაში ენერგეტიკის, აღჭურვილობისა და კომუნიკაციების სფეროში თავისი კაპიტალის და  გამოცდილების ინვესტირებას განახორციელებს

ელ სალვადორში შერჩეული ადგილი  ცნობილია ცენტრალურ ამერიკაში გეოთერმული ენერგიის მძლავრი წარმოებით. ეს არის 169 მეგავატი მზის ფოტოელექტრული ენერგია და 72 მეგავატი ქარის ენერგია. ინოვაციური პროექტი ჰეშრეიტის სიჩქარის მიღწევას 1.3 EH/s ისახავს მიზნად.  ეს  ქვეყნისთვის და მთელი დარგისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

Tether-ის მთავარი ტექნიკური დირექტორი პაოლო არდოინო ამ ინიციატივაზე დიდ იმედებს ამყარებს. ის აღნიშნავს, რომ ინვესტიცია Volcano Energy-ში სტრატეგიული ეკოსისტემის დივერსიფიკაციისა და განახლებადი ენერგიის წარმოების მხარდაჭერის მიმართულებით Tether-ის ამბიციებს სრულად შეესაბამება.

GC
GN Crypto
ავტორი